... (H-1090), XIX ს.

681. მზე უკადრი ტახტსა ზედან, ზის მორჭმული არ ნადევრი჻ წყლად ეფრატსა უხვად ერწყო, ედემს ჰრგული ალვა მჭევრი჻ ბროლ ბალახშსა აშვენებდა, თმა გიშერი წარბი ტევრი჻ მე ვინ ვაქებ ათინს ბრძენსა, ხამს აქებდეს ენა ბევრი჻

682. ყმა მხიარული წინაშე, დასვა სკამითა მისითა჻ სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა჻ უბნობდენ ლაღნი წყლიანნი, არა სიტყჳთა მქისითა჻ უთხრა ჰპოვეა პატიჟნი, მაგრა ძებნითა ვისითა჻

683. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან, მისცეს წადილი გულისა჻ ჴსოვნა არა ჰჴამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა჻ ვჰპოვე ხე ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა჻ მუნ პირი მჰსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ ნაკრულისა჻

684. მუნ სარო მგზავსი ვარდისა, ვნახე მისჭირდა მინები჻ იტყჳს დავჰკარგე ბროლი და, სადა რთავს ბროლსა მინები჻ მით ვიწვი რადგან ჩემებრვე, ცეცხლი ჰსწვავს მოუთმინები჻ მერმე კულა ჰკადრა ამბავი, მან მისგან მონასმინები჻

685. სიარულსა მისგან ძებნად, სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა჻ მერმე ჰკადრა საწადლისა, ღ~თნ პოვნა ვით აღირსა჻ საწუთრო და სოფელს ყოფნა, კაცი უჩნსო ვით ნადირსა჻ ოდენ ჴელი მხეცთა თანა, იარების მინდორს ტირსა჻

686. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო, ჩემგან ვით გაგეგონების჻ მისსა მნახავსა ნახული, აღარა მოეწონების჻ თვალნი მჭვრეტელნი ვით მზისა, ციაგსა დაეღონების჻ ვარდი და ქნილა ზაფრანად, აწ ია შეიკონების჻

687. წვრილად ჰკადრა რა იცოდა, რა ნახული რა ნასმენად჻ ვითა ვეფხსა წავარნა და, ქვაბი აქუსო სახლად მენად჻ ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად჻ ვაჲ სოფელმან სოფელს მყოფი, ყოვლი დასვა ცრემლთა დენად჻

688. ქალსა რა ესმა ამბავი, მიხვდა წადილი ნებისა჻ განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა჻ იტყჳს რა უთხრა პასუხი, მას სათნებლისა თნებისა჻ რაა წამალი მისისა, წყლულისა განკურნებისა჻

689. ყმა ეტყჳს ვის აქვს, მინდობა კაცისა მამცქაფავისა჻ მან ჩემთჳს დაწვა თავისი, დადვა არ დასაწვავისა჻ დრო დამიძს ჩემგან მისულისა, მითქუმს დადება თავისა჻ მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა჻

690. ჰჴამს მოყუარე მოყურისათჳს, თავი ჭირსა არ დამრიდად჻ გული მისცეს გულისათჳს, სიყუარული გზად და ხიდად჻ კულა მიჯნურსა მიჯნურისა, ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად჻ აჰა მაქვსმცა უმისოსა, ლხინი არმად თავი ფლიდად჻

691. მზე ეტყუის მამხუდა ყოველი, ჩემი წადილი გულისა჻ პირველ შენ მოხველ მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა჻ მერმე ზრდა სიყუარულისა, გაქვს ჩემგან დანერგულისა჻ ვჰპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა჻

692. საწუთრო კაცსა ყოველსა, ვითა ტაროსი უხდების჻ ზოგჯერ მზეა და ოდესმე, ცა რისხჳთ მოუქუხდების჻ აქამდის ჭირი ჩემზედა, აწ ესე ლხინად უხვდების჻ რადგან შვება აქუს სოფელსა, თჳთ რად ვინ შეუწუხდების჻

693. შენ არ გატეხა კარგი გჭირს, ზენაარისა ფიცისა჻ ჰჴამს გასრულება მოყურისა, სიყვარულისა მტკიცისა჻ ძებნა წამლისა მისისა, ცოდნა ჰჴამს უიიცისა჻ ჩემი ვჰსთქვი რა ვქმნა ბნელ ქმნილმან, მზე მამეფაროს მე ცისა჻

694. ყმამან ჰკადრა სიახლითა, შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა჻ ცუდი არის დამზრალისა, გასათბობლად წყლისა ბერვა჻ ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა მზისა წვერვა჻ თუ გიახლო ერთხელ ვა, და რა მოგშორდე ათასჯერ ვა჻

695. ვაჲ თუ გავიჭრა გაჭრილსა, სადა გლახ დამწვავს სამალი჻ გული ჰსძეს საგნად ისრისა, მესვრის საკრავად სამალი჻ დრო სიცოცხლისა ჩემისა, დღისითღა ჩანს ნაასამალი჻ ფარვა მწადს მაგრა გარდახდა, ჟამი პატიჟთა სამალი჻

696. მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ბრძანე჻ ვარდსა ქაცჳ მოაპოვებს, ეკალთამცა რად ვეფხანე჻ მაგრამ მზეო თავი მზესა, ჩემთჳს სრულად დააგვანე჻ სიცოცხლისა საიმედო, ნიშანი რა წამატანე჻

697. ყმა ტკბილი და ტკბილ ქართული, სიკეთისა ჴელის მხდელი჻ ამა ზედა ეუბნების ვით, გაზრდილსა ამო მზრდელი჻ ქალმან მისცა მარგალიტი, სრულ ჰქმნა მისი საწადელი჻ ღ~თნ ქნა და გაუსრულდეს, ლხინი ესე აწინდელი჻

698. რა ჰსჯობს რა კაცმან გიშერი, ბროლ ლალსა თანა ახიოს჻ ანუ ბაღს ალვა საროსა, ახლოს ჰრგოს მორწყოს ახიოს჻ მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ მჭურეტსა ავაგლახიოს჻ ვაჲ მოყუარისა გაყრილსა, ახიო ეყოს ახი ოს჻

699. მათ მიხვდა ლხინი ყოველი, ერთმანერთისა ჭვრეტითა჻ ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა჻ მზე ჰსტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის მეტითა჻ იტყჳს ვერ გაძღა სოფელი, ვაჲ სისხლთა ჩემთა ხვრეტითა჻

700. ყმა წავიდა სეუდიანი, მკერდსა იცემს ამად ილებს჻ რომე კაცსა მიჯნურობა, ატირებს და გააფლიდებს჻ რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს჻ მის მოყვრისა მოშორება, კვლავ აჩრდილებს არ ადილებს჻