... (H-757), 1671 წ.

684. მიბრძანა჻ თუ჻ გონიერი჻ ჴამს჻ აროდეს჻ არ჻ აჩქარდეს რაცა჻ სჯობდეს჻ მოაგუაროს჻ საწუთროსა჻ დაუწყნარდეს თუ჻ სასიძო჻ არ჻ მოუშვა჻ ვა჻ თუ჻ მეფე჻ გაგიმწარდეს შენ჻ და჻ ისი჻ წაიკიდოთ჻ ჰინდოეთი჻ გარდაჰქარდეს

685. კვლა჻ თუ჻ სიძე჻ შემოუშვა჻ მე჻ შემირთავს჻ იყოს჻ ასდენ ერთმანერთსა჻ გავეყარნეთ჻ ძოწეულნი჻ გაგუიფლასდენ მათ჻ მორჭმულთა჻ მოივლინონ჻ ჩუენ჻ პატიჟნი჻ გაგუიასდენ ესე჻ ამბვად჻ არ჻ ეგების჻ რომე჻ სპარსნი჻ გაგუიხასდენ

686. მე჻ ვჰკადრე჻ ღმერთმან჻ აშოროს჻ მის჻ ყმისა჻ შენი჻ ქმარობა რა჻ შემოვიდენ჻ ჰინდოვეთს჻ შევიგნა჻ მათი჻ გმირობა უჩუენო჻ ჩემი჻ ძალგული჻ და჻ ჩემი჻ მეომარობა ასრე჻ დავჰჴოცნე჻ შეეძლოს჻ აღარა჻ არსაჴმარობა

687. მიბრძანა჻ თუ჻ ჴამს჻ დიაცი჻ დიაცურად჻ საქმე჻ დედლად დიდსა჻ სისხლსა჻ ვერ჻ შეგაქნევ჻ ვერ჻ ვიქმნები჻ შუვა჻ კედლად რა჻ მოვიდეს჻ სიძე჻ მოკალ჻ მისთა჻ სპათა჻ აუწყუედლად ქნა჻ მართლისა჻ სამართლისა჻ ხესა჻ შეიქს჻ ჴმელსა჻ ნედლად

688. ასრე჻ ჰქენ჻ ჩემო჻ ლომო჻ და჻ მჯობო჻ ყოველთა჻ გმირთაო მიპარვით჻ მოკალ჻ სასიძო჻ ლაშქართა჻ ნუ჻ მოირთაო მისთა჻ სპათაცა჻ ნუ჻ დაჰჴოც჻ ზროხათა჻ ვითა჻ ვირთაო჻ დიადი჻ სისხლი჻ უბრალო჻ კაცმანცა჻ ვით჻ იტვირთაო

689. იგი჻ რა჻ მოჰკლა჻ ეუბენ჻ პატრონსა჻ ჩემსა჻ მამასა ჰკადრე჻ თუ჻ სპარსთა჻ ვერა჻ ვიქ჻ ჰინდოეთისა჻ ჭამასა ჩემია჻ მკუიდრი჻ მამული჻ არ჻ მივსცემ჻ არცა჻ დარასა არ჻ დამეჴსნები჻ გაგიჴდი჻ ქალაქსა჻ ვითა჻ ტრამასა

690. ჩემი჻ ყოლა჻ ნურა჻ გინდა჻ სიყვარული჻ არცა჻ ნდომა ამით჻ უფრო჻ მოგეცემის჻ სამართლისა჻ შენ჻ მოჴდომა ქნას჻ მეფემან჻ ყელმოტეხით჻ შემოხვეწა჻ შემოკდომა ჴელთა჻ მოგცეს჻ თავი჻ ჩემი჻ შეგვფეროდეს჻ ერთგან჻ სხდომა

691. ესე჻ მეტად჻ მომეწონა჻ თათბირი჻ და჻ გამორჩევა ჩემთა჻ მტერთა჻ დავაცადე჻ დასაჴოცლად჻ ჴრმლისა჻ ქნევა მერმე჻ ავდეგ჻ წამოსავლად჻ მან჻ დამიწყო჻ ქვევა჻ წვევა მწადდა჻ მაგრა჻ ვერ჻ შევმართე჻ შეჭიდება჻ შემოხუევა

692. ხანი჻ დავჰყავ჻ გავეყარე჻ მაგრა჻ გავჰჴე჻ ვითა჻ ხელი ასმათ჻ წინა჻ წამომიძღუა჻ ჩამდიოდა჻ ცრემლი჻ ცხელი ჭირი჻ ბევრჯელ჻ ვაათასე჻ ლხინი჻ ჩემი჻ ვაერთხელი მერმე჻ წასლვა჻ არა჻ მწადდა჻ ამად჻ მივალ჻ არ჻ ფიცხელი

693. გარე჻ ვაქციე჻ ასმათი჻ მუნ჻ ჩემი჻ ჩამოყოლილი ღამით჻ უჭვრეტდი჻ ვარსკვლავთა჻ მე჻ საწოლს჻ ვერ჻ დაწოლილი გულსა჻ დამესვის჻ ლახუარი჻ შავთა჻ წამწამთა჻ სროლილი მისმან჻ შუქმან჻ დამალურჯა჻ დამალება჻ დამდვა჻ წყლული

694. მოვიდა჻ კაცი჻ სასიძო჻ მოვაო჻ მოსლვა჻ გვახარა მაგრა჻ თუ჻ ღმერთი჻ რას჻ უზამს჻ არა჻ იცოდა჻ გლახ჻ არა მეფესა჻ მიხუდა჻ სიამე჻ არ჻ სიტყვა჻ ივაგლახა჻ რა მიბრძანა჻ ახლოს჻ მიმისვა჻ მოდიო჻ თავი჻ დახარა

695. მიბრძანა჻ ჩემთუის჻ ესე჻ დღე჻ ლხინი჻ და჻ სიხარულია გარდავიჴადოთ჻ ქორწილი჻ ჴამს჻ ვითა჻ დასასრულია კაცი჻ გავგზავნოთ჻ მოვიღოთ჻ ყოვლგნით჻ საჭურჭლე჻ სრულია჻ უხუად჻ გავსცემდეთ჻ ვავსებდეთ჻ სიძუნწე჻ უმეცრულია

696. მე჻ გავგზავნენ჻ ყოვლგნით჻ კაცნი჻ საჭურჭლეთა჻ წამომხმელნი სასიძოცა჻ მოგუივიდა჻ იყვნეს჻ ხანსა჻ არდამზმელნი შიგნით჻ ჩუენნი჻ გაეგებეს჻ გარეთ჻ მოდგეს჻ ხუარაზმელნი მათ჻ ლაშქართა჻ ერთგან჻ მყოფთა჻ ვერ჻ იტევდეს჻ ვერცა჻ ველნი

697. მეფემან჻ ბრძანა჻ მოკაზმეთ჻ კარვითა჻ მოედანია გამოისვენოს჻ სიძემან჻ დაყოს჻ ცოტაი჻ ხანია მუნ჻ მისად჻ ნახვად჻ გავიდენ჻ უშენოდ჻ სხუანი჻ სპანია შენ჻ აქა჻ ნახენ჻ კმარიან჻ იქა჻ ნახვისად჻ კმანია

698. მაედანს჻ დავდგი჻ კარვები჻ წითლისა჻ ატლასებისა მოვიდა჻ სიძე჻ გარდაჰჴდა჻ დღე჻ ჰგუანდა჻ არ჻ აღუსებისა შეიქმნა჻ გასლვა჻ შიგანთა჻ ჯარია჻ მუნ჻ ხასებისა დაიწყეს჻ დგომა჻ ლაშქართა჻ თემთემად჻ დასდასებისა

699. მე჻ დავშური჻ ვითა჻ წესია჻ საურავგარდაჴდილისა შინა჻ წამოველ჻ მაშურალსა჻ ქნა჻ მომდომოდა჻ ძილისა მონა჻ მოვიდა჻ მომართუა჻ წიგნი჻ ასმათის჻ ტკბილისა ადრე჻ მოდიო჻ გიბრძანებს჻ მსგავსი჻ ალვისა჻ ზრდილისა

700. ცხენისაგან჻ არ჻ გარდავჰჴე჻ წაველ჻ ფიცხლად჻ დავმორჩილდი ქალი჻ დამხუდა჻ ნატირები჻ ვჰკითხე჻ ცრემლსა჻ რასა჻ ჰმილდი მითხრა჻ შენი჻ შესწრობილი჻ ტირილსამცა჻ ვით჻ ავსცილდი გაუწყვედლად჻ ვით჻ გამართლო჻ რაგუარადმცა჻ გავექილდი

701. შევედით჻ ვნახეთ჻ ბალიშსა჻ ზედა჻ წარბშერჭუმით჻ მჯდომარე მზე჻ ვეღარას჻ იქს჻ მის჻ მეტსა჻ მას჻ გაენათლა჻ რომ჻ არე წავდეგ჻ მიბრძანა჻ რასა჻ სდგა჻ დღე჻ მიგიჩს჻ წინ჻ საომარე ანუ჻ გამწირე჻ მიტყუე჻ და჻ კვლაცა჻ მომიცდომარე

702. მე჻ მეწყინა჻ აღარა჻ ვთქვი჻ ფიცხლად჻ გარე჻ შემოვბრუნდი უკუვჰყივლე჻ აწ჻ გამოჩნდეს჻ არ჻ მინდოდეს჻ ვისცა჻ უნდი ქალი჻ ომსა჻ რაგუარ჻ მაწვევს჻ აგრე჻ ვითა჻ დავძაბუნდი შინა჻ მოველ჻ მოკლვა჻ მისი჻ დავაპირე჻ არ჻ დავყმუნდი

703. ასსა჻ ვუბრძანე჻ მონასა჻ საომრად჻ დაემზადენით შევსხედით჻ გავლეთ჻ ქალაქი჻ არავის჻ გავეცხადენით კარავსა჻ შეველ჻ სასიძო჻ ვითა჻ წუა჻ ზარამც჻ თქმად჻ ენით უსისხლოდ჻ მოვჰკალ჻ იგი჻ ყმა჻ თუცა჻ ჴმდა჻ სისხლისა჻ დადენით