... (პარიზული ხელნაწერი 10)

873. რა჻ მეფემან჻ მოისმინა჻ დაიზახნა჻ მეტისმეტნი჻ მოსთქვამს჻ იტყვის჻ ვა჻ გაზრდილო჻ ვეღარ჻ გნახვენ჻ თვალნი჻ რეტნი჻ პირსა჻ მხოკით჻ წვერსა჻ გლეჯით჻ გააკვირნა჻ მისნი჻ მჭვრეტნი჻ სად჻ წაჰხე჻ და჻ სად჻ დაჰკარგენ჻ სინათლისა჻ ეგე჻ სვეტნი჻

874. თუ჻ თავი჻ შენი჻ შენ჻ გახლავს჻ ღარიბად჻ არ჻ იხსენები჻ მაგრა჻ მე჻ რა჻ ვქნა჻ გაზრდილო჻ აწ჻ სახლად჻ მმართებს჻ სენები჻ გამაღარიბე჻ დამაგდე჻ გულსა჻ გლახ჻ ვისთვის჻ ენები჻ შენად჻ შეყრამდის჻ პატიჟთა჻ ჩემთა჻ ვერ჻ იტყვის჻ ენები჻

875. ოდეს჻ გნახავ჻ მხიარულსა჻ ნადირობით჻ შემოსრულსა჻ ვეღარ჻ გიჭვრეტ჻ ნაბურთალსა჻ ტანსა჻ მჭევრსა჻ ჯავარსრულსა჻ ვეღარ჻ ვისმენ჻ ხმასა჻ შენსა჻ სასმენელად჻ მე჻ მას჻ რულსა჻ აწ჻ უშენოდ჻ რაღა჻ ვუყო჻ საჯდომსა჻ და჻ სრასა჻ სრულსა჻

876. ვიცი჻ არ჻ მოჰკლავს჻ შიმშილი჻ რასომცა჻ დია჻ ირები჻ შენ჻ შენი჻ მშვილდი჻ დაგარჩენს჻ შენთა჻ ისართა჻ პირები჻ ნუ჻ თუ჻ კვლა჻ ღმერთმან჻ წყალობით჻ გაგიადვილოს჻ ჭირები჻ მაგრა჻ თუ჻ მოვკვდე჻ გაზრდილო჻ ვისგანღა჻ დავიტირები჻

877. ზარი჻ გაისმა჻ შემოკრბა჻ ჯარი჻ მრავალი჻ კაცისა჻ დარბაზს჻ ხასთაგან჻ ჯარია჻ ხელითა჻ წვერთა჻ ტაცისა჻ იგლეჯს჻ და჻ იცემს჻ ყველაი჻ ხმა჻ ისმის჻ თავსა჻ ტკაცისა჻ თქვეს჻ ბნელი჻ გვმართებს჻ დღეკრულთა჻ რათგან჻ მზე჻ მიგვიდრკა჻ ცისა჻

878. რა჻ მეფემან჻ დიდებულნი჻ ნახნა჻ სულთქმით჻ შემოსტირნა჻ უთხრა჻ ხედავთ჻ მზემან჻ ჩვენმან჻ შუქნი჻ სრულად჻ დაგვიძვირნა჻ რა჻ ვაწყინეთ჻ რა჻ შევსცოდეთ჻ რად჻ დაგვყარნა჻ რად჻ გაგვწირნა჻ სპანი჻ მისგან჻ დაჭირულნი჻ ვინმცაღა჻ ვით჻ დაგვიჭირნა჻

879. ყოვლნი჻ ტიროდეს჻ მოთქმიდეს჻ მერმე჻ დაწყნარდეს჻ გვიანად჻ მეფემან჻ ბრძანა჻ იკითხეთ჻ მარტოა჻ ანუ჻ ყმიანად჻ მოვიდა჻ მონა჻ შერმადინ჻ მოშიშრად჻ სირცხვილიანად჻ ანდერძი჻ ჰკადრა჻ ატირდა჻ სიცოცხლე჻ უჩნდა჻ ზიანად჻

880. მოაჴსენა჻ საწოლს჻ ვპოვე჻ ესე჻ მისგან჻ დანაწერი჻ დგეს჻ მონანი჻ ნატირებნი჻ დაეგლიჯა჻ თმა჻ და჻ წვერი჻ იგი჻ მარტო჻ გაპარულა჻ ყმა჻ არ჻ ახლავს჻ არცა჻ ბერი჻ მე჻ თუ჻ მომკლავთ჻ მემართლებით჻ სიცოცხლე჻ მჭირს჻ შეუფერი჻

881. რა჻ ანდერძი჻ წაიკითხეს჻ კვლა჻ იტირეს჻ დიდი჻ ხანი჻ მერმე჻ ბრძანა჻ მხიარულსა჻ ნუ჻ ჩაიცმენ჻ ჩემნი჻ სპანი჻ ვამლოცველნეთ჻ დავრდომილნი჻ ობოლნი჻ და჻ ქვრივნი჻ სხვანი჻ შევეწივნეთ჻ მშვიდობისა჻ ნუთუ჻ ღმერთმან჻ მისცეს჻ გზანი჻

წასულა ავთანდილისა მეორედ გაპარვით და ტარიელის შეყრა჻

882. მთუარე჻ მზესა჻ მოეშორვოს჻ მოშორვება჻ გაანათლებს჻ რა჻ იახლოს჻ შუქი჻ დასწვავს჻ გაეყრების჻ ვერ჻ იახლებს჻ მაგრა჻ ვარდსა჻ უმზეობა჻ გაახმობს჻ და჻ ფერსა჻ აკლებს჻ ჩვენ჻ ვერჭვრეტა჻ საყვარლისა჻ ჭირსა჻ ძველსა჻ გაგვიახლებს჻

883. აწყა჻ დავიწყებ჻ ამბავსა჻ მის჻ ყმისა჻ წამავლობასა჻ მივა჻ და჻ მიტირს჻ გულმდუღრად჻ ვერ჻ ვიტყვი჻ ცრემლთა჻ მცრობასა჻ წამწამ჻ მობრუნდის჻ იაჯდის჻ მისთვის჻ მზისავე჻ მზობასა჻ უჭვრეტდის჻ თვალნი჻ ვერ჻ მოჰხსნნის჻ თუ჻ მოჰხსნნის჻ მიჰხდის჻ ცნობასა჻

884. რა჻ მიეახლის჻ დაბნელდა჻ ვერ჻ ჴელყუის჻ გაძრვად჻ ენისად჻ მაგრა჻ სდის჻ ცრემლი჻ თვალთაგან჻ მსგავსად჻ დიჯლისა჻ დენისად჻ ზოგჯერ჻ დაბრუნდის჻ იჭვრეტდის჻ ღონედ჻ პატიჟთა჻ თმენისად჻ რა჻ გაემართის჻ არ჻ იცის჻ მას჻ თუ჻ არბევდის჻ ცხენი჻ სად჻

885. თქუა჻ ჩემო჻ შენი჻ შორს჻ მყოფი჻ კრულია჻ ვინცა჻ დადუმდეს჻ რათგან჻ შენ჻ დაგრჩა჻ გონება჻ გული჻ შენკენვე჻ დაბრუნდეს჻ თვალთა჻ მტირალთა჻ შეხედვა჻ შენივე჻ სწადდეს჻ და჻ უნდეს჻ სჯობს჻ საყვარელსა჻ მოყვარე჻ რაზომცა჻ დაუზაბუნდეს჻

886. მე჻ რა჻ ვქნა჻ შენად჻ შეყრამდის჻ ანუ჻ რას჻ ვეჭვდე჻ ლხენასა჻ თავსა჻ მოვიკლავ჻ მე჻ თუცა჻ შენგან჻ არ჻ ვეჭვდი჻ წყენასა჻ მაგრა჻ შენ჻ გაწყენ჻ ჩემისა჻ არსიცოცოხლისა჻ სმენასა჻ მოდი჻ და჻ მივსცნე჻ ცოცხალმან჻ თვალნი჻ ცრემლისა჻ დენასა჻

887. ტირს჻ იტყვის჻ დადვა჻ კეშნი჻ ლახვარმან჻ ჩემთვის჻ ათმანო჻ ჰინდოთა჻ რაზმან჻ ჩემად჻ კლვად჻ თქვა჻ ესე჻ ტევრი჻ ვთხზა჻ თმანო჻ თვალთა჻ გიშერი჻ აშვენებს჻ სათმან჻ რად჻ მომკლა჻ სათმანო჻ ბაგე჻ კბილო჻ და჻ თვალწარბო჻ მომცემდი჻ პატიჟთა჻ თმანო჻

888. იტყუის჻ ჰე჻ მზეო჻ ვინ჻ ხატად჻ გთქვის჻ მზიანისა჻ ღამისად჻ ერთარსებისა჻ ერთისა჻ მის჻ უჟამოსა჻ ჟამისად჻ ვის჻ გმორჩილობენ჻ ციერნი჻ ერთის჻ იოტის჻ წამისად჻ ბედსა჻ ნუ჻ მიქცევ჻ მიაჯე჻ შეყრამდის჻ ჩემად჻ და჻ მისად჻

889. ვის჻ ხატად჻ ღმრთისად჻ გიტყვიან჻ ფილოსოფოსნი჻ წინანი჻ შენ჻ მიშველე჻ რა჻ ტყვექმნილსა჻ ჯაჭვნი჻ მაბიან჻ რკინანი჻ ბროლბადახშისა჻ მძებნელმან჻ სათნი჻ დავჰკარგე჻ მინანი჻ მაშინ჻ ვერ჻ გავძელ჻ სიახლე჻ აწ჻ სიშორესა჻ ვინანი჻

890. ამას჻ მოთსქმიდის჻ იწვოდის჻ ვითა჻ სანთელი჻ დნებოდის჻ დაყოვნებისა჻ მოშიში჻ ისწრაფდის჻ იარებოდის჻ რა჻ შეუღამდის჻ ვარსკვლავთა჻ ამოსლვა჻ ეამებოდის჻ მას჻ ამსგავსებდის჻ ილხენდის჻ უჭვრეტდის჻ ეუბნებოდის჻

891. მთუარესა჻ ეტყვის჻ იფიცე჻ სახელი჻ ღმრთისა჻ შენისა჻ შენ჻ ხარ჻ მომცემი჻ მიჯნურთა჻ მიჯნურობისა჻ სენისა჻ შენ჻ გაქვს჻ წამალი჻ მისისა჻ მოთმინებისა჻ თმენისა჻ მიაჯე჻ შეყრა჻ პირისა჻ შენგამო჻ შენებრ჻ მშვენისა჻