... (H-599), 1646 წ.

აქა პოვნა ავთანდილისაგან სანადიროს შინა ტარიელის ნახვა:

889. მივიდოდა: მიუბნობდა: ყმა: მტირალი: ფერ: შეცვლილი: ქედსა: რასმე: გარდაადგა: ველი: აჩნდა: მზიან: ჩრდილი: ნახა: შავი: შამბთა: პირსა: დგა: სადავე: უკუყრილი: თქვა: უცილოდ: იგიაო: არა: უნდა: ამას: ცილი:

890. რა: შეხედნა: ყმასა: გულმან: გაუფეთქნა: გაუნათდა: აქა: ლხინი: დაღრეჯილსა: უათასდა: არ: უათდა: ვარდმან: ფერი: გაანათლა: ბროლი: ბროლდა: სათი: სათდა: ვით: გრიგალმან: ჩაირბინა: არ: მოსცალდა: მჭვრეტად: მათდა:

891. რა: ტარიელ: დაინახა: განაღამცა: დაეღრიჯა: ახლოს: მყოფი: სიკვდილისა: ჯდა: და: პირი: დაებღნიჯა: საყელონი: გარდეხივნეს: თავი: სრულად: გაეგლიჯა: მას: აღარა: შეესმოდა: სოფლით: გაღმა: გაებიჯა:

892. ერთკე: უც: ლომი: მოკლული: და: ხრმალი: სისხლ: მოცხებული: კვლა: სხვაგნით: ვეფხი: უსულო: მკვდარი: ქვე: დანარცხებული: მას: წყაროსაებრ: თვალთაგან: ცრემლი: სდის: გაფიცხებული: მუნ: აგრე: გულსა: უნთებდა: ცეცხლი: მცხინვარე: ცხებული:

893. თვალთა: ახმადცა: ზარედვა: სრულად: მიხდოდა: ცნობასა: მიახლებოდა: სიკვდილსა: მოშორვებოდა: ნობასა: ყმა: სახელდობით: უყივის: ლამის: სიტყვითა: კრთობასა: ვეღარ: ასმინა: გარდიჭრა: ძმა: გამოაჩენს: ძმობასა:

894. ხელითა: ცრემლსა: უწურავს: თვალთა: ავლებდა: სახელსა: ახლოს: უზის: და: უზახის: მართ: სახელდობით: სახელსა: ეტყვის: ვერ: მიცნობ: ავთანდილს: შენთვის: გაჭრილსა: და: ხელსა: მას: არა: დია: შეესმის: რეტსა: თვალ: დაუფახველსა:

895. ესე: ყველაი: ასრეა: რაცა: აწ: ჩემგან: თხრობილა: ცრემლნი: მოსწურნა: თვალთაგან: ცოტადრე: მოაცნობილა: მაშინღა: იცნა: აკოცა: მოეჭდო: მოეძმობილა: ვიმოწმებ: ღმერთსა: ცხოველსა: მათებრივ: არა: შობილა:

896. უთხრა: ძმაო: არ: გიტყუვე: გიყავ: რაცა: შემოგფიცე: გნახე: სულთა: გაუყრელმან: ფიცი: ასრე: დავამტკიცე: აწ: დამეხსენ: სიკუდილამდის: ვიტირო: და: თავსა: ვიცე: მაგრა: გვედრებ: დამარხვასა: მხეცთა: საჭმლად: არ: მივიცე:

897. ყმამან: უთხრა: რაშიგან: ხარ: შენ: საქმესა: რად: იქ: ავსა: ვინ: მიჯნური: არ: ყოფილა: ვის: სახმილი: არა: სწვავსა: ვის: უქნია: შენი: მგზავსი: სხვათა: კაცთა: ნათესავსა: რად: სატანას: წაუღიხარ: რად: მოიკლავ: ნებით: თავსა:

898. თუ: ბრძენი: ხარ: ყოვლნი: ბრძენნი: აპირებენ: ამა: პირსა: ხამს: მამაცი: მამაცური: სჯობს: რაზომცა: ნელად: ტირსა: ჭირსა: შიგან: გამაგრება: ასრე: უნდა: ვით: ქვითკირსა: თავისისა: ცნობისაგან: ჩავარდების: კაცი: ჭირსა:

899. ბრძენი: ხარ: და: გამორჩევა: არა: იცი: ბრძენთა: თქმულებ: მინდორს: სტირ: და: მხეცთა: ახლავ: არას: წადილსა: აისრულებ: ვისთვის: კვდები: ვერ: მიხვდები: თუ: სოფელსა: მოიმდურებ: თავსა: მრთელსა: რად: შეიკრავ: წყლულსა: ახლად: რად: იწყლულებ:

900. ვინ: არ: ყოფილა: მიჯნური: ვის: არ: სახმილნი: სდებიან: ვის: არ: უნახვან: პატიჟნი: ვისთვის: ვინ: არა: ბნდებიან: მითხარ: უსახო: რა: ქნილა: სულნი: რად: ამოგხდებიან: არ: იცი: ვარდნი: უეკლოდ: არავის: მოუკრებიან:

901. ვარდსა: ჰკითხეს: ეგზომ: ტურფა: ღმერთმან: შეგქმნა: ტანად: პირად: მიკვირს: რად: ხარ: ეკლიანი: პოვნა: შენი: რად: ა: ჭირად: მან: თქვა: ტკბილსა: მწარე: ჰპოებს: სჯობს: იქნების: რაცა: ძვირად: ოდეს: ტურფა: გაიეფდეს: არღარა: ღირს: არცა: ჩირად:

902. რადგან: ვარდი: ამას: იტყვის: უსულო: და: უასაკო: მაშა: ლხინსა: ვინ: მოიმკის: პირველ: ჭირთა: უმუშაკო: უბოროტო: ვის: ასმია: რაცა: საქმე: საეშმაკო: რად: ემდურვი: საწუთროსა: რა: უქმნია: საარაკო:

903. ისმინე: ჩემი: თხრობილი: შეჯე: წავიდეთ: ნებასა: ნუ: მიჰყოლიხარ: ნებასა: თავისა: გაგონებასა: რაცა: არ: გწადდეს: იგი: ქენ: ნუ: სდევ: წადილთა: ნებასა ასრე: არ: სჯობდეს: არ: გეტყვი: რად: მეჭვ: რასაცა: თნებასა:

904. მან: უთხრა: ძმაო: რა: გითხრა: ძვრაცა: არ: ძალმიც: ენისა: ძალი: არა: მაქვს: ხელქმნილსა: შენთა: სიტყვათა: სმენისა: რა: ადვილად: გჩანს: მოთმენა: ჩემთა: სასჯელთა: თმენისა აწ: მივსწურვილვარ: სიკვდილსა: დრო: მომეახლა: ლხენისა:

905. ამას: მოკვდავი: ვილოცავ: აროდეს: ვითხოვ: არ: ენით: აქა: გაყრილნი: მიჯნურნი: მუნამცა: შევიყარენით: მუნ: ერთმანერთი: კვლა: ვნახნეთ: კვლა: რამე: გავიხარენით: მო: მოყვარეთა: დამარხეთ: მიწანი: მომაყარენით:

906. საყვარელმან: საყვარელი: ვით: არ: ნახოს: ვით: გასწიროს: მისკენ: მივალ: მხიარული: მერმე: იგი: ჩემ: კერძ: იროს: მივეგებვი: მომეგებოს: ამიტირდეს: და: ამატიროს: ჰკითხე: ასთა: ჰქენ: გულისა: რა: გინდ: რა: ვინ: გივაზიროს:

907. მართ: გარდაწყვეტით: იცოდი: გეტყვი: მართალსა: პირასა: სიკვდილი: მახლავს: დამეხსენ: ხანსაღა: დავჰყოფ: მცირასა: არ: ცოცხალ: ვიყო: რას: მაქნევ: რა: დავრჩე: ხელსა: მხდი: რასა: დამშლიან: ჩემი: კავშირნი: შევრთვივარ: სულთა: სირასა: