... (H-599), 1646 წ.

851. მოახსენა: საწოლს: ვპოვე: ესე: მისგან: დანაწერი: დგეს: მონანი: ნატირებნი: დაეგლიჯა: თმა: და: წვერი: იგი: მარტო: გაპარულა: ყმა: არ: ახლავს: არცა: ბერი: მე: თუ: მომკლავთ: მემართლებით: სიცოცხლე: მჭირს: შეუფერი:

852. რა: ანდერძი: წაიკითხეს: კულა: იტირეს: დიდი: ხანი: მერმე: ბრძანა: მხიარულსა: ნუ: ჩაიცმენ: ჩემნი: სპანი: ვამლოცუელნეთ: დავრდომილნი: ობოლნი: და: ქვრივნი: სხვანი: შევეწივნეთ: მშვიდობისა: ნუთუ: მისცეს: ღმერთმან: გზანი:

აქა წასვლა ავთანდილისა და ტარიელის შეყრა:

853. მთვარე: მზესა: მოეშორვოს: მოშორვება: გაანათლებს: რა: იახლოს: შუქი: დასწვავს: გაეყრების: ვერ: იახლებს: მაგრა: ვარდსა: უმზეობა: გაახმობს: და: ფერსა: აკლებს: ჩვენ: ვერჭვრეტა: საყვარლისა: ჭირსა: ძველსა: გაგვიახლებს:

854. აწყა: დავიწყებ: ამბავსა: მის: ყმისა: წამავლობასა: მივა: და: მიტირს: გულმდუღრად: ვერ: ვიტყუი: ცრემლთა: მცრობასა: წამწამა: დაბნდის: იაჯდის: მისთვის: მზისავე: მზობასა: უჭვრეტდის: თვალნი: ვერ: მოხსნის: თუ: მოხსნის: მიხდის: ცნობასა:

855. რა: მიეახლის: დაბნედად: ვერ: ხელ: ყვის: გაძრვად: ენისად: მაგრა: სდის: ცრემლი: თუალთაგან: მგზავსად: დიჯლისა: დენისად: ზოგჯერ: დაბრუნდის: იჭვრეტდის: ღონედ: პატიჟთა: თმენისად: რა: გაემართის: არ: იცის: მას: თუ: არბევდის: ცხენი: სად:

856. თქვა: ჩემო: შენი: შორს: მყოფი: კრულია: ვინცა: დადუმდეს: რათგან: შენ: დაგრჩა: გონება: გული: შენკენვე: დაბრუნდეს: თვალთა: მტირალთა: შეხედვა: შენივე: სწადდეს: და: უნდეს: სჯობს: საყვარელსა: მოყვარე: რაზომცა: დაუძაბუნდეს:

857. მე: რა: ვქნა: შენად: შეყრამდის: ანუ: რას: ვეჭვდე: ლხენასა: თავსა: მოვიკლავ: მე: თუცა: შენგან: არ: ვეჭვდი: წყენასა: მაგრა: შენ: გასმენ: ჩემისა: არსიცოცოხლისა: სმენასა: მოდი: და: მივსცნე: ცოცხალმან: თვალნი: ცრემლისა: დენასა:

858. ტირს: იტყუის: დადვა: კეშნი: ლახვარმან: ჩემთვის: ათმანო: ინდოთა: რაზმან: ჩემად: კლვად: თქვა: ესე: ტევრი: ვთხზა: თმანო: თვალთა: გიშერი: აშვენებს: სათმან: რად: მომკლა: სათმანო: ბაგე: კბილო: და: თუალწარბო: მომცემდი: პატიჟთა: თმანო:

859. იტყუის: ჰე: მზეო: ვინ: ხატად: გთქვის: მზიანისა: ღამისად: ერთარსებისა: ერთისა: მის: უჟამოსა: ჟამისად: ვის: გმორჩილობენ: ციერნი: ერთი: იოტის: წამისად: ბედსა: ნუ: მიქცევ: მიაჯე: შეყრამდის: ჩემად: და: მისად:

860. ვის: ხატად: ღ~თისად: გიტყვიან: ფილასოფოსნი: წინანი: შენ: მიშუელე: რა: ტყვე: ქმნილსა: ჯაჭვნი: მაბიან: რკინანი: ბროლბადახშისა: მძებნელმან: სათნი: დავჰკარგე: მინანი: მაშინ: ვერ: გავძელ: სიახლე: აწ: სიშორესა: ვინანი:

861. ამას: მოთსქმიდის: იწვოდის: ვითა: სანთელი: დნებოდის: დაყოვნებისა: მოშიში: ისწრაფდის: იარებოდის: რა: შეუღამდის: ვარსკვლავთა: ამოსლვა: იამებოდის: მას: ამგზავსებდის: ილხენდის: უჭვრეტდის: ეუბნებოდის:

862. მთვარესა: ეტყუის: იფიცე: სახელი: ღ~თისა: შენისა: შენ: ხარ: მომცემი: მიჯნურთა: მიჯნურობისა: სენისა: შენ: გაქუს: წამალი: მისისა: მოთმინებისა: თმენისა: მიაჯე: შეყრა: პირისა: მის: გამო: შენებრ: მშვენისა:

863. ღამე: ალხენდის: დღე: სჯიდის: ელის: ჩასლვასა: მზისასა: რა: წყალი: ნახის: გარდიხდის: უჭურეტდის: ჭავლსა: წყლისასა: მას: თანა: რთვიდის: ნაკადსა: სისხლისა: ცრემლთა: ტბისასა: კვლა: გაემართის: ისწრაფდის: წასლვასა: მისვე: გზისასა:

864. ამას: მოსთქმიდა: ტიროდა: ტანად: ალვისა: ხიანი: მინდორს: თხა: მოკლის: სადაცა: ადგილი: დახვდის: კლდიანი: შეწვის: ჭამის: და: წავიდის: პირ: მზე: გულ: მარიხიანი: იტყვის: დავყარენ: ვარდნი: და: აჰა: მე: ვაგლახ: იანი:

865. აწ: ვერ: ვიტყუი: მაშინდელსა: მე: მის: ყმისა: ნაუბარსა: მიუბნობდის: რას: მოთქმიდის: რას: ტურფასა: რაზომ: გვარსა: ზოგან: თოვლი: გაეწითლის: ვარდსა: ბრჭკლითა: ნახოკარსა: ქვაბნი: ნახნა: გაეხარნეს: ზე: გავიდა: ქვაბთა: კარსა:

866. რა: ასმათმან: დაინახა: მოეგება: ცრემლი: სწვდების: ვით: იამა: სიხარულსა: მართ: ვეღარას: ვერ: მიხვდების: ყმა: გარდახდა: მოეხვია: აკოცებს: და: ეუბნების: კაცი: კაცსა: მოელოდეს: მოსლვა: უცხოდ: ეამების:

867. ყმა: ქალსა: ეტყუის: პატრონი: ნეტარ: სად: არის: და: ვითა: ქალი: ატირდა: ცრემლითა: ზღვათაცა: შესართავითა: ეტყვის: რა: წახუელ: გაიჭრა: ქვაბს: ყოფა: მისჭირდა: ვითა: აწ: მისი: არა: არ: ვიცი: არ: ნახვით: არ: ამბავითა:

868. ყმა: დაჭმუნდა: ვითამც: რამე: ჰკრეს: ლახვარი: გულსა: შუა: ქალსა: ეტყვის: აჰა: დაო: ეგეთიმცა: კაცი: ნუა: იგი: ფიცი: ვით: გატეხა: არ: ვეცრუე: ვით: მეცრუა: ვერ: იქმოდა: რად: მიქადა: თუ: მიქადა: რად: მიტყუა:

869. თუ: უმისოდ: სოფელს: ყოფა: რათგან: ჭირად: არ: მიღირდა: რად: დავიწყდი: რად: მივსცილდი: რად: ვერ: გაძლო: რა: მისჭირდა: მან: გატეხა: ზენარისა: რად: შემართა: ვით: გაპირდა: მაგრა: ავის: ბედისაგან: ჩემი: რამცა: გამიკუირდა: