... (H-599), 1646 წ.

775. ვაზირმან: გლახ: გამორიდნა: მართ: ვეღარას: ვერ: იწრწინვებს: გამოძრწა: და: გამომელდა: გულსა: წყლულსა: მოიმტკივნებს: შეის: ხასობს: გაის: ქუშობს: ენა: ასრე: მოაყივნებს: მტერი: მტერსა: ვერას: ავნებს: რომე: კაცი: თავსა: ივნებს:

776. თქვა: ცოდვათა: ჩემთა: მგზავსი: ღმერთმან: მეტი: რა: მიჩვენოს: რად: მოვღორდი: რად: დავბნელდი: ნეტარ: ვინღა: გამითენოს: ვინცა: სხვარა: კადნიერად: პატრონსა: რა: მოახსენოს: ჩემნი: დღენი: მასმცა: ადგან: რაძი: ვითა: გაისვენოს:

777. ვაზირი: გაწბილებული: მივა: ბედითა: შავითა: ავთანდილს: უთხრა: დაღრეჯით: პირითა: გამქუშავითა: მადლი: რა: გკადრო: აწ: თქუენგან: გავხასდი: მე: მაშა: ვითა: ვაი: კარგი: თავი: უებრო: დავკარგე: დავაშავითა:

778. ქრთამსა: სთხოვს: და: ამხანაგობს: თუცა: ცრემლსა: ვერ: იწურვებს: მიკვირს: რად: სცალს: წყლიანობად: რად: არ: გულსა: შეიურვებს ვინ: არ: მისცეს: ქადებულსა: მოურავსა: მოიმდურვებს თქმულა: ქრთამი: საურავსა: ჯოჯოხეთსცა: დაიურვებს:

779. ვით: გამჴადა: რა: მიბრძანა: არ: ეგების: ჩემგან: თხრობა: რა: სირეგუნე: რა: სიავე: რა: შლუობა: რა: შმაგობა: მე: თვით: კაცად: აღარ: ვარგ: ვარ: აღარა: მიც: თავსა: ცნობა: ესე: მიკვირს: რად: არ: მომკლა: მისცა: თურე: ღმერთმან: თმობა:

780. მეცა: ვიცოდი: რაცა: ვქენ: ცთომით: არ: წამკიდებია: ვიაზრე: გამიწყრებოდა: ჭმუნვა: მით: გამდიდებია: განგებით: ქნილსა: რისხვასა: ვერავინ: დარიდებია: შენთვის: სიკვდილი: ლხინად: მიჩს: ჭირი: არ: გამცუდებია:

781. ყმამან: უთხრა: შენთვის: წყრომა: მემცა: განა: დამიმძიმდა: მაგრა: ქრთამი: რადღა: გმართებს: გაიცინნა: გაცაღიმდა: შენ: ადამი: გაგიმეშდა: ართუ: მეში: გიადიმდა: რა: აქიმი: დასნეულდეს: მისთვის: ვინმცა: გააქიმდა:

782. მოახსენა: კვლა: ვაზირმან: მე: რა: გინდა: წამეკიდოს: მოიწყრომებს: შეცამინდობს: ნუთუ: გული: გაიწმინდოს: შენ: რასა: იქ: ესე: მოთხარ: ჩემი: ჭმუნვა: გაიდიდოს: ხამსა: კაცმან: სასიკვდინოდ: თავსა: არა: არ: დარიდოს:

783. ყმამან: უთხრა: აღარ: წასლვა: არ: ეგების: ჩემგან: აროს: იადონი: მაშინ: მოკვდეს: ოდეს: ვარდმან: იდამჭკნაროს: ხამს: უძებნოს: ცვარი: წყლისა: მისთვის: თავი: ყოვლგან: აროს: ვერ: უპოვოს: რა: ქნას: ანუ: გული: რათა: დაიწყნაროს:

784. უმისოდ: მყოფი: ვერ: გავსძლებ: ჯდომასა: ვერცა: წოლასა: მართ: ნადირთაებრ: გაჭრასა: ვირჩევ: მათთანა: რბოლასა: ასრე: გასრულსა: რათ: მნუკევს: მისთა: მებრძოლთა: ბრძოლასა: სჯობს: უყოლობა: კაცისა: მომდურავისა: ყოლასა:

785. მოვახსენებ: ერთხელ: კულაცა: აწ: რაზომცა: მეფე: წყრების: ნუთუ: გაბრჭოს: გული: ჩემი: ვით: იწვის: და: ვით: ენთების: არ: გამიშვებს: გავიპარვი: რა: იმედი: გარდმიწყდების: მე: თუ: მოვჰკვდე: ჩემი: კერძი: სოფელიმცა: გარდახდების:

786. მოიუბნეს: ვაზირმან: ქნა: ჭამა: სმანი: მათნი: ფერნი: უმასპინძლა: ძღვენი: უძღვნა: შვენიერსა: შვენიერნი: მისნი: ყოვლნი: ავეავსნა: მოყმენი: თუნდა: ბერნი: გაიყარნეს: ყმა: წავიდა: სახლად: ჩადგეს: მზისა: წვერნი:

787. შეკრა: წითელი: ასი: ათასი: პირად: მზემან: და: ტანად: სარომან: სამასი: თავი: სტავრაატლასი: უხვმან: ნიადაგ: მიუმცდარომან: სამოცი: ლალ: იაგუნდი: ფერად: არ: მათმან: საუარომან: კაცი: გაგზავნა: ვაზირისასა: ესე: ყველაი: მისთვის: არო: მან:

788. შესთვალა: თუ: რაცა: გმართებს: ვით: მოგცე: და: ვით: გაქონო: ვალთა: შენთა: გარდასახდლად: რა: ნაცვალი: მოვიგონო: თუღა: დავრჩე: შენთვის: მოვკვდე: თავი: ჩემი: დაგამონო: სიყვარული: სიყვარულსა: შეგიცალო: შეგიწონო:

789. მე: ვითა: ვთქუა: უებრობა: სიკეთე: და: ქება: მისი: კაცი: იყო: საქმისაცა: შესაფერი: შესატყვისი: ასრე: უნდა: მოხმარება: გავიდოდეს: ვისცა: ვისი: ოდეს: კაცსა: დაეჭიროს: მაშინ: უნდა: ძმა: და: თვისი:

აქა შერმადინის საუბარი ავთანდილთანა ოდეს გაიპარა:

790. შერმადინს: ეტყვის: უბრძანებს: პირმზე: ნათელთა: მფენელი: ესე: დღე: არის: იმედი: ჩემის: გულისა: მლხენელი: შენგან: თავისა: ჩემისად: საჩემოდ: გამომჩენელი: მქებრად: ამბისა: მათისა: ხამს: მკითხავი: და: მსმენელი:

791. ეტყვის: როსტან: არ: გამიშვა: არცა: სიტყვა: მომისმინა: მან: არ: იცის: რათა: ვინა: და: სულდგმული: ვისგან: ვინა: უმისომცა: ნუ: ცოცხალ: ვარ: ნურცა: გარე: ნურცა: შინა: რაც: ა: საქმე: უსამართლო: ღმერთმან: ვისმცა: შეარჩინა:

792. თუცა: მისი: არ: გაწირვა: ჩემგან: მტკიცობს: არ: სათუობს: ყოვლი: ცრუ: და: მოღალატე: ღმერთსა: გმობს: და: აგრე: ცრუობს: გული: მისი: უნახავი: ტირს: და: სულთქვამს: ვაებს: უშობს: ლხინსა: არას: არ: იახლებს: კრთების: კუშტობს: ვახშობს: უშობს:

793. ოდეს: ბრძენმან: გაიგონოს: გონებითა: მთით: და: გორით: მიჯნური: და: სამიჯნურო: ერთმანერთსა: შევასწორით: ერთად: ვთქუენით: გაუყრელად: მათი: არა: გაორენით: მოყვარესა: მოყვრისაგან: მოგონება: უნდა: შორით: