... (H-599), 1646 წ.

928. ცვილსა: ცეცხლის: სამხურვალე: უგავს: ამად: აენთების: მაგრა: წყალსა: არსით: ახლავს: თუ: ჩავარდეს: დაცაშრტების: რაცა: ვისცა: საქმე: თვით: სჭირს: სხვათათვისცა: ევარგების: თავიდაღმა: რად: არ: იცი: ჩემი: გული: რაგვარ: დნების:

აქა ტარიელისაგან ლომ ვეფხვის დახოცვის მბობა:

929. რა: წამეკიდა: ყველაი: წვრილად: გიამბო: ენითა: მერმეღა: გაბრჭევ: მართალი: მაგა: გულითა: ბრძენითა: შენ: მოგელოდი: მიმჭირდა: მოლოდინითა: შენითა: ქვაბს: ვეღარ: გავძელ: მინდორთა: მოვლა: მომინდა: ცხენითა:

930. იმა: ქედსა: გარდავადეგ: იგი: შამბნი: მომეარნეს: ერთი: ლომი: ერთი: ვეფხი: შეკრბეს: ერთად: შეიყარნეს: გვანდეს: რათმე: მოყვარულთა: მათი: ნახვა: გამეხარნეს: მათ: რა: უყვეს: ერთმანერთსა: გამიკვირდეს: შემეზარნეს:

931. ქედსა: გარდავდეგ: ლომ: ვეფხი: მოვიდეს: ერთგან: რებულნი სახედ: ვამგზავსე: მიჯნურთა: ცეცხლნი: დამევსნეს: გზნებულნი შეიყარნეს: და: შეიბნეს: იბრძოდეს: გამწარებულნი: ლომი: სდევს: ვეფხი: მიურბის: იყვნეს: არ: ჩემგან: ქებულნი:

932. პირველ: ამოდ: ილაღობეს: მერმე: მედგრად: წაიკიდნეს: თვითო: ტოტი: ერთმანეთსა: ჰკრეს: სიკვდილსა: არ: დარიდნეს: გამორიდა: ვეფხმან: გული: დედათამცა: განა: დიდნეს: ლომი: მედგრად: გაეკიდა: იგი: ვერვინ: დაამშვიდნეს:

933. ლომსა: დაუგმე: ნაქმარი: ვარქვი: არა: ხარ: ცნობასა: შენ: საყვარელსა: რად: აწყენ: ფუ: მაგა: მამაცობასა: ხრმალ: გამოწვდილი: გაუხე: მივეც: ლახვართა: სობასა თავსა: გარდავჰკარ: მოცავჰკალ: დახსენ: სოფლისა: თმობასა:

934. ხრმალი: გავსტყორცე: გარდვიჭერ: ვეფხი: შევიპყარ: ხელითა: მის: გამო: კოცნა: მომინდა: ვინ: მწვავს: ცეცხლითა: ცხელითა: მიღრინვიდა: და: მაწყენდა: ბრჭკალითა: სისხლთა: მღხრელითა: ვეღარ: გავუძელ: იგიცა: მოვკალ: გულითა: ხელითა:

935. რაზომსაცა: ვამშვიდებდი: ვეფხი: ვერა: დავამშვიდე: გავგულისდი: მოვიქნივე: ვჰკარ: მიწასა: დავაწყვიდე: მომეგონა: ოდეს: ჩემსა: საყვარელსა: წავეკიდე: სული: სრულად: არ: ამომხდეს: რას: გიკვირს: რომ: ცრემლსა: ვღვრიდე:

936. აჰა: ძმაო: მითხრობია: ჭირი: ჩემნი: რაცა: მჭირდა: სულთა: დგმაცა: არა: მმართებს: ასრე: გასლვა: რად: გიკვირდა: სიცოცხლესა: გავეყარე: სიკვდილიცა: დამიძვირდა: ესე: სიტყვა: დაასრულა: ყმამან: სულთქნა: აცატირდა:

937. ავთანდილცა: მასთანავე: ტიროდა: და: ცრემლსა: ღვრიდა: უთხრა: დათმე: ნუ: მოკვდები: გულსა: სრულად: ნუ: დასჭრი: და: ღმერთი: მაგას: მოწყალეობს: თუცა: ჭირმან: არ: გაგრიდა: თუმც: უნდოდით: გასაყრელად: პირველ: ერთად: არ: შეგყრიდა:

938. სდევს: მიჯნურსა: ფათერაკი: საწუთროსა: დაანაღვლებს: მაგრა: ბოლოდ: ლხინსა: მისცემს: ვინცა: პირველ: ჭირსა: გასძლებს: მიჯნურობა: საჭიროა: მით: სიკვდილსა: მიგვაახლებს: გასწავლულსა: გააშმაგებს: უსწავლელსა: გაასწავლებს:

939. იტირეს: და: გაემართნეს: ქვაბისაკენ: თავნი: არნეს: რა: ასმათმან: დაინახა: გაღანამცა: გაეხარნეს: მოეგება: მოტიროდა: ცრემლმან: მისმან: კლდენი: ღარნეს: აკოცეს: და: აცატირდეს: კვლა: ცნობანი: ააჩქარნეს:

940. ასმათ: თქვა: ღმერთო: რომელი: არ: ითქმი: კაცთა: ენითა: შენ: ხარ: სავსება: ყოველთა: აღგვავსებ: მზეებრ: ფენითა: გაქო: ვით: გაქო: არ: გაქო: არ: საქებელო: სმენითა: დიდება: შენდა: არ: მომკალ: ამათთვის: ცრემლთა: დენითა:

941. ტარიელ: იტყვის: აჰ: დაო: მით: ცრემლი: აქა: მდენია: საწურთო: ნაცვლად: გვატირებს: რაც: ოდენ: გაგვიცინია: ძველი: წესია: სოფლისა: არ: ახლად: მოსასმენია: ვაი: შენი: ბრალი: და: თუ: არ: სიკვდილი: ჩემი: ლხინია:

942. სწყუროდეს: წყალსა: ვინ: დაღვრის: კაცი: უშმაგო: ცნობილი: მე: თვალთა: ჩემთა: მით: მიკვირს: რად: ვარ: ცრემლითა: ლტობილი: უწყლოობა: ჰკლავს: და: წყალი: სდის: არ: ოდეს: არ: გახმობილი: ვაი: წახდა: ვარდი: პობილი: ვაი: მარგალიტი: წყობილი:

943. ავთანდილსცა: მოეგონა: მისი: მზე: და: საყვარელი: იტყვის: ჩემო: ვით: ვეგები: მე: უშენოდ: სულთა: მდგმელი: შენ: არ: გახლავ: ჩემი: ჩემთვის: სიცოცხლეა: სანანელი: გითხრამცა: ვინ: რა: მჭირს: ანუ: რა: ცეცხლი: მწვავს: როგორ: ცხელი:

944. ვარდი: ამას: ვით: იაზრებს: მზე: მომშორდეს: არ: დავძრეო: ანუ: ჩვენ: გლახ: რა: გვერგების: რა: ჩასვენდეს: გორსა: მზეო: გულო: გიჯობს: გაუმაგრდე: თავი: სრულად: გაიკლდეო: ნუთუ: მოგხვდეს: ნახვა: მისი: სულთა: სრულად: ნუ: დალეო:

945. სული: დაიღეს: დადუმდეს: ორთავე: ცეცხლი: სდებოდა: ასმათი: შეჰყვა: შევიდა: ცეცხლი: მათებრვე: გზებოდა: დაუგო: ტყავი: ვეფხისა: რომე: კვლა: მიწყივ: გებოდა: ორნივე: დასხდეს: უბნობდეს: რაცა: მათ: ეამებოდა:

946. მწვადი: შეიწვეს: შეიქმნა: პურობა: მგზავსი: ჟამისა: მუნ: უპურობა: პურობა: არ: სიდიადე: ჯამისა: მას: შეეხვეწნეს: ჭამეო: ძალი: არ: ჰქონდა: ჭამისა: გაცოხნის: ლუკმა: გატყორცის: წონა: ძლივ: ჩანთქის: დრამისა: