... (A-530), XIX ს.

741. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა, არცა მატს და არცა სდიდობს მეშინიან თუცა შიშსა, მოციქული ვერ დარიდობს აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს არ წამკიდობს უმის ყმისოდ სოფელსა და, საწუთროსა მისთვის ფლიდობს

742. რაცა იცოდა ყველაი, ჰკადრა მოშიშრად ენითა კულა მოახსენა რამცა ჰსცნა, სიტყვითა ესოდენითა თუ რაგავარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა მართალ ხართ თუმცა რისხვანი, ჩემთვის იანაზდენითა

743. რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა გაუცნობდა ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა შეუძახნა რასთვის შმაგობ, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე ჰსცნობდა

744. ვითამც რამე სიხარული, საქმე მითხარ ვითა ღადრად მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მამკლას მუხთლად ღადრად შმაგო ენა ვით იხმარე, აწ მაგისად ჩემად კადრად აგრე შმაგი არ ვეზირად, არად ვარგხარ არცა სხვად რად

745. ჰხამსცა კაცმან პატრონისა, საწყინარსა არ დარიდნეს ოდენ სიტყვა უმეცრული, უმეცრულად დაიყბედნეს მე მაგისად მოსმენამდის, რად არ ყურნი შემებეჭდნეს შენ თუ მოჰგკლა სისხლნი შენნი, ჩემმან ქედმან მიიქედნეს

746. კულა უბრძანა თუცა მისგან, აწ არ იყავ მოგზავნილი თავმან ჩემმან აწვე მოგკუეთ, არად უნდა ამას ცილი წა უკუდეგ ავი შმაგი, უმეცარი შლეგი წბილი შაბაშ სიტყვა შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე მისგან ქნილი

747. დადრკა სკამნი შემოსტყორცა, ჰკრა კედელსა შეალეწნა დააცთუნა მაგრა მისთვის, აალმასნა არ აძეწნა ვით მიამბე წასლვა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა ვეზირიცა ცრემლმან ცხელმან, ღაწვნი თეთრნი აახეწნა

748. ვეზირმან გლახ გამოჰრიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწინვებს გამოჰძრწა და გამოჰმელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს შეის ხასობს გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს

749. თუმც ცოდვათა ჩემთა მჰსგავსი, ღ~თნ მეტი რა მიჩვენოს რად მოვღორდი რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს ვინცა სხვა რა კადნიერად, პატრონსა რა მოახსენოს ჩემი დღენი მასმცა ადგან, რაძინ ვითა გაისვენოს

750. ვეზირი გაწბილებული, მივა ბედითა შავითა ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა მადლი რა გკადრო აწ თქვენგან, გავხასდი მე მაშა ვითა ვაჲ კარგი თავი უჱბრო, დავკარგე დავაშავითა

751. ქრთამსა ჰსთხოვს და ამხანაგობს, ცრემლსა თუცა არ იწყურვებს მიკვირს რად ჰსცალს საწყლიანოდ, რად არ გულსა შეიურვებს ვინ არ მისცეს ქადებული, მოურავსა მოიმდურვებს თქმულა ქრთამი საურავსა, ჯოჯოხეთსცა დაიურვებს

752. ვით გამხუადა რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა რა სიავე რა სირეგვნე, რა შლუობა რა შმაგობა მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ, აღარა მიც თავსა ცნობა ესე მიკვირს რად არ მამკლა, მისცა თურე ღ~თნ თმობა

753. მეცა ვიცოდი რაცა ვქენ, ცთომით არ წამკიდებია ვიაზრე გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია განგებით ქმნილსა რისხვასა, ვერავინ დარიდებია შენთვის სიკუდილი ლხინად მიჩნს, ჭირი არ გამცუდებია

754. ყმამან უთხრა აღარ წასვლა, არ ეგების ჩემგან აროს იადონი მაშინ მოკუდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს ჰხამს უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგნით აროს ვერ უპოვოს რა ქმნას ანუ, გული რითა დაიწყნაროს

755. უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ, ჯდომასა ვერცა წოლასა მართ ნადირთაებრ გაჭრასა, ვირჩევ მათთანა რბოლასა ასრე გასრულსა რად მნუკევს, მისთა მებრძოლთა ბრძოლასა ჰსჯობს უყოლობა კაცისა, მომდურავისა ყოლასა

756. მოვახსენებ ერთხელ კულაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი, ვით იწვის და ვით ენთების არ გამიშვებს გავიპარვი, რა იმედი გარდასწყდების მე თუ მოვკუდე ჩემი კერძი, სოფელიცა გაქარდების

757. მოიუბნეს ვაზირმან ჰქმნა, ჭამა სმანი მათნი ფერნი უმასპინძლა ძღვენი უძღვნა, მისივედა შვენიერნი მისნი მყოლნი ავეავსნა, მოყმენი თუნდა ბერნი გაიყარნეს ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი

758. შეჰკრა წითელი ასი ათასი, პირად მზემან და ტანად სარომან სამასი თავი სტავრა ატლასი, უხვმან და მიუმხდარომან სამოცი თვალი ლალ იაგუნდი, ფერად არ მათ საურაომან კაცი გაგზავნა ვეზირისასა, ესე ყუელაი მისთვის არო მან

759. შესთვალა თუ რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო ვალთა შენთა გარდასახდელი, რა ნაცვალი მოვიგონო თუღა დავრჩე შენთვის მოვკუდე, თავი ჩემი დაგამონო სიყვარული სიყვარულსა, შეგიცალო შეგიწონო

760. მე ვითა ვჰსთქვა უებრობა სიკეთე და ქება მისი კაცი იყო საქმისაცა, შესაფერი შესატყვისი ასრე უნდა სამსახური, გავიდოდეს ვისცა ვისი ოდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ უნდა ძმა და თვისი