... (A-530), XIX ს.

798. ღ~თო ღ~თო მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვლიდე მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე თუღა დავრჩე გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევსწირდე

799. რა ილოცა ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა შერმადინცა დააბრუნა, თუმცა ვამნი ადიადნა მონა სტირს და მკერდსა იცემს, საბრალომან ცრემლი ღვარნა პატრონისა ვერა მჭვრეტმან, ყმამან რამცა გაიხარნა

800. აწ ამბავი სხვა დავიწყოთ, ყმასა წავყვე წამავალსა არ შეექნა დარბაზობა, მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა რა გათენდა შუქი ადგა, ჰგავს თუ ადენს პირით ალსა ხმობა ბრძანა ვეზირისა, მიიყუანდეს შიშით მკრძალსა

აქა ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლისა,

801. რა ვეზირი მოწიწებით, დარბაზს ნახა შემოსრული როსტან უთხრა არა მახსოვს, გუშინდელი შენგან ქნილი მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული აზომ რომე გაგათხოვე, შენ ვეზირი გულის გული

802. თუ რად მახსოვს რად უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე მართლად უთქვამს მეცნიერთა, წყენააო ჭირთა ბადე ესე გვარსა ნუ ოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე აწ მითხარ თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყუა გააკულადე

803. კულა მოახსენა ვეზირმან, სიტყუა ნაგუშინდელევი რა გაიგონა შესთვალა, პასუხი არ ნაგრძელევი შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი კულა მაგის მეტად ნუ მასმენ, თვარე მე სულად გელევი

804. რა გამოვიდა ვეზირი, ჰსძებნა ვერ პოვა მინანი მართ გაპარვასა უთხრობდეს, მონანი ცრემლთა მდინანი მან ჰსთქვა მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს, რაცა ვსთქვი მასცა ვინანი

805. რა ვეზირი არ შევიდა, კულა მეფემან კაცი გზავნის კაცმან ჰსცნის და გარეთ დადგის, წასვლა ვერვინ გაამჟღავნის როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის თქვა უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის

806. თავ დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი უში ქნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას მიდი მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი რა ვეზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი

807. კულა შევა დარბაზს ვეზირი, დაღრეჯით არ მხიარულად მეფემან ჰკითხა წასრულა, მზე დაუდგრომლად მთვარულად მან მოახსენა ყუელაი, ვით წასრულიყო დარულად მზე აღარ მზეობს ჩვეთანა, დარი არ დარობს დარულად

808. რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის მეტნი მოსთქვამს იტყვის ვაი გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი პირსა ხოჭით წვერსა გლეჯით, გააკვირნა მისნი მჭვრეტნი სად წახე და სად დაჰკარგენ, სინათლენი ეგე სვეტნი

809. თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები მაგრამ მე რა ვქმნა გაზრდილო, აწ სახლად მართებს სენები გამაღარიბე დამაგდე, გულსა გლახ ვისთვის ენები შენად შეყრამდის პატიჟთა, ჩემთა ვერ იტყვის ენები

810. ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა ჯავარ სრულსა ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მასულსა აწ უშენოდ რა გლახ ვიყო, საჯდომსა და სრასა სრულსა

811. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები ნუთუ კულა ღთ~ნ წყალობით, გაგიადვილოს ჭირები მაგრა თუ მოკუდე გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები

812. ზარი გაისმა შამოჰკრბა, ჯარი მრავალი კაცისა დარბაზს ხასთაგან ჯარია, ხელითა წვერთა ტაცისა იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა თქვეს ბნელი გვმართებს დღე კრულთა, რადგან მზე მიგვიდრკა ცისა

813. რა მეფემან დიდებულნი, ნახა სულთქმით შემოსტირნა უთხრა ხედავთ მზემან ჩვენმან, შუქნი სრულად დაგვიძვირნა რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა რად გაგვწირნა სპანი მისგან დაჭირულნი, ვინცაღა ვით დაგვიჭირნა

814. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად მეფემან ჰბრძანა იკითხეთ, მარტოა ანუ ყმიანად მოვიდა მონა შერმადინ, მოშიშრედ სირცხვილიანად ანდერძი ჰკადრა ასტირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად

815. მოახსენა საწოლს ვპოვე, ესე მისგან დანაწერი ჰსდგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს არცა ბერი მე თუ მამკლავთ მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი

816. რა ანდერძი წაიკითხეს, კულა იტირეს დიდი ხანი მერმე ბრძანა მხიარულსა, ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი შევეწივნეთ მშვიდობისა, ნუთუ მისცეს მისცეს ღ~თნ გზანი