... (A-530), XIX ს.

682. ყმა მხიარული წინაშე, დასვა სკამითა მისითა სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა უბნობდენ ლაღნი წყლიანნი, არა სიტყვითა მქისითა უთხრა ჰპოვეა პატიჟნი, მაგრა ძებნითა ვისითა

683. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან, მისცეს წადილი გულისა ხსოვნა არა ჰხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა ვჰპოვე ხე ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა მუნ პირი მჰსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ ნაკრულისა

684. მუნ სარო მგზავსი ვარდისა, ვნახე მისჭირდა მინები იტყვის დავჰკარგე ბროლი და, სადა ჰრთავს ბროლსა მინები მით ვიწვი რადგან ჩემებრვე, ცეცხლი ჰსწვავს მოუთმინები მერმე კულა ჰკადრა ამბავი, მან მისგან მონასმინები

685. სიარულსა მისგან ძებნად, სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა მერმე ჰკადრა საწადლისა, ღ~თნ პოვნა ვით აღირსა საწუთრო და სოფელს ყოფნა, კაცი უჩნსო ვით ნადირსა ოდენ ხელი მხეცთა თანა, იარების მინდორს ტირსა

686. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო, ჩემგან ვით გაგეგონების მისსა მნახავსა ნახული, აღარა მოეწონების თვალნი მჭვრეტელნი ვით მზისა, ციაგსა დაეღონების ვარდი და ქმნილა ზაფრანად, აწ ია შეიკონების

687. წვრილად ჰკადრა რა იცოდა, რა ნახული რა ნასმენად ვითა ვეფხსა წავარნა და, ქვაბი აქუსო სახლად მენად ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად ვაჲ სოფელმან სოფელს მყოფი, ყოვლი დასვა ცრემლთა დენად

688. ქალსა რა ესმა ამბავი, მიხუდა წადილი ნებისა განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა იტყვის რა უთხრა პასუხი, მას სათნებლისა თნებისა რაა წამალი მისისა, წყლულისა განკურნებისა

689. ყმა ეტყვის ვის აქვს, მინდობა კაცისა მამცქაფავისა მან ჩემთვის დაწვა თავისი, დადვა არ დასაწვავისა დრო დამიძს ჩემგან მისულისა, მითქუმს დადება თავისა მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა

690. ჰხამს მოყვარე მოყურისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად კულა მიჯნურსა მიჯნურისა, ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად აჰა მაქვსმცა უმისოსა, ლხინი არმად თავი ფლიდად

691. მზე ეტყვის მამხუდა ყოველი, ჩემი წადილი გულისა პირველ შენ მოხველ მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა მერმე ზრდა სიყუარულისა, გაქვს ჩემგან დანერგულისა ვჰპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა

692. საწუთრო კაცსა ყოველსა, ვითა ტაროსი უხდების ზოგჯერ მზეა და ოდესმე, ცა რისხვით მოუქუხდების აქამდის ჭირი ჩემზედა, აწ ესე ლხინად უხვდების რადგან შვება აქუს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების

693. შენ არ გატეხა კარგი გჭირს, ზენაარისა ფიცისა ჰხამს გასრულება მოყურისა, სიყვარულისა მტკიცისა ძებნა წამლისა მისისა, ცოდნა ჰხამს უიიცისა ჩემი სთქვი რა ვქმნა ბნელ ქმნილმან, მზე მამეფაროს მე ცისა

694. ყმამან ჰკადრა სიახლითა, შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა ცუდი არის დამზრალისა, გასათბობლად წყლისა ბერვა ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა მზისა წვერვა თუ გიახლო ერთხელ ვა, და რა მოგშორდე ათასჯერ ვა

695. ვა თუ გავიჭრა გაჭრილსა, სადა გლახ დამწვავს სამალი გული სძევს საგნად ისრისა, მესვრის საკრავად სამალი დრო სიცოცხლისა ჩემისა, დღისითღა ჩანს ნაასამალი ფარვა მწადს მაგრა გარდახდა, ჟამი პატიჟთა სამალი

696. მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ბრძანე ვარდსა ქაცვი მოაპოვებს, ეკალთამცა რად ვეფხანე მაგრამ მზეო თავი მზესა, ჩემთვის სრულად დააგვანე სიცოცხლისა საიმედო, ნიშანი რა წამატანე

697. ყმა ტკბილი და ტკბილ ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი ამა ზედა ეუბნების ვით, გაზრდილსა ამო მზრდელი ქალმან მისცა მარგალიტი, სრულ ქმნა მისი საწადელი ღ~თნ ქნა და გაუსრულდეს, ლხინი ესე აწინდელი

698. რა სჯობს რა კაცმან გიშერი, ბროლ ლალსა თანა ახიოს ანუ ბაღს ალვა საროსა, ახლოს ჰრგოს მორწყოს ახიოს მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ მჭურეტსა ავაგლახიოს ვაჲ მოყვარისა გაყრილსა, ახიო ეყოს ახი ოს

699. მათ მიხვდა ლხინი ყოველი, ერთმანერთისა ჭვრეტითა ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა მზე სტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის მეტითა იტყვის ვერ გაძღა სოფელი, ვაჲ სისხლთა ჩემთა ხვრეტითა

700. ყმა წავიდა სეუდიანი, მკერდსა იცემს ამად ილებს რომე კაცსა მიჯნურობა, ატირებს და გააფლიდებს რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს მის მოყვრისა მოშორება, კვლავ აჩრდილებს არ ადილებს

701. სისხლმან ცრემლისა გარევით, ღაწვი ქნის ღარად და ღარად იტყვის მზე ჩემგან თავისა, კმა დასადებლად აღარ მიკვირს თუ გული ალმასი, შავმან წამწამმან დაღა რად ად ვირემ ვნახვიდე სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად