... (A-530), XIX ს.

702. ვინ უწინ ედემს ნაზარდი, ალვა რგვით მორწყო მახია დღეს საწუთრომან ლახვარმან, მიმცა დანასა მახია დღეს გული ცეცხლით უშრეტსა, დაბმით დამაბა მახია აწღა ვსცან საქმე სოფლისა, ზღაპარია და ჩმახია

703. ამას მოჰსთქვამს ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და აწანწარებს გულ ამოსკუნით ოხვრა სულთქმით, მიხრის ტანსა მიახარებს საყვარლისა სიახლესა, მოშორვება გაამწარებს ვაჲ საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს აზეწარებს

704. ყმა მივიდა საწოლს დაწვა, ზოგჯერ სტირს და ზოგჯერ ბნდების მაგრა ახლავს გონებითა, საყვარელსა არ მოსწყდების ვით მწვანვილსა თრთვილისაგან, პირსა ფერი მოაკლდების ჰხედავთ ვარდსა უმზეობა, როგორ ადრე დააჩნდების

705. გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი გული ჟამ ჟამად ყოველთა, ჭირთ მთმო ლხინთა მდომელი გული ბრმა ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი ვერცა პატრონობს სიკუდილი, ვერცა მეფეა რომელი

706. რა გულსა უთხრა გულისა, სიტყვანი საგულისონი მან მარგალიტი მოიხუნა, მის მზისა სამეყვისონი მის მზისა მკლავსა ნაბამი, მათ კბილთა შესატყვისონი პირსა დაიდვა აკოცა, ცრემლი სდის ვითა ბისონი

707. რა გათენდა კაცი მივა, მომკითხავი დარბაზს მხმობი ყმა წავიდა ლაღი ნაზი, ნაღვიძები ძილ ნაკრთობი ერთმანერთსა ეჯავრვიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოეკაზმა დაბდაბ ნობი

708. მეფე შეჯდა მაშინდელი, ზარი აწმცა ვით ითქმოდა ქოს დაბდაბთა ცემისაგან, ყურთა სიტყვა არ ისმოდა მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდა მას დღეს მათგან დანაღვარი, სისხლი ველთა მოესხმოდა

709. ინადირეს შემოიქცეს, მხიარულნი მინდორს რულნი შეიტანეს დიდებულნი თავადნი და სპანი სრულნი დაჯდა დახვდეს მოკაზმულნი, საჯდომნი და სრანი სრულნი ჰხმას ჰსცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს სრულნი

710. ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა ეუბნებოდა ბაგეთა გასჭვირს ბროლ ლალი, მათ კბილთა ელვა კრთებოდა ღირსნი ახლოს სხდეს ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა უტარიელოდ ხსენება, არვისგან იკადრებოდა

711. ყმა მივიდა გულმოკლული, ცრემლი ველთა მოედინა მართ მისივე სიყვარული, უარებდის თვალთა წინა ზოჯერ ადგის ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა რაცა აჯა დათმობისა, გულმან ვისმცა მოუსმინა

712. წევს იტყვის გულსა სალხინო, რამცაღა დაუსახეო მოგშორდი ედემს ნაზარდო, ლერწამო და ხეო შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ მჭვრეტთა სივაგლახეო ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ ნეტარმცა სიზმრად გნახეო

713. ამას მოსთქვამდის ტირილით, ცრემლისა დასაღვაროთა კულა გულსა ეტყვის დათმობა, ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა არ დავსთმოთ რა ვქნათ სევდასა, მითხარ რა მოუგვაროთა თუ ლხინი გვინდა ღ~თისაგან, ჭირნიცა შევიწყნაროთა

714. კულა იტყვის გულო რაზდემცა, გაქუს სიკუდილისა წადება ჰსჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება მაგრა დამალე არ გაჩნდეს, შენი ცეცხლისა კვლა დება ავად შეფერობს მიჯნურსა, მიჯნურობისა ცხადება

აქა დათხოვნა ავთანდილისაგან როსტევან მეფისა და ვეზირის საუბარი და ხვეწნა,

715. რა გათენდა შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე იტყვის ნეტარ მიჯნურობა, არ დამაჩნდეს დაცავფარე დათმობასა ეაჯების, გულსა შინა რა მოუგვარე ცხენსა შეჯდა წამოვიდა, ვაზირისა სახლსა მთვარე

716. ვეზირმან ჰსცნა გაეგება, ჩემსა მზეა ამოსრული ამას თურმე მახარებდა, დღეს ნიშანი სახარული მიეგება თაყუანიჰსცა, კადრა სრულსა ქება სრული ჰხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული

717. ყმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან ავმან უქმან ფერხთა ქვეშე ხატაურსა, უფენენ და მიწად უქმან ყმამან სახლი გაანათლნა, ვით სამყარო მზისა შუქმან თქვეს სურნელი სული ვარდთა, დღეს მოგუბერნა ქვენამ ბუქმან

718. დაჯდა მისთა შემხედველთა, გული მათი მართლად ხელეს მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა, თავისათვის ისახელეს სულთქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს გაყრა ბრძანეს გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს

719. რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვეზირსა ეუბნების იტყვის შენი დამალული, დარბაზს არა არ იქნების რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების გაიგონე ჭირი ჩემნი, მკურნე რაცა მეკურნების

720. მის ყმისა ცეცხლი მედების, მწვა მჭირს მისისა მწველისა მკლავს სურვილი და ვერ ნახვა, ჩემისა სასურველისა მას ჩემთვის სულნი არ შურდეს, შეზღვა ჰხამს შეუზღველისა ხამს სიყუარული მოყვრისა, უხვისა უშურველისა