... (პარიზული ხელნაწერი 10)

912. ესე჻ ყუელაი჻ ასრე჻ მჭირს჻ დაო჻ ბედითა჻ მისითა჻ არ჻ უტყუვე჻ მოსრულვარ჻ მგზავრი჻ ღამით჻ და჻ დღისითა჻ აწ჻ იგი჻ სადმე჻ წასრულა჻ ვიწვი჻ ცეცხლითა჻ ვისითა჻ ცუდმაშვრალი჻ და჻ მტირალი჻ ქვე჻ ვზივარ჻ პირითა჻ მქისითა჻

913. დაო჻ მეტსა჻ საუბარსა჻ აღარ჻ მომცემს჻ ჟამი჻ და჻ დრო჻ არ჻ ვინანი჻ გარდასრულსა჻ ბრძენთა჻ სიტყვა჻ დავაღადრო჻ წავალ჻ ვძებნი჻ ანუ჻ ვჰპოვებ჻ ან჻ სიკვდილი჻ მოვიადრო჻ თვარა჻ ბედი჻ აზომ჻ თურე჻ მიკვეთს჻ ღმერთსა჻ რაღა჻ ვჰკადრო჻

914. ამისმეტი჻ აღარა჻ თქვა჻ ატირდა჻ და჻ წამოვიდა჻ ქვაბი჻ ჩავლო჻ წყალსა჻ გახდა჻ შამბი჻ გავლო჻ ველს჻ გავიდა჻ ქარი჻ ველთა჻ მონაქროლი჻ ლალის჻ ფერსა჻ ვარდსა჻ ზრვიდა჻ რად჻ მიმეცო჻ ამა჻ ჭირსა჻ ბედსა჻ ამას჻ უზრახვიდა჻

915. იტყუის჻ ღმერთო჻ რა჻ შეგცოდე჻ შენ჻ უფალსა჻ არსთა჻ მხედსა჻ რად჻ გამყარე჻ მოყვარეთა჻ რად჻ შემასწარ჻ ამა჻ ბედსა჻ ერთი჻ ორთა჻ მგონებელი჻ ვარ჻ საქმესა჻ წარსაწყმედსა჻ მოვკვდე჻ თავი჻ არ჻ მეწყალვის჻ სისხლი჻ ჩემი჻ ჩემსა჻ ქედსა჻

916. მოყვარემან჻ ვარდის჻ კონა჻ გულსა჻ მკრა჻ და჻ დამიწყლულა჻ იგი჻ ფიცი჻ ჩემგან჻ სრული჻ მან჻ აღარა჻ გამისრულა჻ მას჻ თუ჻ გამყრი჻ საწუთროო჻ ჩემი჻ ლხინი჻ გარდასრულა჻ სხვა჻ მოყვარე჻ თვალსა჻ ჩემსა჻ გაკიცხულა჻ გაბასრულა჻

917. კულა჻ იტყვის჻ მიკვირს჻ ნაღველი჻ კაცისა჻ ჭკვიანისა჻ რა჻ მჭმუნვარებდეს჻ რას჻ არგებს჻ ნაკადი჻ ცრემლთა჻ ბანისა჻ სჯობს჻ გამორჩევა჻ აზრობა჻ საქმისა჻ დასაგვანისა჻ აწ჻ მეცა჻ მიჯობს჻ მონახვა჻ მის჻ მზისა჻ ლერწამტანისა჻

918. ყმა჻ გაემართა჻ საძებრად჻ მტირალი჻ ცრემლთა჻ მფქვეველი჻ ეძებს჻ უზახის჻ უყივის჻ დღეებრ჻ ღამეთა჻ მთეველი჻ სამ჻ დღემდის჻ მოვლო჻ მრავალი჻ ხევი჻ შამბნარი჻ ტყე჻ ველი჻ ვერ჻ პოვა჻ მივა჻ მჭვუნვარე჻ ვერას჻ ამბისა჻ მცნეველი჻

919. იტყუის჻ ღმერთო჻ რა჻ შეგცოდე჻ ეგზომ჻ დიდი჻ რა჻ გაწყინე჻ რად჻ მემასწარ჻ ამა჻ ბედსა჻ რა჻ სასჯელი჻ მომივლინე჻ გამკითხველო჻ გამიკითხე჻ აჯა჻ ჩემი჻ შეისმინე჻ დაამოკლე჻ დღენი჻ ჩემნი჻ ჭირნი჻ ჩემი჻ გამილხინე჻

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხვნი რომ დაეჴოცნა჻

920. მივიდოდა჻ მიუბნობდა჻ ყმა჻ მტირალი჻ ფერშეცვლილი჻ ქედსა჻ რასმე჻ გარდაადგა჻ ველი჻ აჩნდა჻ მზიანჩრდილი჻ ნახა჻ შავი჻ შამბთა჻ პირსა჻ დგა჻ სადავე჻ უკუყრილი჻ თქვა჻ უცილოდ჻ იგიაო჻ არა჻ უნდა჻ ამას჻ ცილი჻

921. რა჻ შეხედნა჻ ყმასა჻ გულმან჻ გაუფეთქნა჻ გაუნათდა჻ აქა჻ ლხინი჻ დაღრეჯილსა჻ უათასდა჻ არ჻ უათდა჻ ვარდმან჻ ფერი჻ განანათლა჻ ბროლი჻ ბროლდა჻ სათი჻ სათდა჻ ვით჻ გრიგალმან჻ ჩაირბინა჻ არ჻ მოსცალდა჻ მჭვრეტად჻ მათდა჻

922. რა჻ ტარიელ჻ დაინახა჻ განაღამცა჻ დაეღრიჯა჻ ახლოს჻ მყოფი჻ სიკვდილისა჻ ჯდა჻ და჻ პირი჻ დაებღნიჯა჻ საყელონი჻ გარდეხივნეს჻ თავი჻ სრულად჻ გაეგლიჯა჻ მას჻ აღარა჻ შეესმოდა჻ სოფლით჻ გაღმა჻ გაებიჯა჻

923. ერთკე჻ უც჻ ლომი჻ მოკლული჻ და჻ ხრმალი჻ სისხლმოცხებული჻ კვლა჻ სხვაგნით჻ ვეფხი჻ უსულო჻ მკვდარი჻ ქვედანარცხებული჻ მას჻ წყაროსაებრ჻ თვალთაგან჻ ცრემლი჻ სდის჻ გაფიცხებული჻ მუნ჻ ეგრე჻ გულსა჻ უნთებდა჻ ცეცხლი჻ მცხინვარე჻ ცხებული჻

924. თვალთა჻ ახუმადცა჻ ზარედვა჻ სრულად჻ მიჰხდოდა჻ ცნობასა჻ მიახლებოდა჻ სიკვდილსა჻ მოჰშორვებოდა჻ ნობასა჻ ყმა჻ სახელდებით჻ უყივის჻ ლამის჻ სიტყვითა჻ კრთობასა჻ ვეღარ჻ ასმინა჻ გარდიჭრა჻ ძმა჻ გამოაჩენს჻ ძმობასა჻

925. ჴელითა჻ ცრემლსა჻ უწურავს჻ თვალთა჻ ავლებდა჻ სახელსა჻ ახლოს჻ უზის჻ და჻ უზახის჻ მართ჻ სახელდებით჻ სახელსა჻ ეტყვის჻ ვერ჻ მიცნობ჻ ავთანდილს჻ შენთვის჻ გაჭრილსა჻ და჻ ხელსა჻ მას჻ არა჻ დია჻ შეესმის჻ რეტსა჻ თვალდაუფახელსა჻

926. ესე჻ ყუელაი჻ ასრეა჻ რაცა჻ აწ჻ ჩემგან჻ თხრობილა჻ ცრემლნი჻ მოსწურნა჻ თვალთაგან჻ ცოტადრე჻ მოაცნობილა჻ მაშინღა჻ იცნა჻ აკოცა჻ მოეჭდო჻ მოეძმობილა჻ ვიმოწმებ჻ ღმერთსა჻ ცხოველსა჻ მათებრივ჻ არა჻ შობილა჻

927. უთხრა჻ ძმაო჻ არ჻ გიტყუვე჻ გიყავ჻ რაცა჻ შემოგფიცე჻ გნახე჻ სულთა჻ გაუყრელმან჻ ფიცი჻ ასრე჻ დავამტკიცე჻ აწ჻ დამეხსენ჻ სიკვდილამდის჻ ვიტირო჻ და჻ თავსა჻ ვიცე჻ მაგრა჻ გვედრებ჻ დამარხვასა჻ მხეცთა჻ საჭმლად჻ არ჻ მივიცე჻

928. ყმამან჻ უთხრა჻ რაშიგან჻ ხარ჻ შენ჻ საქმესა჻ რად჻ იქ჻ ავსა჻ ვინ჻ მიჯნური჻ არ჻ ყოფილა჻ ვის჻ სახმილი჻ არა჻ სწვავსა჻ ვის჻ უქნია჻ შენი჻ მსგავსი჻ სხვათა჻ კაცთა჻ ნათესავსა჻ რად჻ სატანას჻ წაუღიხარ჻ რად჻ მოიკლავ჻ ნებით჻ თავსა჻

929. თუ჻ ბრძენიხარ჻ ყოვლნი჻ ბრძენნი჻ აპირებენ჻ ამა჻ პირსა჻ ხამს჻ მამაცი჻ მამაცური჻ სჯობს჻ რაზომცა჻ ნელად჻ ტირსა჻ ჭირსა჻ შიგან჻ გამაგრება჻ ასრე჻ უნდა჻ ვით჻ ქვითკირსა჻ თავისისა჻ ცნობისაგან჻ ჩავარდების჻ კაცი჻ ჭირსა჻

930. ბრძენი჻ ხარ჻ და჻ გამორჩევა჻ არა჻ იცი჻ ბრძენთა჻ თქმულებ჻ მინდორს჻ სტირ჻ და჻ მხეცთა჻ ახლავ჻ არას჻ წადილსა჻ ისრულებ჻ ვისთვის჻ ჰკვდები჻ ვერ჻ მიხვდები჻ თუ჻ სოფელსა჻ მოიძულებ჻ თავსა჻ მრთელსა჻ რად჻ შეიკრავ჻ წყლულსა჻ ახლად჻ რად჻ იწყლულებ჻