... (პარიზული ხელნაწერი 10)

892. ღამე჻ ალხენდის჻ დღე჻ სჯიდის჻ ელის჻ ჩასლვასა჻ მზისასა჻ რა჻ წყალი჻ ნახის჻ გარდიხდის჻ უჭვრეტდის჻ ჭავლსა჻ წყლისასა჻ მას჻ თანართვიდის჻ ნაკადსა჻ სისხლისა჻ ცრემლთა჻ ტბისასა჻ კვლა჻ გაემართის჻ ისწრაფდის჻ წასლვასა჻ მისვე჻ გზისასა჻

893. მარტო჻ მოსთქმიდის჻ ტიროდის჻ ტანად჻ ალვისა჻ ხიანი჻ მინდორს჻ თხა჻ მოკლის჻ სადაცა჻ ადგილი჻ დახვდის჻ კლდიანი჻ შეწვის჻ ჭამის჻ და჻ წავიდის჻ პირ჻ მზე჻ გულმარიხიანი჻ იტყვის჻ დავჰყარენ჻ ვარდნი჻ და჻ აჰა჻ მე჻ ვაგლახ჻ იანი჻

894. აწ჻ ვერ჻ ვიტყვი჻ მაშინდელსა჻ მე჻ მის჻ ყმისა჻ ნაუბარსა჻ მიუბნობდის჻ რას჻ მოთქმიდის჻ რას჻ ტურფასა჻ რაზომ჻ გვარსა჻ ზოგან჻ თოვლი჻ გაეწითლის჻ ვარდსა჻ ბრჭლითა჻ ნახოკარსა჻ ქვაბნი჻ ნახნა჻ გაეხარნეს჻ ზე჻ გავიდა჻ ქვაბთა჻ კარსა჻

895. რა჻ ასმათმან჻ დაინახა჻ მოეგება჻ ცრემლი჻ სწვთების჻ ვით჻ იამა჻ სიხარულსა჻ მართ჻ ვეღარას჻ ვერ჻ მიხვდების჻ ყმა჻ გარდახდა჻ მოეხვია჻ აკოცებს჻ და჻ ეუბნების჻ კაცი჻ კაცსა჻ მოელოდეს჻ მოსლვა჻ დია჻ ეამების჻

896. ყმა჻ ქალსა჻ ეტყვის჻ პატრონი჻ ნეტარ჻ სად჻ არის჻ და჻ ვითა჻ ქალი჻ ატირდა჻ ცრემლითა჻ ზღვათაცა჻ შესართავითა჻ ეტყვის჻ რა჻ წახველ჻ გაიჭრა჻ ქვაბს჻ ყოფა჻ მისჭირდა჻ ვითა჻ აწ჻ მისი჻ არა჻ არ჻ ვიცი჻ არ჻ ნახვით჻ არ჻ ამბავითა჻

897. ყმა჻ დაჭმუნდა჻ ვითამც჻ რამე჻ ჰკრეს჻ ლახვარი჻ გულსა჻ შუა჻ ქალსა჻ ეტყვის჻ აჰა჻ დაო჻ ეგეთიმცა჻ კაცი჻ ნუა჻ იგი჻ ფიცი჻ ვით჻ გატეხა჻ არ჻ ვეცრუე჻ ვით჻ მეცრუა჻ ვერ჻ იქმოდა჻ რად჻ მიქადა჻ თუ჻ მიქადა჻ რად჻ მიტყუა჻

898. თუ჻ უმისოთ჻ სოფელს჻ ყოფა჻ რათგან჻ ჩირად჻ არ჻ მიღირდა჻ რად჻ დავვიწყდი჻ რად჻ მივსცილდი჻ რად჻ ვერ჻ გაძლო჻ რა჻ მისჭირდა჻ მან჻ გატეხა჻ ზენარისა჻ რად჻ შემართა჻ ვით჻ გაპირდა჻ მაგრა჻ ავის჻ ბედისაგან჻ ჩემი჻ რამცა჻ გამიკვირდა჻

899. კულა჻ ქალი჻ ეტყვის჻ მართლაც჻ ხარ჻ მაგისსა჻ დამძიმებასა჻ მაგრა჻ რა჻ გავბრჭო჻ მართალი჻ ნუ჻ მეჭვ჻ რასაცა჻ თნებასა჻ არ჻ გული჻ უნდა჻ ფიცის჻ და჻ პირისა჻ გასრულებასა჻ იგი჻ უგულო჻ მოელის჻ მართ჻ დღეთა჻ შემოკლებასა჻

900. გული჻ ცნობა჻ და჻ გონება჻ ერთმანერთზედა჻ ჰკიდიან჻ რა჻ გული჻ წავა჻ იგიცა჻ წავლენ჻ და჻ მისკენ჻ მიდიან჻ უგულო჻ კაცი჻ ვერ჻ კაცობს჻ კაცთაგან჻ განაკიდიან჻ შენ჻ არ჻ გინახავნ჻ არ჻ იცი჻ მას჻ რომე჻ ცეცხლნი჻ წვიდიან჻

901. შენ჻ უმართლეხარ჻ ემდურვი჻ შენ჻ გაეყარე჻ ძმობილსა჻ მაგრა჻ ვით჻ ითქმის჻ ვით჻ გახდა჻ ვითა჻ გიამბობ჻ ცნობილსა჻ ენა჻ დაშვრების჻ გაცვდების჻ გულსა჻ შეელმის჻ ლმობილსა჻ ამას჻ მით჻ ვაზრობ჻ მინახავს჻ მე჻ უბედურსა჻ შობილსა჻

902. ჯერეთ჻ მისი჻ მსგავსი჻ სასჯელი჻ არცა჻ ვის჻ ამბად჻ სმენია჻ თუ჻ არა჻ კაცთა჻ სასჯელი჻ ქვათაცა჻ შესაძრწენია჻ დიჯლადცა჻ კმარის჻ მას჻ რომე჻ თვალთაგან჻ ცრემლი჻ სდენია჻ თვით჻ რაცა჻ ბრძანოთ჻ მართალ჻ ხართ჻ სხვა჻ სხვისა჻ ომსა჻ ბრძენია჻

903. მას჻ წამავალსა჻ ვჰკითხევდი჻ დამწვარსა჻ ცეცხლმოდებულსა჻ მოვიდეს჻ რა჻ ქმნას჻ ავთანდილ჻ მისსა჻ დამვედრე჻ დებულსა჻ მიბრძანა჻ მოღამნახვიდეს჻ მე჻ მისთვის჻ გაცუდებულსა჻ ამათ჻ არ჻ დავჰყრი჻ არეთა჻ არ჻ გავსტეხ჻ მისს჻ ქადებულსა჻

904. მას჻ ზენაარსა჻ არ჻ გავჰტეხ჻ მას჻ ფიცსა჻ არ჻ ვერცუები჻ მას჻ პაემნამდის჻ მოვიცდი჻ რაზომცა჻ გამდის჻ რუები჻ თუ჻ მკვდარი჻ მნახოს჻ დამმარხოს჻ თქვას჻ ვაგლახი჻ და჻ უები჻ ცოცხალი჻ დავხვდე჻ უკვირდეს჻ სიცოცხლე჻ არს჻ სათუები჻

905. ჩემთვის჻ გარდახდა჻ მას჻ აქათ჻ გაყრა჻ მზისა჻ და჻ ქედისა჻ ოდენ჻ მოდენა჻ ცრესლისა჻ მჭირს჻ ველთა჻ მოსალბედისა჻ მსჯის჻ გამრავლება჻ ხელქმნილსა჻ სულთქმისა჻ ზედაზედისა჻ დავვიწყებივარ჻ სიკვდილსა჻ ნახეთ჻ ნაქმარი჻ ბედისა჻

906. ესე჻ არაკი჻ მართალი჻ ჩინს჻ ქვასა჻ ზედა჻ სწერია჻ ვინ჻ მოყვარესა჻ არ჻ ეძებს჻ იგი჻ თავისა჻ მტერია჻ აწ჻ ზაფრანია჻ ვის჻ წინას჻ ვერ჻ ვარდი჻ ჰგვანდის჻ ვერ჻ ია჻ თუღა჻ მონახავ჻ მონახე჻ ქენ჻ რაცა჻ შენი჻ ფერია჻

907. ყმამან჻ უთხრა჻ უმართლე჻ ხარ჻ არ჻ მამართლო჻ მდურვად჻ მისად჻ მაგრა჻ გაბრჭე჻ რა჻ მიქმნია჻ სამსახური჻ ტყვესა჻ ტყვისად჻ გამოჭრილვარ჻ სახლით჻ ჩემით჻ ვით჻ ირემი჻ ძებნად჻ წყლისად჻ მას჻ ვეძებ჻ და჻ მას჻ ვიგონებ჻ ვიარები჻ ველთა჻ ვლისად჻

908. გამოჭრილვარ჻ საძებარად჻ ვერვის჻ ძალაქვს჻ ჩემოდნება჻ უდაბურთა჻ ტყეთა჻ ვლახავ჻ ჭირი჻ მაქვს჻ და჻ მრავლად჻ ვნება჻ მემცა჻ ვითა჻ დავეურჩე჻ რა჻ მოვიდეს჻ ღმთისა჻ ნაბა჻ მისგან჻ კიდე჻ არვის჻ ძალ჻ უც჻ ამა჻ ჩემთა჻ ცეცხლთა჻ გზნება჻

909. ვიარები჻ ღმერთსა჻ სადა჻ ცის჻ კიდენი჻ დაემყაროს჻ გარდვიკარგვი჻ სხვათა჻ გზათა჻ ვერვინ჻ მნახოს჻ მე჻ აქ჻ მაროს჻ ვენუკევ჻ თუ჻ ტანსა჻ ჩემსა჻ ტკბილი჻ სული჻ გაეყაროს჻ მას჻ ვერ჻ ვნახავ჻ სიმრგვლე჻ ცისა჻ ჩემთვის჻ რისხვით჻ მოიყაროს჻

910. ბროლსადაფნი჻ მარგალიტსა჻ ლალის჻ ფერსა჻ სცვენ჻ და჻ ბურვენ჻ მას჻ მოვშორდი჻ ვერ჻ ვიახლენ჻ ვერ჻ ვისურვენ჻ ვერ჻ ვასურვენ჻ გამოპარვით჻ წამოსლვითა჻ ღრმთისა჻ სწორნი჻ მოვიმდურვენ჻ ნაცვლად჻ მათთა჻ წყალობათა჻ გულნი჻ მათნი჻ შევაურვენ჻

911. პატრონი჻ ჩემი჻ გამზრდელი჻ ღმერთი჻ და჻ ღმერთულებრ჻ ცხოველი჻ მშობლური჻ ტკბილი჻ მოწყალე჻ ცა჻ წყალობისა჻ მთოველი჻ მას჻ უორგულე჻ წამოველ჻ მართ჻ დავივიწყე჻ ყოველი჻ მისი჻ შემცოდე჻ ღრმთისაგან჻ კარგსა჻ რაღასა჻ მოველი჻