... (H-599), 1646 წ.

832. ღმერთო: ღმერთო: მოწყალეო: არვინ: მივის: შენგან: კიდე: შენგან: ვითხოვ: შეწევნასა: რაზომსაცა: გზასა: ვლიდე: მტერთა: ძლევა: ზღვათა: ღელვა: ღამით: მავნე: გამარიდე: თუღა: დავრჩე: გმსახურებდე: შენდა: მსხვერპლსა: შევსწირდე:

833. რა: ილოცა: ცხენსა: შეჯდა: მალვით: კარნი: გაიარნა: შერმადინცა: დააბრუნა: თუმცა: ვამნი: ადიადნა: მონა: ტირს: და: მკერდსა: იცემს: საბრალომან: ცრემლი: ღვარნა: პატრონისა: ვერა: მჭვრეტმან: ყმამან: რამცა: გაიხარნა:

834. მოსთქუამს: და: იტყვის: ვაი: მზეო: შენი: ადგილი: ჩრდილდები: შენ: მოგეშორე: დაღამდა: ჩემთვის: აღარა: დილდების: მე: მანდით: მესრის: ისარი: ერთიცა: არ: ამცილდების გამყარა: ლხინა: ყოველსა: აწ: თვალთა: ცრემლი: მილდების:

835. აწ: ამბავი: სხუა: დავიწყო: ყმასა: წავჰყუე: წამავალსა: არ: შეექნა: დარბაზობა: მას: დღეს: როსტანს: გულ: გამწყრალსა: რა: გათენდა: ქუში: ადგა: ჰგავს: თუ: ადენს: პირით: ალსა: ხმობა: ბრძანა: ვაზირისა: მიიყვანდეს: შიშით: მკრძალსა:

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის წასვლის ტარიელთან:

836. რა: ვაზირი: მოწიწებით: დარბაზს: ნახა: შემოსრული: როსტან: უთხრა: არა: მახსოვს: გუშინდელი: შენგან: თქმული: მაწყინე: და: გამარისხე: ვერ: დავიღე: დიდხანს: სული: ეზომ: რომე: გაგათრივე: შენ: ვეზირი: გულისგული:

837. თუღა: მახსოვს: რად: უნდოდა: ისრე: ავად: რად: გაგხადე: მართლად: უთქვამს: მეცნიერთა: წყენააო: ჭირთა: ბადე: ესე: გვარსა: ნუოდის: იქ: საქმე: ხოლე: გაიცადე: აწ: მითხარ: თუ: რას: იტყოდი: თქვი: და: სიტყვა: გააკვლადე:

838. კვლა: მოახსენა: ვაზირმან: სიტყვა: ნაგუშინდელევი: რა: გაიგონა: შესთუალა: პასუხი: არ: ნაგრძელევი: შენ: თუ: უშმაგო: მეგონო: ვარმცა: ურია: მე: ლევი: კვლა: მაგისმეტად: ნუ: მასმენ: თვარა: მე: სრულად: გელევი:

839. რა: გამოვიდა: ვეზირმან: ძებნა: ვერ: პოვა: მინანი: მართ: გაპარვასა: უთხრობდეს: მონანი: ცრემლთა: მდინანი: მან: თქვა: მე: დარბაზს: ვერ: შევალ: მახსოვან: დღენი: წინანი: ვინცაღა: ჰკადრებს: მან: ჰკადროს: რაცა: ვთქვი: მასცა: ვინანი:

840. რა: ვაზირი: არ: შევიდა: კულა: მეფემან: კაცი: გზავნის: კაცმან: ცნის: და: გარეთ: დადგის: წასლვა: ვერვინ: გაამჟღავნის: როსტანს: ეჭვა: შეუვიდა: ჭმუნვა: ამით: გაათავნის: თქვა: უცილოდ: გაიპარა: ვინ: მარტომან: ასთა: ავნის:

841. თავდადრეკით: იგონებდა: ჭმუნვა: ჰქონდაგულსა: დიდი: უში: ქნა: და: აიხედნა: უბრძანებდა: მონას: მიდი: მოვიდეს: და: აწ: მიამბოს: შემოვიდეს: იგი: ფლიდი: რა: ვაზირი: შემოვიდა: ფერი: ჰკრთა: და: ჰქონდა: რიდი:

842. კულა: შევა: დარბაზს: ვაზირი: დაღრეჯით: არ: მხიარულად: მეფემან: ჰკითხა: წასრულა: მზე: დაუდგრომლად: მთვარულად: მან: მოახსენა: ყოველი: ვით: წასრულიყო: ფარულად: მზე: აღარ: მზეობს: ჩვეთანა: დარი: არ: დარობს: დარულად:

843. რა: მეფემან: მოისმინა: დაიზახნა: მეტისმეტნი: პირსა: ხოჭით: წვერსა: გლეჯით: გააკვირნა: მისნი: მჭვრეტნი მოსთქვამს: იტყუის: ვაი: გაზრდილო: ვეღარ: გნახვენ: თვალნი: რეტნი: სად: წახველ: და: სად: დაკარგენ: სინათლისა: ეგე: სვეტნი:

844. თუ: თავი: შენი: შენ: გახლავს: ღარიბად: არ: იხსენები: მაგრა: მე: რა: ვქნა: გაზრდილო: აწ: სახლად: მმართებს: სენები: გამაღარიბე: დამაგდე: გულსა: გლახ: ვისთვის: ენები: შენად: შეყრამდის: პატიჟთა: ჩემთა: ვერ: იტყვის: ენები:

845. გაზრდილო: ცეცხლი: მედების: ლახვრით: ვარ: მე: დახეული: გაზრდილო: ჩემთვის: მიბრუნდა: ჟამი: მუხთალი: წყეული: გაზრდილო: დიდი: სევდითა: ძლივღა: ცოცხალ: ვარ: სნეული: გაზრდილო: ადრე: მოვკვდები: საბრალო: დღე: დალეული:

846. ვეღარ: გნახავ: მხიარულსა: ნადირობით: შემოსრულსა: ვეღარ: გიჭურეტ: ნაბურთალსა: ტანსა: მჭევრსა: ჯავარ: სრულსა: ვეღარ: ვისმენ: ხმასა: შენსა: სასმენელად: მე: სასურსა: აწ: უშენოდ: რა: გლახ: უყო: საჯდომსა: და: სრასა: სრულსა:

847. ვიცი: არ: მოგკლავს: შიმშილი: რაზომცა: დია: ირები: შენ: შენი: მშვილდი: დაგარჩენს: შენთა: ისართა: პირები: ნუთუ: კვლა: ღმერთმან: წყალობით: გაგიადვილოს: ჭირები: მაგრა: თუ: მოვკვდე: გაზრდილო: ვისგანღა: დავიტირები:

848. ზარი: გაისმა: შემოკრბა: ჯარი: მრავალი: კაცისა: დარბაზს: ხასთაგან: ჯარია: ხელითა: წვერთა: ტაცისა: იხოჭს: და: იგლეჯს: ყველაი: ხმა: ისმის: თავსა: ტკაცისა: თქვეს: ბნელი: გვმართებს: დღეკრულთა: რათგან: მზე: მიგვიდრკა: ცისა:

849. რა: მეფემან: დიდებულნი: ნახნა: სულთქმით: შემოსტირნა: უთხრა: ხედავთ: მზემან: ჩვენმან: შუქნი: სრულად: დაგვიძვირნა: რა: ვაწყინეთ: რა: შევსცოდეთ: რად: გაგვწირნა: რად: დაგვყარნა სპანი: მისგან: დაჭირულნი: ვინმცაღა: ვით: დაგვიჭირნა:

850. ყოვლნი: ტიროდეს: მოთქმიდეს: მერმე: დაწყნარდეს: გვიანად: მეფემან: ბრძანა: იკითხეთ: მარტოა: ანუ: ყმიანად: მოვიდა: მონა: შერმადინ: მოშიშრედ: სირცხვილიანად: ანდერძი: ჰკადრა: ატირდა: სიცოცხლე: უჩნდა: ზიანად: