... (A-530), XIX ს.

874. კულა ეუბნების ავთანდილ, სიტყვითა მრავალ ფერითა ეტყვის რამ მოკუდე გერგების, სიტყვითა რა ოხერითა ნუ იქ არა ჰსჯობს საქმითა, ნუ ხარ თავისა მტერითა ვერ წაიყვანა ვერა ქმნა, სიტყვითა ვერა ვერითა

875. მერმე უთხრა აჰა რადგან, არ მამისმენ არას არა არას გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცდარა თუ სიკუდილი გიჯობს მოჰკვდე, ვარდი დაჭკნეს დაცამჭკნარა ერთსა რასმე გიაჯები, მიყავ ცრემლი ამდუღარა

876. სადა ჰინდონი ბროლ ვარდსა, სარვენ გიშრისა სარითა მას მოვეშორვე წამოვე, სიჩქარით არ სიწყნარითა ვერ დამიჭირა მეფემან, მშობლურად საუბარითა შენ არ შემიყრი გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვჰსთქვა რითა

877. ნუ გამგზავნი გულ მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი ერთხელ შეჯე ცხენოსანი, გნახო ჩემი სულთა მდგმელი ნუთუ მაშინ მოვიქარვო, სევდა ესე აწინდელი მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქნას შენი საწადელი

878. ეხვეწებოდა შეჯეო, აჯას ხვეწნითა არვებდა იცოდა რომე შეჯდომა, კაეშანს მოაქარვებდა ლერწმისა სარსა დაჰსდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა დაიმორჩილა იამა, არ ივაგლახა არ ვებდა

879. ცხადად უთხრა შევსჯდებიო, მამიყვანე ცხენი წინა მან მოგვარა წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა მინდორთაკენ წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა ხანი წავლეს სიარულმან, მოჯობება დააჩნინა

880. შეაქცევს და ეუბნების, საუბართა შვენიერთა მისთვის სმენა გააყმობდა, მსმენელისა ყურთა ბერთა მისთვის ჰსძვრიდა სასაუბროდ, მათ ბაგეთა ძოწის ფერთა მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა

881. რა შეატყვა მოჯობება, მუნ სევდისა მუფარახმან გაანათლა პირი ვარდი, სიხარულმან დაუსახმან ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრა ახმან ცნობიერი სიტყვა უთხრა, უცნობოსა რასმე მძრახმან

882. შერასმეჰყუეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არ მალული ერთსა რასმე გიაჯები, გამიცხადე დაფარული ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული რაგვარ გიყვარს რაგვარ გიღირს, თქვი დავიღო მერმე სული

883. მან უთხრა სახე რა გითხრა, მის უსახოსა სახისა ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მამცემი ახისა მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა მიწისა და ხისა არ სასმენლისა მოსმენა, არს უმჟავესი წმახისა

884. ავთანდილ უთხრა ვლამოდი, მართ მაგისავე თქმევასა აწ რადგან გითქვამს პასუხსა, გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა ჰსჯობს ასმათისა არ ლევა, მაგა სამხრისა ლევასა ამად არ გიქებ საქმისა, უარესისა რჩევასა

885. სამხრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი ცნობილი აღარათ გინდა ასმათი, ნახე მათალი ბრჭობილი პირველ გლახ მისი ნაჭვრეტი, და მერმე შენი დობილი

886. თქვენს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს ქნილი ცნობისა მისი გამზრდელი გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა გლახ დაგიგდია არ ნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა

887. მან უბრძანა რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტის მეტად საბრალოა ასმათ მისად, მგონებლად და ჩემად ჭვრეტად მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მამესწარ ცეცხლთა შრეტად რადგან დავრჩი ხვალე ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერცა რეტად

888. დამორჩილდა გაემართნეს, ავთანდილ და ამილბარი ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი კბილნი ვითა მარგალიტი, ბაგე ვარდი ნაპობარი გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი

889. ამას ეტყვის შენთვის დავდებ, გონებასა სულსა გულსა მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა არას გარგებს სწავლულობა, თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა არ იხმარებ რას ხელსა, ჰხდი საუნჯესა დაფარულსა

890. არას გარგებს შეჭირვება, რომ ჰსჭმუნვიდე რა გერგების არ თუ იცი უგანგებოდ, არათ კაცი არ მოკუდების მზისა შუქთა მომლოდინე, ვარდი სამ დღე არ დაჰსჭნების ბედი ცდა და გამარჯვება, ღ~თსა უნდეს მოცაგხვდების

891. მოახსენა ეგე ჰსწავლა, ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს გონიერსა მწვრთელი უყუარს, უგუნურსა გულსა გმირდეს მაგრამ რა ვქნა რაგვარ გავსძლო, მეტის მეტი რა მიმჭირდეს შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო არ მიკვირდეს

892. ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე, უგავს ამად აენთების მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს დაცაშრტების რაცა ვისცა საქმე თვით ჰსჭირს, სხვათათვისცა ეკარგების თავიდაღმა რად არ იცი, გული ჩემი რაგვარ დნების

აქა მბობა ტარიელისაგან ავთანდილისაგან ლომ ვეფხვის დახოცვისა,