... (H-599), 1646 წ.

908. რა: სთქვი: რას: იტყვი: არ: მესმის: არცა: მცალს: სმენად: მაგისად: სიკვდილი: მახლავს: ხელქნილსა: სიცოცხლე: არის: წამისად: აწ: გამიარმდა: სიცოცხლე: მეტად: ყოვლისა: ჟამისად: მუნ: მეცა: მივალ: ცრემლისა: მიწად: სად: გამდის: ლამი: სად:

909. ბრძენი: ვინ: ბრძენი: რა: ბრძენი: ხელი: ვითა: იქს: ბრძნობასა: ეგ: საუბარი: მაშინ: ხამს: თუმცაღა: ვიყავ: ცნობასა: ვარდი: ვერ: არის: უმზეოდ: იყოს: დაიწყებს: ჭკნობასა: მაწყენ: დამეხსენ: არა: მცალს: არცაღა: ვახლავ: თმობასა:

910. კვლა: ეუბნების: ავთანდილ: სიტყვითა: მრავალ: ფერითა: ეტყვის: თუ: მოვკვდე: გერგების: სიტყვითა: რა: ოხერითა: ნუ: იქ: საქმითა: არა: სჯობს: ნუ: ხარ: თავისა: მტერითა: ვერ: წაიყვანა: ვერა: ქნა: სიტყვითა: ვერათ: ვერითა:

911. მერმე: უთხრა: აჰა: რათგან: არ: მომისმენ: არას: არა: აღარ: გაწყენს: ენა: ჩემი: აქამდისცა: ცუდად: მცთარა: თუ: სიკვდილი: გიჯობს: მოჰკვე: ვარდი: დაჭკნეს: დაცამჭკნარა: ერთსა: რასმე: გეაჯები: მიყავ: ცრემლი: ამდუღარა:

912. სადა: ინდონი: ბროლ: ვარდსა: სარვენ: გიშრისა: სარითა: მას: მოვეშორვე: წამოვე: სიჩქარით: არ: სიწყნარითა: ვერ: დამიჭირა: მეფემან: მშობლურად: საუბარითა: შენ: არ: შემიყრი: გამიყრი: აწ: ჩემი: ლხინი: ვთქვა: რითა:

913. ნუ: გამგზავნი: გულ: მოკლულსა: ერთი: მიყავ: საწადელი: ერთხელ: შეჯე: ცხენოსანი: გნახო: ჩემი: სულთა: მხდელი: ნუთუ: მაშინ: მოვიქარვო: სევდა: ესე: აწინდელი: მე: წავალ: და: შენ: დაგაგდებ: იქნას: შენი: საწადელი:

914. ეხვეწებოდა: შეჯეო: აჯას: ხვეწნითა: არვებდა: იცოდა: რომე: შეჯდომა: კაეშანს: მოაქარვებდა: ლერწმისა: სარსა: დასდრეკდა: გიშერსა: დაიკარვებდა: დაიმორჩილა: იამა: არ: ივაგლახა: არ: ვებდა:

915. ცხადად: უთხრა: შევჯდებიო: მომიყვანე: ცხენი: წინა: მან: მოგვარა: წყნარად: შესვა: არ: სიჩქარით: ააქშინა: მინდორთაკენ: წაიყვანა: ტანი: მჭევრი: აძრვევინა: ხანი: წავლეს: სიარულმან: მოჯობება: დააჩნინა:

916. შეაქცევს: და: ეუბნების: საუბართა: ესოდენთთა: მისთვის: ძვირად: სასაუბროდ: მათ: ბაგეთა: ძოწის: ბერთა: მისი: სმენა: გააყმობდეს: მსმენელისა: კაცთა: ბერსა: მოიშორვა: კაეშანი: დათმობავე: შეაერთა:

917. რა: შეატყვა: მოჯობება: მან: სევდისა: მუფარახმან: გაანათლა: პირი: ვარდი: სიხარულმან: დაუსახმან: ცნობიერთა: დასტაქარმან: უცნობოთა: ოხრვა: ახმან: ცნობიერი: სიტყვა: უთხრა: უცნობოსა: რასმე: მზრახმან:

918. შერასმეჰყვეს: საუბარსა: სიტყვა: ჰკადრა: არ: მალული: ერთსა: რასმე: მოგახსენებ: გამიცხადე: დაფარული: ეგე: სამხრე: მისეული: შენ: გაჩნია: ვისგან: წყლული: რაგვარ: გიყვარს: რაგვარ: გიღირს: თქვი: დავიღო: მერმე: სული:

919. მან: უთხრა: სახე: რა: გითხრა: მის: უსახოსა: სახისა: ესეა: ჩემი: სიცოცხლე: ჩემი: მომცემი: ახისა: მჯობი: ყოვლისა: სოფლისა: წყლისა: მიწისა: და: ხისა: არ: სასმენლისა: მოსმენა: არს: უმჟავესი: წმახისა:

920. ავთანდილ: უთხრა: ვლამოდი: მართ: მაგისისა: თქმევასა: რაცა: აწ: გითქვამს: პასუხსა: გკადრებ: და: ნუ: მეჭვ: თნევასა: სჯობს: ასმათისა: არ: ლევა: მაგა: სამხრისა: ლევასა: ამად: არ: გიქებ: საქმისა: უარესისა: რჩევასა:

921. სამხრე: გაბია: ოქროსა: ოქრო: მჭედლისა: დნობილი: უასაკო: და: უსულო: არ: სიტყვიერი: ცნობილი: აღარად: გინდა: ასმათი: ნახე: მართალი: ბრჭობილი: პირველ: გლახ: მისი: ნაჭვრეტი: თვით: მერმე: შენი: დობილი:

922. თქვენს: შუა: მქნელი: საქმისა: შენგან: ნახმობი: დობისა: თქვენი: შემყრელი: მსახური: შენგან: ღირს: ქმნილი: ხმობისა: მისი: გამზრდელი: გაზრდილი: მისთვის: მიხდილი: ცნობისა: გლახ: დაგიგდია: არ: ნახავ: შაბაშ: მართლისა: ბრჭობისა:

923. მან: უბრძანა: რაცა: გითქვამს: უმართლე: ხარ: მეტის: მეტად: საბრალოა: ასმათ: მისად: მგონებლად: და: ჩემად: მჭვრეტად: მე: სიცოცხლე: არ: მეგონა: შენ: მომესწარ: ცეცხლთა: შრეტად: რადგან: დავრჩი: გვალე: ვნახოთ: თუცავე: ვარ: ჯერცა: რეტად:

924. დამორჩილდა: გაემართნეს: ავთანდილ: და: ამირბარი: ვერ: მიგია: ქება: მისი: ვეღარცა: თქვა: საქებარი: კბილნი: ვითა: მარგალიტნი: ბაგე: ვარდი: ნაპობარი: გველსა: ხვრელით: ამოიყვანს: ენა: ტკბილად: მოუბარი:

925. ამას: ეტყვის: შენთვის: დავსდებ: გონებასა: სულსა: გულსა: მაგრა: შენცა: ნუ: აგრე: ხარ: ნუ: იწყლულებ: ახლად: წყლულსა: არას: გარგებს: სწავლებული: თუ: არა: იქ: ბრძენთა: თქმულსა: არ: იხმარებ: რას: ხელსა: ხდი: საუნჯესა: დაფარულსა:

926. არას: გარგებს: შეჭირვება: რომ: ჭმუნვიდე: რა: გერგების: არ: თუ: იცი: უგანგებოდ: არათ: კაცი: არ: მოკვდების: მზისა: შუქთა: მომლოდინე: ვარდი: სამ: დღე: არ: დაჭნების: ბედი: ცდა: და: გამარჯვება: ღმერთსა: უნდეს: მოცაგხვდების:

927. მოახსენა: ეგე: სწავლა: ჩემთვის: ყოვლად: სოფლად: ღირდეს: გონიერსა: მწრთელი: უყვარს: უგუნურსა: გულსა: გვრემდეს: მაგრა: რა: ვქნა: როგორ: გავსძლო: მეტის: მეტი: რა: მიმჭირდეს: შენცა: გჭირან: ჭირნი: ჩემნი: არ: მამართლო: არ: მიკვირდეს: