... (A-530), XIX ს.

854. რა შეხედა ყმასა გულმან, გაუფეთქნა გაუნათდა აქა ლხინი დაღრეჯილსა, უათასდა არ უათდა ვარდმან ფერი გაანათლა, ბროლი ბროლდა სათი სათდა ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა

855. რა ტარიელ დაინახა, გაღანამცა დაეღრიჯა ახლოს მყოფი სიკუდილისა, ჯდა და პირი დაებღნიჯა საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა

856. ერთკენ უც ლომი მოკლული, და ხრმალი სისხლ მოცხებული კულა სხვაგან ვეფხი უსულო, მკუდარი ქვე დანარცხებული მას წყაროსაებრ თვალთაგან, ცრემლი სდის გაფიცხებული მუნ ეგრე გულსა უნთებდა, ცეცხლი მცხინვარე ცხებული

857. თვალთა ახმადცა ზარ ედვა, სრულად მიხდოდა ცნობასა ყმა სახელდებით უყივის, ლამის სიტყვითა კრთობასა მიახლებოდა სიკუდილსა, მოშორვებოდა ნობასა ვეღარ ასმინა გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა

858. ხელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა ახლოს უზის და უყივის, მართ სახელდობით სახელსა ეტყვის ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა მას არა დია შეესმის, რეტსა თვალ დაუფახველსა

859. ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტადრე მოაცნობილა მაშინღა იცნა აკოცა, მოეჭდო მოეძმობილა ვიმოწმებ ღ~თსა ცხოველსა, მათებრივ არვინ შობილა

860. უთხრა ძმაო არ გიტყუო, გიყავ რაცა შემოგფიცე გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე აწ დამეხსენ სიკუდილამდის, ვიტირო და თავსა ვიცე მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთ საჭემლად არა მიმცე

861. ყმამან უთხრა რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქ ავსა ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა ვის უქნია შენი მსგავსი, სხვათა კაცთა ნათესავსა რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა

862. თუ ბრძენი ხარ ყოვლნი ბრძენნი, აპირებენ ამა პირსა ჰხამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად ტირსა ჭირსა შიგან გამაგრება, ისე უნდა ვით ქვიტკირსა თავისისა ცნობისაგან, ჩავარდების კაცი ჭირსა

863. ბრძენი ხარ და გამორჩევა, არა იცი ბრძენთა თქმულებ მინდორს ჰსტირ და მხეცთა, ახლავ რას წადილსა აისრულებ ვისთვის კუდები ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიმდურვებ თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ

864. ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან მითხარ უსახო რა ქნილა, სულნი რად ამოგხდებიან არ იცი ვარდნი უეკლოდ, არავის მოუკრებიან

865. ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა, რამან შეგქმნა ტანად პირად მიკვირს რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რადგან ჭირად მან ჰსთქვა ტკბილსა მწარე ჰპოებს, ჰსჯობს იქნების რაცა ძვირად ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად

866. რადგან ვარდი ამას იტყვის, უსულო და უასაკო მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო უბოროტო ვის ასმია, რაცა კარგი საეშმაკო რად ემდურვი საწუთროსა, რა უქნია უარაკო

867. ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე წავიდეთ ნებასა ნუ მიჰყოლიხარ თავისა, თათბირსა გაგონებასა რაცა არ გწადდეს იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა ასრე არ ჰსჯობდეს არ გეტყვი, რად მეჭუ რასაცა თნებასა

868. მან უთხრა ძმაო რა გითხრა, ძვრაცა არ ძალმიც ენისა ძალი არა მაქვს ტყვექმნილსა, შენთა სიტყვათა სმენისა რად ადვილად გჩანს მოთმენა, ჩემთა სასჯელთა თმენისა აწ მივსწურვილვარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა

869. ამას მოკვდავი ვილოცავ, აროდეს ვითხოვ არ ენით აქა გაყრილნი მიჯნურნი, მუნამცა შევიყარენით მუნ ერთმანერთი კულა ვნახეთ, კვლავ რამე გავიხარენით მოი მოყურეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით

870. საყვარელმან საყვარელი, ვით არ ნახოს ვით გაწიროს მისკენ მივალ მხიარული, მერმე იგი ჩემ კერძ იროს მივეგებვი მამეგებოს, ამიტირდეს ამატიროს ჰკითხე ასთა ჰქენ გულისა, რა გინდ რა ვინ გივაზიროს

871. მართ გარდაწყვეტით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა სიკუდილი მახლავს დამეხსენ, ხანსაღა დავყოფ მცირასა არ ცოცხალ ვიყო რას ვაქმნევ, რა დავრჩე ხელსა მხდი რასა დამშლიან ჩემი კავშირნი, შეჰვრთვიან სულთა სირასა

872. რა სთქვი რას იტყვი არ მესმის, არცა მცალს სმენად მაგისად სიკუდილი მახლავს ხელქნილსა, სიცოცხლე არის წამისად აწ გამიარმდა სიცოცხლე, მეტად ყოვლისა ჟამისად მუნ მეცა მივალ ცრემლისა, მიწად სად გამდის ღამი სად

873. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი, ხელი ვითა იქმს ბრძნობასა ეგ საუბარი მაშინ ჰხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა ვარდი ვერ არის უმზეოდ, იყოს დაიწყებს ჭკნობასა მაწყენ დამეხსენ არა მცალს, არცაღა ვახლავ თმობასა