... (A-530), XIX ს.

836. შენ უმართლე ხარ ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა მაგრა ვით ითქმის ვით გახდა, ვითა გიამბობ ცნობილსა ენა დაშვრების გაცვდების, გულსა შეელმის ლმობილსა ამას მით ვაზრობ მინახავს, მე უბედურსა შობილსა

837. ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი, არცა ვის ამბად სმენია თუ არა კაცთა სასჯელი, ქვათაცა შენაძრწენია დიჯლადცა ჰკმარის მას რომე, თვალთაგან ცრემლი სდენია თვით რაცა ბრძანოთ მართალ ხართ, სხვა სხვისა ომსა ბრძენია

838. მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა ცეცხლ მოდებულსა მოვიდეს რა ჰქმნას ავთანდილ, მისსა დამვედრე დობულსა მიბრძანა მოღმა მნახვიდეს, მე მისთვის გაცუდებულს ამათ არ დავჰყრი არეთა, არ გავსტეხ მის ქათებულსა

839. მას ზენაარსა არ გაუტეხ, მას ფიცსა არ ვერცუები მად პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამჰსდის რუები თუ მკვდარი მნახოს დამმარხოს, თქვას ვაგლახი და უები ცოცხალი დავხვდე უკვირდეს სიცოცხლე არს სათუები

840. ჩემთვის გარდახდა მას აქათ, გაყრა მზისა და ქედისა ოდენ მოდენა ცრემლისა, მჰსჭირს ველთა მოსალბედისა მსჯის გამრავლება ხელქმნისა, სულთქმისა ზედა ზედისა დავვიწყებივარ სიკუდილსა, ნახე ნაქმარი ბედისა

841. ესე აარაკი მართალი, ჩინს ქვასა ზედა ჰსწერია ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია აწ ზაფრანია ვის წინა, ვერ ვარდი გვანდის ვერ ია თუღა მონახავ მონახე, ქენ რაცა შენი ფერია

842. ყმამან უთხრა უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად მაგრამ გაბჭევ რა მიქნია, სამსახური ტყვესა ტყვისად გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად

843. ბროლ სადაფნი მარგალიტსა, ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ მას მოვშორდი ვერ ვიახელ, ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ გამოპარვით წამოსვლითა, ღ~თისა სწორნი მოვიმდურვენ ნაცულად მათად წყალობათა, მათნი გულნი შევაურვენ

844. პატრონი ჩემი გამზრდელი, ღ~თსაგან დიდად ცხოველი მას უორგულე წამოველ, მართ დავივიწყე ყოველი მშობლური ტკბილი მოწყალე, ცა წყალობისა მთოველი მისი შემცოდე ღ~თისაგან, კარგსა არაღას მოველი

845. ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო ბედითა მისითა არ უტყუვე და მოვსულვარ, მგზავრი ღამით და დღისითა აწ იგი სადმე წასულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა ცუდ მაშვრალი და მტირალი, ქვე ვზი პირითა მქისითა

846. დაო მეტსა საუბარსა, აღარ მამცემს ჟამი და დრო არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყუა გავაადრო წავალ ვჰსძებე ანუ ვპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო თვარამ ბედი აზომ თურმე, მიკვეთს ღ~თსა რაღა ვკადრო

847. ამის მეტი აღარა ჰსთქვა, ატირდა და წამოვიდა ქვაბი ჩავლო წყალსა გახდა, შამბი გავლო ველს გავიდა ქარი ველთა მონაქროლი, ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა რად მიმეცო ამა ჭირსა, ბედსა ამას უზრახვიდა

848. იტყვის ღ~თო რა შეგცოდე, შენ უფალსა არსთა მხედსა რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა ერთი ორთა მგონებელი, ვარ საქმესა წარსაწყმედსა მოვკუდე თავი არ მეწყალვის, სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა

აქა ავთანდილისაგან ტარიელის ძებნა მოთქმა და ტირილი,

849. მოყვარემან ვარდის კონა, გულსა მკრა და დამიწყლულა იგი ფიცი ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა მას თუ გამყრი საწუთროვო, ჩემი ლხინი გარდასრულა სხვა მოყვარე გულსა ჩემსა, გაკიცხულა გაბასრულა

850. კულა იტყვის მიკვირს ნაღველი, კაცისა მე ჭკვიანისა რა ჭმუნვარებდეს რას არგებს, ნაკადი ცრემლთა ბანისა ჰსჯობს გამორჩევა აზრობა, საქმისა დასაგვანისა აწ მეცა მიჯობს მონახვა, მის მზისა ლერწამ-ტანისა

851. ყმა გაემართა საძებრად, მტირალი ცრემლთა მფქვეველი ეძებს უძახის უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი სამ დღემდი მოვლო მრავალი, ხევი შამბნარი ტყე ველი ვერ ჰპოვა მივა მჭმუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი

852. იტყვის ღ~თო რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე რად შემასწარ ამა ბედსა, ჩემსა რა სასჯელი მამივლინე გამკითხველო გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე დაამოკლე დღენი ჩემნი, ჭირნი ჩემი გამილხინე

აქა პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხვი რომ დახოცა,

853. მივიდოდა მიუბნობდა, ყმა მტირალი ფერ შეცვლილი ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან ჩრდილი ნახა შავი შამბთა პირსა, დგა სადავე უკუყრილი თქვა უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი