... (H-599), 1646 წ.

794. სამი: არის: მოყვრისაგან: მოყვრობისა: გამოჩენა: პირველ: ნდომა: სიახლისა: სიშორისა: ვერ: მოთმენა: მიცემა: და: არას: შური: ჩუქებისა: არ: მოწყენა: გავლენა: და: მოხმარება: მისად: რგებად: ველთა: რბენა:

795. მან: გამისრულა: ყუელაი: ესე: წესი: და: რიგები: აწ: ჩემგან: მმართებს: მუქაფა: გულომცა: ჭირსა: შეები: თუ: ვერას: ვარგებ: მისთანა: მეცა: წასადმე: ვეგები: ხარ: რაზომ: ფერი: სოფელო: არვისგან: არ: შეიგები:

796. რადღა: ვაგრძელებ: სიტყუასა: ჟამია: შემოკლებისა: აწ: გაპარვაა: წამალი: ამა: გულისა: ხლებისა: რასაცა: გვედრებ: ისმენდი: ვიდრე: დრო: გქონდეს: ხლებისა: შენ: გაამაგრე: დაჭირვა: ჩემისა: ნასწავლებისა:

797. აწ: მეფეთა: სამსახურად: პირველ: თავი: დაამზადე: სიკეთე: და: უკლებლობა: შენი: ერთობ: გააცხადე: სახლი: ჩემი: შეინახე: სპათა: ჩემთა: ეთავადე: სამსახური: აქანამდის: კვლა: გავლენა: გააკვლადე:

798. მტერთა: ჩემთა: ენაპირე: ძალი: ნურა: მოგაკლდების: ერთგულთათვის: კარგი: ნუ: გშურს: ორგულიმცა: შენი: კვდების: შემოვიქცე: ვალი: შენი: ჩემგან: კარგად: გარდიხდების: პატრონისა: სამსახური: არაოდეს: არ: წახდების:

799. ესე: ესმა: ცრემლი: ცხელი: შერმადინსა: თვალთა: სდინდი: მოახსენა: მარტოობით: ჭირსა: რადმცა: შევუშინდი: მაგრა: რა: ვქმნა: უშენომან: დამეცემის: გულსა: ბინდი: წამიტანე: სამსახურად: მოგეხმარო: რაცა: გინდი:

800. ვის: ასმია: მარტოსაგან: ღარიბობა: ეგზომ: დიდი: ვის: ასმია: პატრონისა: ჭირსა: შიგან: ყმისა: რიდი: დაკარგულსა: გიგონებდე: რა: ვიქნები: აქა: ფლიდი: ყმამან: უთხრა: ვერ: წაგიტან: რაზომსაცა: ცრემლსა: ღვრიდი:

801. შენგან: ჩემი: სიყვარული: ვითამც: არა: დამეჯერა: მაგრა: ჟამი: არ: მოხდების: საქმე: ასრე: დამემტერა: ვის: მივანდო: სახლი: ჩემი: შენგან: კიდევ: ვინმც: მეფერა: გული: დადევ: დაიჯერე: ვერ: წაგიტან: ვერა: ვერა:

802. თუ: მიჯნური: ვარ: ერთი: ვხამ: ხელი: მინდორთა: მე: რებად: არ: მარტო: უნდა: გაჭრილი: ცრემლისა: სისხლსა: ფერებად: გაჭრა: ხელია: მიჯნურთა: რად: სცალს: თავისა: ბერებად: ასრეა: ესე: სოფელი: შესჯერდი: კვლა: შეჯერებად:

803. რა: მოგშორდე: მახსენებდი: სიყვარული: ჩემი: გქონდეს: არ: ვეშიშვი: მტერთა: ჩემთა: თავი: მონად: მომიმონდეს: ხამს: მამაცი: გაგულისდეს: ჭირსა: შიგან: არ: დაღონდეს მძულს: რა: კაცსა: სააუგო: საქმე: არა: არ: შესწონდეს:

804. მე: იგი: ვარ: ვინ: სოფელსა: არ: ამოვკრეფ: კიტრად: ბერად: მე: სიკვდილი: მოყვრისათუის: თამაშად: და: მისჩანს: მღერად: ჩემსა: მზესა: დავეთხოვე: გავუშვივარ: დავდგე: მე: რად: მას: თუ: დავსთმობ: სახლსა: ჩემსა: ვეღარ: დავსთმობ: ვისსა: მე: რად:

805. აწ: ანდერძსა: ჩემსა: მოგცემ: როსტანს: წინა: დაწერილსა: შენ: შეგვედრებ: დაგიჭიროს: ვითა: გმართებს: ჩემსა: მზრდელსა: მოვკუდე: თავსა: ნუ: მოიკლავ: სატანისგან: ნუ: იქ: ქნილსა: ამაზედა: იტირებდი: დაიდებდი: თვალთა: მილსა:

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე:

806. დაჯდა: წერად: ანდერძისად: საბრალოსა: საუბრისად: ჰე: მეფეო: გავიპარე: ძებნად: ჩემგან: საძებრისად: ვერ: დავდგები: შეუყრელად: ჩემთა: ცეცეხლთა: მომდებრისად: შემინდევ: და: წამატანე: მოწყალება: ღმრთაებრისად:

807. ვიცი: ბოლოდ: არ: დამიგმობ: ამა: ჩემსა: გაზრახულსა: კაცი: ბრძენი: ვერ: გასწირავს: მოყვარესა: მოყვარულსა: მე: სიტყვასა: ერთსა: გკადრებ: პლატონისგან: სწავლა: თქმულსა: სიცრუე: და: ორპირობა: ავნებს: ხორცსა: მერმე: სულსა

808. რათგან: თავია: სიცრუე: ყოვლისა: უბადობისა: მე: რად: გავწირო: მოყვარე: ძმა: უმტკიცესი: ძმობისა: არა: ვიქ: ცოდნა: რას: მარგებს: ფილასოფოსთა: ბრძნობისა: მით: ვისწავლებით: მოგვეცეს: შერთვა: ზესთ: მწყობრთა: მწყობისა:

809. წაგიკითხავს: სიყვარულსა: მოციქულნი: ვერა: სწერენ: ვით: იტყუიან: ვით: აქებენ: ცან: ცნობანი: მიაფერენ: სიყვარული: აღგვამაღლებს ვით: ეჟვანი: ამას: ჟღერენ: შენ: არ: ჯერხარ: უსწავლელნი: კაცნი: რადმცა: შეაჯერენ:

810. ვინ: დამბადა: შეძლებაცა: მანვე: მომცა: მძლევად: მტერთად: ვინ: არს: ძალი: უხილავი: შემწედ: ყოვლთა: მიწიერთად: ვინ: საზღვარსა: დავსაზღვრებს: ზის: უკუდავი: ღ~თი: ღმერთად: იგი: გახდის: წამისყოფით: ერთსა: ასად: ასსა: ერთად:

811. რაცა: ღმერთსა: არა: სწადდეს: არა: საქმე: არ: იქნების: მზისა: შუქთა: ვერ: მჭვრეტელი: ია: ხმების: ვარდი: ჭკნების: თვალთა: ტურფა: საჭვრეტელი: უცხო: რამე: ეშვდინების: მე: ვით: გავსძლო: უმისობა: ან: სიცოცხლე: ვით: გეთნების:

812. რაზომცა: სწყრები: შემინდევ: შეცვლა: თქვენისა: მცნებისა: ძალი: არ: მქონდა: ტყვექნილსა: მე: მაგისისა: თნებისა: აწ: წასლვა: არის: წამალი: ჩემთა: სახმილთა: გზნებისა: სადა: გინდ: ვიყო: რა: მგამა: ყოფამცა: მქონდა: ნებისა: