... (A-530), XIX ს.

აქა ავთანდილისაგან მეორედ წასვლა, გაპარვით და ტარიელის შეყრა,

817. მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს რა იახლოს შუქი დასწვავს, გაეყრების ვერ იახლებს მაგრამ ვარდსა უმზეობა, გაახმობს და ფერსა აკლებს ჩვენ ვერ ჭვრეტა საყუარლისა, ჭირსა ძველსა გაგვიახლებს

818. აწღა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა მივა და მისტირს გულმდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა წამ წამ მობრუნდის იაჯდის, მისთვის მზისავე მზობასა უჭვრეტდის თვალნი ვერ მოხსნის, თუ მოხსნის მიხდის ცნობასა

819. რა მიიახლის დაბნედად, ვერ ხელყვის გაძვრად ენისად მაგრა ჰსდის ცრემლი თვალთაგან, მსგავსად დილაჯის დენისად ზოგჯერ დაბრუნდის იჭურეტდის, ღონედ პატიჟთა თმენისად რა გაემართის არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად

820. თქვა ჩემო შენი შორს მყოფი, კრულია ვინცა დადუმდეს რადგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკერძვე დაბრუნდეს თვალთა მტირალთა შეხედვა, შენივე სწადდეს და უნდეს ჰსჯობს საყვარელსა მოყვარე, რაზომცა დაუძაბუნდეს

821. მე რა ვქნა შენად შეყრამდე, ანუ რას მეჭვდე ლხენასა თავსა მოვიკლავ მე თუმცა, შენგან არ ვეჭვდე წყენასა მაგრამ შენ გაწყენ ჩემისა, არ სიცოცხლისა სმენასა მოდი და მივსცნე ცოცხალმან, თვალნი ცრემლისა დენასა

822. ჰსტირს იტყვის დადვა კეშანი, ლახვარმან ჩემთვის ათმანო ჰინდოთა რაზმან ჩემად კვლად, თქვა ესე ტევრი ვთხზა თმანო თვალთა გიშერი აშვენებს, მამცემდი პატიჟთა თმანო ბაგე კბილო და თვალ წარბო, სათმან რად მამკლა სათმანო

823. იტყვის ჱე მზეო ვინ ხატად, გთქვის მზიანისა ღამისად ერთარსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად ვის მორჩილობენ ციერნი, ერთის იოტის წამისად ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად

824. ვის ხატად ღ~თისად გიტყვიან, ფილასოფოსნი წინანი შენ მიშველე რა ტყვექმნილსა, ჯაჭვნი მაბიან რკინანი ბროლ ბალახშისა მძებნელმან, სათნი დავჰკარგე, მინანი მაშინ ვერ გავსძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი

825. ამას მოჰსქმიდის იწოდის, ვითა სანთელი ჰსდნებოდის დაყოვნებისა მოშიში, ისწრაფდის იარებოდის რა შეუღამდის ვარსკულავთა, ამოსულა იამებოდის მას ამსგზავსებდის ილხენდის, უჭვრეტდის ეუბნებოდის

826. მთვარესა ეტყვის იფიცე, სახელი ღ~თისა შენისა შენ ხარ მამცემი მიჯნურთა, მიჯნურობისა სენისა შენ გაქუს წამალი მისისა, მოთმინებისა თმენისა მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა

827. ღამე ალხენდის დღე ჰსჯიდის, ელის ჩასვლასა მზისასა რა წყალი ნახის გარდიხდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა მას თანა ჰრთვიდის ნაკადსა, სისხლისა ცრემლთა ტბისასა კულა გაემართის ისწრაფდის, წასლვასა მისვე გზისასა

828. მარტო მოჰსთქმიდის ჰსტიროდის, ტანად ალვისა ხიანი მინდორს თხა მოჰკლის სადაცა, ადგილი დახვდის კლდიანი იტყვის დავჰყარენ ვარდნი, და აჰა მე ვაგლახიანი შეწვის ჰსჭამის და წავიდის, პირ მზე გულ მარიხიანი

829. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა, მე მის ყმისა ნაუბარსა მიუბნობდის რას მოჰსთქმიდის, რას ტურფასა რაზომ გვარსა ზოგგან თოვლი გაეწითლის, ვარდსა ბრჭლითა ნახოკარსა ქვაბნი ნახნა გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა

830. რა ასმათმან დაინახა, მოეგება ცრემლი სწვთების ვით იამა სიხარულსა, მართ ვეღარას ვერ მიხვდების ყმა გარდახდა მოეხვია, აკოცებს და ეუბნების კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა უცხო იამების

831. ყმა ქალსა ეტყვის პატრონი, ნეტარ სად არის და ვითა ქალი ასტირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა ეტყვის რა წახველ გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა აწ მისი არა არ ვიცი, არ ნახვით არ ამბავითა

832. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე, ჰკრეს ლახვარი გულსა შუა ქალსა ეტყვის აჰა დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა იგი ფიცი ვით გასტეხა, არ ვეცრუე ვით მეცრუა ვერ იქმოდა რად მიქადა, თუ მიქადა რად მიტყუა

833. თუ უმისოდ სოფელს ყოფა, რადგან ჭირად არ მიღირდა რად დავვიწყდი რად მივსცილდი, რად ვერ გაძლო რა მისჭირდა მან გატეხა ზენაარის, რად შემართა ვით გაპირდა მაგრა ავის ბედისაგან, ჩემი რამცა გამიკვირდა

834. კულა ქალი ეტყვის, მართლა ხარ მაგისა დამძიმებასა მაგრა რა გაბრჭო მართალი, ნუ მეჭუ რასაცა თნებასა არ გული უნდა ფიცის, და პირისა გასრულებასა იგი უგულო მოელის, მართ დღეთა შემოკლებასა

835. გული ცნობა და გონება, ერთმანერთზედან ჰკიდიან რა გული წავა იგიცა, წავლენ და მისკენ მიდიან უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან შენ არ გინახავნ არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან