... (A-530), XIX ს.

912. მას ღამესა ერთგან იყუნეს, იგი ლომნი იგი გმირნი იუბნეს და გააცხადეს, თავისთავის მათნი ჭირნი რა გათენდა კულა დაიწყეს, საუბარნი სიტყვა ხშირნი ერთმანეთსა გაუგონეს, ფიცი პირველ დანაპირნი

913. ტარიელ ეტყვის რად უნდა, სიტყვისა თქმა მრავალისა რაცა შენ ჩემთვის გიქნია, ღ~თია მზღველი ვალისა კმარა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთვრალისა არ დავიწყება მოყვრობა, მოყურისა წამავალისა

914. აწ შემიწყალე ნუ დამწვავ, კულა წვითა უცხელესითა მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა ვერ დამშრეტ შენცა დაიწვი, სოფლისა ქნისა წესითა წადი დაბრუნდი შეიქეც, მუნითვე შენი მზე სითა

915. ვინ დამბადა განკურნება, ჩემი უჩანს მასცა ძნელად ვისცა გესმის გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად რაცა მართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქნელად აწ ნობათი ხელობისა,მამხუდომია მით ვარ ხელად

916. ავთანდილ ეტყვის რა გითხრა, პასუხი მაგა თქმულისა შენვე ჰსთქვი ეგე სიტყვავო, კაცისა ბრძნად სწავლულისა ღ~თსამცა ვით არ შეეძლო, კულა განკურნება წყლულისა იგია მზრდელი ყოვლისა, დანერგულ დათესულისა

917. ღ~თსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით აღარ შეგყარნა გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით ჰსდეუს ფათერაკი მიჯნურსა, გასჭვრიტეთ გაიცადენით თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს, მე სულნი ამომხადენით

918. ნეტარ მამაცი სხვა რაა, არ გაჰსძლოს რაცა ჭირია ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია ნუ გეშის ღ~თი უხვია, თუცა სოფელი ძვირია რაცა მიწვრთიხარ იწვართე, გკადრო უწვრთელი ვირია

919. თუ რა გესმის გაიგონე, ესე კმაა ჰსწავლა სწავლად ჩემსა მზესა დავეთხოვე, თქვენს წინაშე წამოსავლად მოვახსენე რადგან ჩემი, შეუქმნია გული ავლად არას ვარგებ არ დავდგები, სხუა ვიუბნა რაღა მრავლად

920. მან მიბრძანა მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად შენგან მისსა გავლენასა, მე დავიჩენ სამსახურად მისის კითხვით წამოსრულვარ, არ მთვრალ ვარ და არ მახმურად აწ შევიქცე რა უამბო, რად მოხველო ჯაბან ხდლურად

921. მაგ საუბარსა ესე ჰსჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი ვერას ვერ შეიქს ნაყოფსა, ვარდი უმზეოდ ჭკნობილი შენ ვერას ირგებ მე მარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი მქნელი საქმისა ძნელისა, კაციმცა იყოს ცნობილი

922. სადაცა გწადდეს მუნ იყავ, მითვე წესითა მაგითა გწადდეს გულითა ბრძენითა, გწადდეს ცნობითა შმაგითა მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა ოდენ გამაგრდი არ მოკუდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა

923. ამის მეტსა არას გნუკევ, წელიწადსა ერთსა მსგეფსა აქავ ქვაბსა მომნახვიდი, მე ამბავსაა ყოვლგნით მკრეფსა ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ იეფსა ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ჰეფსა

924. ამა დროსა გარდავსცილდე, აქა ქვაბსა არ მოვიდე ჰსცან ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკუდე კიდე ესე მისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე მაშინ გწადდეს იხარებდი, გწადდეს ჭმუნვა გაადიდე

925. აწ რაცა გკადრე ამისთვის, ნუთუ შენ იყო მჭმუნავი მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს თუ ნავი არ უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი არ ვიცი ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბუნავი

926. მან უბრძანა აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამიმეტდეს არ მამისმენ რაზომიცა, საუბარი მიდიადდეს თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიყევ რაცა სწადდეს ბოლოდ ყოვლი დამალული, საქმე ცხადად გამოცხადდეს

927. არ დაიჯერო მაშინ ჰსცნა, ჩემთა საქმეთა ძნელობა ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა შენ რაცა გითქვამს მაგას ვიქ, მრჯის რაზომ გინდა ხელობა უშენოდ მამხუდეს რაღა ვქნა, არ დია დღეთა გრძელობა

928. საუბარი გარდასწყვიტეს, დააპირეს ესე პირი ცხენსა შესხდეს მოიარეს, თვითო მოჰკლეს ველს ნადირი შემოიქცეს აატირეს, გული კულაცა ანატირი ხვალ გაყრისა გონებამან, სხვა უმატა ჭირსა ჭირი

929. ლექსთა მკითხველნო თქვენიცა, თვალი ცრემლისა მღვრელია გულმან გლახ რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია მოშორვება მოყვარისა, გაყრა კაცისა მკვლელია ვინცა არ იცის არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია

930. დილა გათენდა შესხდეს და, მას ქალსა გაესალამნეს ტარიელ ასმათ ავთანდილ, თვალთაგან ცრემლნი ალამნეს სამთავე ღაწვთა ალამნი, არღავნის ფერად ალამნეს მათ ლომთა მიწყივ მხეცქმნილთა, თავნი მხეცთანა ალამნეს

931. ქვაბნი ჩავლნეს და წავიდეს, ზახილით ცრემლთა მდენანი ასმათ ჰსტირს მოსთქვამს, ჱე ლომნო ვისნი ვით მოგთქმენ ენანი მზემან დაგვწვა და დაგდაგნა, ცისა მნათობნი ზენანი ვაჲ ჭირნი ჩემნი ეზომნი, ვაი სიცოცხლისა თმენანი