... (A-530), XIX ს.

1578. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ, იარნეს დღენი მცირენი გზამან გაყარნა წავიდეს, თავის თავ ანატირენი კარგად მოუხდეს მათ მათნი, საქმენი დანაპირენი ავთანდილ მიხუდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი

1579. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან ნახა მზე მისი მირიდა, მისთა სურვილთა წყენამან მის თანა ტახტსა დავეჯდა, ილხინა მჭვრეტთა ლხენამან გაახელმწიფა გვირგვინი, ზეცით მოსრულმან ზენამან

1580. მათ სამთავე ხელმწიფეთა, ერთმანერთი არა სძულდეს ერთმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს ბრძანებისა შემცილენი, მათის ხრმალთა დავეწყლულდეს მოიმატეს სამეფონი, გახელმწიფდეს გამორჭმულდეს

1581. ყოვლთა სწორად წყალობასა, ვითა თოვლსა მოათოვდეს ობოლ ქვრივნი დაამდიდრეს, და გლახაკნი არ ითხოვდეს ავთა მქმელნი დააშინნეს, კრავნი კრავსა ვერ სწოვდეს შიგან მათთა საბრძანისთა, თხა და მგელი ერთად სძოვდეს

1582. გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა გარდახდეს გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა ვის გრძლად ჰგონია მისთვისცა, არის ერთისა წამისა ვსწერ ვინმე მესხი მელექსე, მე რუსთველისა და მისა

1583. ქართველთა ღ~თისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად ესე ამბავი გავლექსე, მე მათად მოკამათებლად ვინ არის აღმოსავლეთით, დასავლეთს ზართა მარებლად ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა დამამაგრებლად

1584. დავითის ქნანი ვითა ვთქვნე, სიჩალხე სიხაფეთანი ესე ამბავი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, ამითა ვილაყფეთანი

1585. ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი წამია კაცთა თვალისა, და წამწამისა მსწრობელი რასა ვინ ეძებთ რას აქნევთ, ბედია მაყივნებელი ვის არ შეუცვლის კარგია, ორისავ იყოს მხლებელი

1586. ამირან დარეჯანის ძე, მოსეს უქია ხონელსა აბდულ მესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა დილარგეთ სარგის თმოგველსა, მას ენა დაუშრომელსა ტარიელ მისა რუსთველსა, მისთვის ცრემლ შეუშრომელსა