... (პარიზული ხელნაწერი 10)

855. ამას჻ იქით჻ ჩემგან჻ ჩემი჻ ამბავიცა჻ არ჻ გეცნევის჻ ამად჻ გვედრებ჻ სულსა჻ ჩემსა჻ წიგნი჻ გკადრებსარ჻ გეთნევის჻ არას჻ მარგებს჻ ეშმაკისა჻ საქმეთაგან჻ დაეძლევის჻ შემინდევ჻ და჻ შემივედრე჻ მკვდარსა჻ რაღა჻ გარდმეხდევის჻

856. გვედრევ჻ მეფეო჻ შერმადინს჻ მონასა჻ ჩემსა჻ რჩეულსა჻ ნაკად჻ აქვს჻ ჭირი჻ სამისოდ჻ ამ჻ წელიწადსა჻ წლეულსა჻ ნუგეშინისეც჻ წყალობით჻ ჩემგან჻ წყალობაჩვეულსა჻ ნუ჻ დაადინებ჻ თვალთაგან჻ ცრემლსა჻ სისხლითა჻ ფრქვეულსა჻

857. გასრულდა჻ ჩემი჻ ანდერძი჻ ჩემგან჻ ნაწერი჻ ხელითა჻ აჰა჻ გამზრდელო჻ მოგშორდი჻ წაველ჻ გულითა჻ ხელითა჻ ნუ჻ სჭმუნავთ჻ ჩემთვის჻ მეფენი჻ ნუ჻ ხართ჻ მოსილნი჻ ბნელითა჻ სუფევით჻ ხარმცა჻ თავითა჻ მტერთაგან჻ საკრძალველითა჻

858. მისცა჻ ანდერძი჻ შერმადინს჻ რა჻ გაათავა჻ წერითა჻ უთხრა჻ ჰკადრეო჻ მეფესა჻ საქმითა჻ მეცნიერითა჻ შენ჻ დაგამეტებს჻ ვერავინ჻ მსახურებითა჻ ვერითა჻ მოეხვია჻ და჻ ატირდა჻ ცრემლითა჻ სისხლთა჻ ფერითა჻

859. ყმა჻ შეეკაზმა჻ წასავლად჻ ცრემლითა჻ მოერწყო჻ ველი჻ მზე჻ წავიდოდა჻ დაეცა჻ არაბეთს჻ ბინდი჻ ყოველი჻ ხამს჻ შეპოვნება჻ მაღლისა჻ ვინცა჻ არს჻ ჭიტსა჻ მოველი჻ მიზგითას჻ მივა჻ ღმრთისაგან჻ გამარჯვებისა჻ მთხოველი჻

ლოცვა ავთანდილისაგან მისგითას და჻ გაპარვა჻

860. ილოცავს჻ იტყვის჻ მაღალო჻ ღმერთო჻ ხმელთა჻ და჻ ცათაო჻ ზოგჯერ჻ მომცემო჻ პატიჟთა჻ ზოგჯერ჻ კეთილთა჻ მზათაო჻ უცნაურო჻ და჻ უთქმელო჻ უფალო჻ უფლებათაო჻ მომეც჻ დათმობა჻ სურვილთა჻ მფლობელო჻ გულისთქმათაო჻

861. ღმერთო჻ ღმერთო჻ გეაჯები჻ რომელი჻ ჰფლობ჻ ქვენათ჻ ზესა჻ შენ჻ დაჰბადე჻ მიჯნურობა჻ შენ჻ აწესებ჻ მისსა჻ წესსა჻ მე჻ სოფელმან჻ მომაშორვა჻ უკეთესსა჻ ჩემსსა჻ მზესა჻ ნუ჻ ამოჰფხვრი჻ სიყვარულსა჻ მისგან჻ ჩემთვის჻ დანათესსა჻

862. ღმერთო჻ ღმერთო჻ მოწყალეო჻ არვინ჻ მივის჻ შენგან჻ კიდე჻ შენგან჻ ვითხოვ჻ შეწევნასა჻ რაზომსაცა჻ გზასა჻ ვლიდე჻ მტერთა჻ ძლევა჻ ზღვათა჻ ღელვა჻ ღამით჻ მავნე჻ გამარიდე჻ თუღა჻ დავრჩე჻ გმსახურებდე჻ შენდა჻ მსხვერპლსა჻ შევსწირდე჻

863. რა჻ ილოცა჻ ცხენსა჻ შეჯდა჻ მალვით჻ კარნი჻ გაიარნა჻ შერმადინცა჻ დააბრუნა჻ თუმცა჻ ვამნი჻ ადიადნა჻ მონა჻ ტირს჻ და჻ მკერდსა჻ იცემს჻ საბრალომან჻ ცრემლი჻ ღვარნა჻ პატრონისა჻ ვერა჻ მჭვრეტმან჻ ყმამან჻ რამცა჻ გაიხარნა჻

864. მოსთქუამს჻ და჻ იტყვის჻ ვა჻ მზეო჻ შენი჻ ადგილი჻ ჩრდილდები჻ შენ჻ მოგეშორე჻ დაღამდა჻ ჩემთვის჻ აღარა჻ დილდების჻ მე჻ მანდით჻ მესვრის჻ ისარი჻ ერთიცა჻ არ჻ ამცილდების჻ გამყარა჻ ლხინა჻ სოფელმან჻ აწ჻ თვალთა჻ ცრემლი჻ მილდების჻

865. აწ჻ ამბავი჻ სხუა჻ დავიწყო჻ ყმასა჻ წავჰყვე჻ წამავალსა჻ არ჻ შეექნა჻ დარბაზობა჻ მას჻ დღეს჻ როსტანს჻ გულგამწყრალსა჻ რა჻ გათენდა჻ ქუში჻ ადგა჻ ჰგავს჻ თუ჻ ადენს჻ პირით჻ ალსა჻ ხმობა჻ ბრძანა჻ ვაზირისა჻ მიიყვანდეს჻ შიშით჻ მკრძალსა჻

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა჻

866. რა჻ ვაზირი჻ მოწიწებით჻ დარბაზს჻ ნახა჻ შემოსრული჻ როსტან჻ უთხრა჻ არა჻ მახსოვს჻ გუშინდელი჻ შენგან჻ თქმული჻ მაწყინე჻ და჻ გამარისხე჻ ვერ჻ დავიღე჻ დიდხანს჻ სული჻ აზომ჻ რომე჻ გაგათრივე჻ შენ჻ ვაზირი჻ გულისგული჻

867. თუ჻ რად჻ გახსოვს჻ რად჻ უნდოდა჻ ისრე჻ ავად჻ რად჻ გაგხადე჻ მართლად჻ უთქვამს჻ მეცნიერთა჻ წყენააო჻ ჭირთა჻ ბადე჻ ესეგვარსა჻ ნუოდის჻ იქ჻ საქმე჻ ხოლე჻ გაიცადე჻ აწ჻ მითხარ჻ თუ჻ რას჻ იტყოდი჻ თქვი჻ და჻ სიტყვა჻ გააკვლადე჻

868. კულა჻ მოაჴსენა჻ ვაზირმან჻ სიტყვა჻ ნაგუშინდელევი჻ რა჻ გაიგონა჻ შესთვალა჻ პასუხი჻ არ჻ ნაგრძელევი჻ შენ჻ თუ჻ უშმაგო჻ მგონიხარ჻ ვარმცა჻ ურია჻ მე჻ ლევი჻ კვლა჻ ამის჻ მეტად჻ ნუ჻ მასმენ჻ თვარა჻ მე჻ სრულად჻ გელევი჻

869. რა჻ გამოვიდა჻ ვაზირმან჻ ძებნა჻ ვერ჻ პოვა჻ მინანი჻ მართ჻ გაპარვასა჻ უთხრობდეს჻ მონანი჻ ცრემლთა჻ მდინანი჻ მან჻ თქვა჻ მე჻ დარბაზს჻ ვერ჻ შევალ჻ მახსოვან჻ დღენი჻ წინანი჻ ვინცაღა჻ ჰკადრებს჻ მან჻ ჰკადროს჻ რაცა჻ ვთქვი჻ მასცა჻ ვინანი჻

870. რა჻ ვაზირი჻ არ჻ შევიდა჻ კვლა჻ მეფემან჻ კაცი჻ გზავნის჻ კაცმან჻ ცნის჻ და჻ გარეთ჻ დადგის჻ წასლვა჻ ვერვინ჻ გაამჟღავნის჻ როსტანს჻ ეჭვი჻ შეუვიდა჻ ჭმუნვა჻ ამით჻ გაათავნის჻ თქვა჻ უცილოდ჻ გაიპარა჻ ვინ჻ მარტომან჻ ასთა჻ ავნის჻

871. თავდადრეკით჻ იგონებდა჻ გულსა჻ ჰქონდა჻ ჭმუნვა჻ დიდი჻ უში჻ ქმნა჻ და჻ აიხედნა჻ უბრძანებდა჻ მონას჻ მიდი჻ მოვიდეს჻ და჻ აწ჻ მიანბოს჻ შემოვიდეს჻ იგი჻ ფლიდი჻ რა჻ ვაზირი჻ შემობრუნდა჻ ფერი჻ ჰკრთა჻ და჻ ჰქონდა჻ რიდი჻

872. კულა჻ შევა჻ დარბაზს჻ ვაზირი჻ დაღრეჯით჻ არ჻ მხიარულად჻ მეფემან჻ ჰკითხა჻ წასულა჻ მზე჻ დაუდგრომლად჻ მთვარულად჻ მან჻ მოახსენა჻ ყოველი჻ ვით჻ წასრულიყო჻ ფარულად჻ მზე჻ აღარ჻ მზეობს჻ ჩვეთანა჻ დარი჻ არ჻ დარობს჻ დარულად჻