... (H-599), 1646 წ.

755. კულა: პირმზე: ეტყვის: ვაზირსა: მე: სიტყვა: შევამცირეო: წა: ესე: ჰკადრე: მეფესა: შევინ: ვიდოდეს: ვირეო: მიაჯე: ამოდ: გაშვება: და: თავი: გაიგმირეო: ასი: ათასი: წითელი: შენ: ქრთამად: შეიწირეო:

756. ვაზირმან: უთხრა: სიცილით: ქრთამი: შენ: გქონდეს: შენია: შენგან: კმა: ჩემად: წყალობად: რომე: გზა: გაგიჩენია: მაგას: რა: ვჰკადრებ: მეფესა: რაცა: აწ: თქვენგან: მსმენია: უცილოდ: ვიცი: ამავსებს: შოება: არ: საწყენია:

757. თავმან: მისმან: მუნვე: მომკლავს: ვეჭვ: წამიცა: არ: წამაროს: შენი: ოქრო: შენვე: დაგრჩეს: მე: გლახ: მიწა: მესამაროს: მომკალ: კაცსა: სიცოცხლისა: სწორად: რაცა: მოეხმაროს: არ: ითქმის: და: ვერცა: ვიტყვი: რა: გინდა: ვინ: მისგან: აროს:

758. გზა: არ: წავა: თავსა: წინა: სიცოცხლე: გლახ: ვით: გათნიო: ამიკლებს: და: ანუ: მომკლავს: ეგე: სიტყვა: ვითა: სთქვიო: სჯობს: სიკვდილი: აკლებასა: ამას: თავსა: აწვე: ვსწვრთიო: რად: არ: მუნვე: გაიგონე: რად: ხარ: შმაგი: ეგეთიო:

759. თუ: მეფეცა: გაგიშვებდეს: თვით: ლაშქარნი: რად: მოღორდენ: რად: გაგიშვან: რად: დაღორდენ: ანუ: მზესა: რად: მოშორდენ: შენ: წახვიდე: მტერნი: ჩვენნი: დაგვთამამდენ: გაგვისწორდენ:

760. ყმა: ატირდა: ცრემლით: უთხრა: ხამს: თუ: დანა: გულსა: ვიცი: ჰე: ვაზირო: შეგეტყობის: სიყვარული: არ: თურ: იცი: ანუ: სხვაცა: არ: გინახავს: მოყვრობა: და: არცა: ფიცი: თუ: გინახავს: უმისოსა: ჩემი: ლხინი: ვით: ამტკიცი:

761. მზე: დაბრუნდა: არ: ვიცოდი: მზესა: რამცა: დააბრუნვებს: აწ: უშველოთ: გვიჯობს: იგი: ნაცვლად: დღესა: დაგვითბუნებს: ჩემი: ჩემებრ: არვინ: იცის: რა: მამწარებს: რა: მატკბუნვებს: ცუდთა: კაცთა: საუბარი: კაცსა: მეტად: დააჭმუნვებს:

762. მეფე: ანუ: მისნი: სპანი: ნეტარ: ხელსა: რასა: მხდიან: აწ: ვითამცა: უცნობოსა: გაუწყვეტლად: ცრემლი: მდიან: სჯობს: წავიდე: არ: გავტეხენ: კაცსა: ფიცნი: გამოსცდიან: ჭირნი: მისგან: უნახავნი: კაცსა: ვისმე: გამოსცდიან:

763. აწ: ვაზირო: მაგა: პირსა: გული: კრული: ვით: მოგთმინდეს: რკინა: ჩემი: მონაცვალე: ხამს: გაცვილდეს: არ: გატინდეს: ვერ: გარდვიხდი: ცრემლთა: მისთა: ჯიონიცა: თვალთა: მდინდეს: მომეხმარე: ნუთუ: ჩემგან: მოხმარება: შენცა: გინდეს:

764. არ: გამიშვებს: გავიპარვი: წავალ: მათად: შეუგებლად: ვითა: მნუკევს: ეგრე: დავრთო: გული: ცეცხლსა: მოსადებლად: ვიცი: ჩემთვის: არას: გიზამს: თუ: არ: უნდი: გასაძებლად: თქვი: რა: გინდა: წაგეკიდოს: თავი: დადევ: საწამებლად:

765. ვაზირმან: თქვა: შენი: ცეცხლი: მეცა: ცეცხლად: მომედების: ვეღარ: უჭვრეტ: ცრემლთა: შენთა: სოფელიცა: გაქარდების: ზოგი: თქმა: სჯობს: არათქმასა: ზოგი: თქმითა: დაშავდების: ვიტყვი: მოვკვდე: არა: გამა: ჩემი: მზეცა: თქუენ: მოგხვდების:

766. რა: ვაზირმან: ესე: უთხრა: ადგა: დარბაზს: გაემართა: მეფე: დახვდა: შეკაზმული: პირი: მზეებრ: ეწაღმართა: შეუშინდა: საწყინარსა: მოხსენება: ვერ: შემართა: დაყრით: დგა: და: იგონებდა: არ: საქმეთა: საომართა:

767. მეფემან: ნახა: ვაზირი: დაღრეჯით: დაყმუნვებული: უბრძანა: რა: გჭირს: რა: იცი: რად: მოხვე: შეჭირვებული: მან: ჰკადრა: არა: ვიციო: მართ: ვარ: თავისა: ვებული: მართალ: ხართ: მომკლათ: რა: გესმათ: ამბავი: გაკვირვებული:

768. ჩემი: ჭმუნვა: ჭირსა: ჩემსა: არცა: მეტს: და: არცა: დიდობს: მეშინიან: თუცა: შიშსა: მოციქული: ვერ: დარიდობს: აწ: ავთანდილ: გეთხოვების: მოაჯეობს: არ: წამკიდობს: უმისყმისოდ: სოფელსა: და: საწუთროსა: მისთვის: ფლიდობს:

769. რაცა: იცოდა: მოშიშრად: ყუელაი: ჰკადრა: ენითა: კვლა: მოახსენა: რამცა: სცნა: სიტყვითა: ესოდენითა: თუ: რაგვარ: მყოფი: მინახავს: თუ: რაგვარ: ცრემლთა: დენითა: მართალ: ხართ: თუმცა: რისხვანი: ჩემთვის: იანასდენითა:

770. რა: მეფემან: მოისმინა: გაგულისდა: გაავცნობდა: ფერი: ჰკრთა: და: გასაშიშრდა: შემხედველთა: შეაშთობდა: შეუზახნა: რასთვის: შმაგობ: მაგას: სხვამცა: ვინ: მითხრობდა: ავსა: კაცსა: ურჩევნია: ავსამცა: რას: ადრე: სცნობდა:

771. ვითამც: რამე: სიხარული: საქმე: მითხარ: ვითა: ღადრად: მაგის: მეტი: რა: ვინ: მიყოს: თუ: არ: მომკლას: მუხთლად: ღადრად: შმაგო: ენა: ვით: იკადრე: აწ: მაგისად: ჩემად: კადრად: აგრე: შმაგი: არ: ვაზირად: არად: ვარგხარ: არცა: სხვად: რად:

772. ხამსცა: კაცმან: პატრონისა: საწყინარსა: არ: დახედნეს: ოდენ: სიტყვა: უმეცრული: უმეცრულად: დაიყბედნეს: მე: მაგისად: მოსმენამდის: რად: არ: ყურნი: შემეჭედნეს: შენ: თუ: მოგკლა: სისხლნი: შენნი: ჩემმან: ქედმან: მიიქედნეს:

773. კულა: უბრძანა: თუმცა: მისგან: აწ: არ: იყავ: მოგზავნილი: თავმან: ჩემმან: თავსა: მოგკუეთ: არად: უნდა: ამას: ცილი: წა: უკუდეგ: ავი: შმაგი: უმეცარი: შლეგი: წბილი: შაბაშ: სიტყვა: შაბაშ: კაცი: შაბაშ: საქმე: მისგან: ქმნილი:

774. დადრკა: სკამნი: შემოსტყორცნა: ჰკრნა: კედელსა: შეალეწნა: დააცდუნვა: მაგრა: მისთვის: აალმასნა: არ: აძეწნა: ვით: მიამბე: წასვლა: მისი: ვინ: ალვისა: მორჩი: ხე: წნა: ვაზირისა: ცრემლმან: ცხელმან: ღაწვნი: თეთრნი: აახეწნა: