... (H-599), 1646 წ.

870. კულა: ქალი: ეტყვის: მართლაც: ხარ: მაგისსა: დამძიმებასა: მაგრა: რა: გავბრჭო: მართალი: ნუ: მეჭვ: რასაცა: თნებასა: არ: გული: უნდა: ფიცის: და: პირისა: გასრულებასა: იგი: უგულო: მოელის: მართ: დღეთა: შემოკლებასა:

871. გული: ცნობა: და: გონება: ერთმანერთზედა: ჰკიდიან: რა: გული: წავა: იგიცა: წავლენ: და: მისკენ: მიდიან: უგულო: კაცი: ვერ: კაცობს: კაცთაგან: განაკიდიან: შენ: არ: გინახავნ: არ: იცი: მას: რომე: ცეცხლნი: წვიდიან:

872. შენ: უმართლე: ხარ: ემდურვი: შენ: გაეყარე: ძმობილსა: მაგრა: ვით: ითქმის: ვით: გახმა: ვითა: გიამბობ: ცნობილსა: ენა: დაშურების: გაცვდების: გულსა: შეელმის: ლმობილსა: ამას: მით: ვაზრობ: მინახავს: მე: უბედურსა: შობილსა:

873. ჯერთ: მისი: მგზავსი: სასჯელი: არცა: ვის: ამბად: სმენია: თუ: არა: კაცთა: სასჯელი: ქვათაცა: შესაძრწენია: დიჯლადცა: კმარის: მას: რომე: თვალთაგან: ცრემლი: სდენია: თვით: რაცა: ბრძანოთ: მართალ: ხართ: სხხა: სხხისა: ომსა: ბრძენია:

874. მას: წამავალსა: ვჰკითხევდი: დამწვარსა: ცეცხლმოდებულსა: მოვიდეს: რა: ქნას: ავთანდილ: მისსა: დამვედრე: დებულსა: მიბრძანა: მოღა: მნახვიდეს: მე: მისთვის: გაცუდებულსა: ამა: არეთა: არ: დავყრი: არ: გავტეხ: მისს: ქადებულსა:

875. მას: ზენაარსა: არ: გაუტეხ: მას: ფიცსა: არ: ვერცვები: მად: პაემნამდის: მოვიცდი: რაზომცა: გამდის: რუები: თუ: მკვდარი: მნახოს: დამმარხოს: თქვას: ვაგლახი: და: უები: ცოცხალი: დავხვდე: უკვირდეს: სიცოცხლე: არს: სათუები:

876. ჩემთვის: გარდახდა: მას: აქათ: გაყრა: მზისა: და: ქედისა: ოდენ: მოდენა: ცრემლისა: მჭირს: ველთა: მოსალბედისა: მსჯის: გამრავლება: ხელქნილსა: სულთქმისა: ზედა: ზედისა: დავვიწყებივარ: სიკვდილსა: ნახეთ: ნაქმარი: ბედისა:

877. ესე: არაკი: მართალი: ჩინეთს: ქვას: ზედა: სწერია: ვინ: მოყუარესა: არ: ეძებს: იგი: თავისა: მტერია: აწ: ზაფრანია: ვის: წინას: ვერ: ვარდი: სჯობდის: ვერ: ია: თუღა: მონახავ: მონახე: ქენ: რაცა: შენი: ფერია:

878. ყმამან: უთხრა: უმართლე: ხარ: არ: მამართლო: მდურვად: მისად: მაგრა: გაბჭე: რა: მიქნია: სამსახური: ტყვისა: ტყვისად: გამოჭრილვარ: სახლით: ჩემით: ვით: ირემი: ძებნად: წყლისად: მას: ვეძებ: და: მას: ვიგონებ: ვიარები: ველთა: ვლისად:

879. ბროლსადაფნი: მარგალიტსა: ლალის: ფერსა: სცვენ: და: ბურვენ: მას: მოვშორდი: ვერ: ვიახლენ: ვერ: ვისურვენ: ვერ: ვასურვენ: გამოპარვით: წამოსლუითა: ღ~თისა: სწორნი: მოვიმდურვენ: ნაცვლად: მათთა: წყალობათა: გულნი: მათნი: მოვაურვენ:

880. პატრონი: ჩემი: გამზრდელი: ძლიერი: მეტად: ცხოველი: მშობლური: ტკბილი: მოწყალე: ცა: წყალობისა: მთოველი: მას: უორგულე: წამოველ: მართ: დავივიწყე: ყოველი: მისი: შემცოდე: ღრმთისაგან: კარგსა: რაღასა: მოველი:

881. ესე: ყველაი: ასრე: მჭირს: დაო: ბედითა: მისითა: არ: უტყუვე: მოსრულვარ: მგზავრი: ღამით: და: დღისითა: აწ: იგი: სადმე: წასრულა: ვიწვი: ცეცხლითა: ვისითა: ცუდ: მაშვრალი: და: მტირალი: ქვე: ვზივარ: პირითა: მქისითა:

აქა ამბავი ავთანდილის წასვლა ტარიელის საძებრად და პოვნა:

882. დაო: მეტსა: საუბარსა: აღარ: მომცემს: ჟამი: და: დრო: არ: ვინანი: გარდასრულსა: ბრძენთა: სიტყვა: დავაღადრო: წავალ: ვძებნი: იმას: ვპოვებ: ან: სიკვდილი: მოვიადრო: თვარა: ბედი: აზომ: თურე: მიკვეთს: ღმერთსა: რაღა: ვჰკადრო:

883. ამის: მეტი: აღარა: თქვა: ატირდა: და: წამოვიდა: ქვაბი: ჩავლო: წყალსა: გახდა: შამბი: ჩავლო: ველს: გავიდა: ქარი: ველთა: მონაქროლი: ლალის: ფერსა: ვარდსა: ზრვიდა: რად: მიმეცო: ამა: ჭირსა: ბედსა: ამას: უზრახვიდა:

884. იტყვის: ღმერთო: რა: შეგცოდე: შენ: უფალსა: არსთა: მხედსა: რად: გამყარე: მოყვარეთა: რად: შემასწარ: ამა: ბედსა: ერთი: ორთა: მგონებელი: ვარ: საქმესა: წარსაწყმედსა: მოვკვდე: თავი: არ: მეწყალვის: სისხლი: ჩემი: ჩემსა: ქედსა:

885. მოყვარემან: ვარდის: კონა: გულსა: მკრა: და: დამიწყლულა: იგი: ფიცი: ჩემგან: სრული: მან: აღარა: გამისრულა: მას: თუ: გამყრი: საწუთროო: ჩემი: ლხინი: გარდასრულა: სხვა: მოყვარე: თვალსა: ჩემსა: გაკიცხულა: გაბასრულა:

886. კვლა: იტყვის: მიკვირს: ნაღველი: კაცისა: მე: ჭკვიანისა: რომე: ჭმუნვარებდეს: რას: არგებს: ნაკადი: ცრემლთა: ბანისა: სჯობს: გამორჩევა: აზრობა: საქმისა: დასაგვანისა: აწ: მეცა: მიჯობს: მონახვა: მის: მზისა: ლერ: წამტანისა:

887. ყმა: გაემართა: საძებრად: მტირალი: ცრემლთა: მფქვეველი: ეძებს: უზახის: უყივის: დღეებრ: ღამეთა: მთეველი: სამ: დღემდი: მოვლო: მრავალი: ხევი: შამბნარი: ტყე: ველი: ვერ: პოვა: მივა: მჭუნვარე: ვერას: ამბისა: მცნეველი:

888. იტყვის: ღმერთო: რა: შეგცოდე: ეგზომ: დიდი: რა: გაწყინე: რად: შემასწარ: ამა: ბედსა: რა: სასჯელი: მომივლინე: გამკითხველო: გამიკითხე: აჯა: ჩემი: შეისმინე: დაამოკლე: დღენი: ჩემნი: ჭირნი: ჩემი: გამილხინე: