... (A-530), XIX ს.

932. მათ ყმათა მუნით წარსულთა, იგი დღე ერთად იარეს ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს არ გაიყარნეს მას ღამით, კულა ცეცხლი გაიზიარეს ერთმანერთისა შორს ყოფა, იტირეს იმგლოვიარეს

933. ტარიელს ეტყვის ავთანდილ, რუ გახმა ცრემლთა დენისა რად მოიშორე შენ ფრიდონ, მამცემი ამა ცხენისა მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა მშვენისა აწ მე მუნ მივალ მასწავლე, გზა ძმად ფიცისა შენისა

934. ტარიელ სიტყვით ასწავლის, მხარსა ფრიდონის გზასასა მართ გააგონა რაც ოდენ, შეეძლო ძალსა თქმისასა აღმოსავლითკენ წადიო, პირსა იარე ზღვისასა თუ ნახო ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა

935. თხა მოჰკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შეჰქმნეს ზღვისა პირსა სვეს და ჭამეს რაცა ჭამა, შეფერობდა მათსა ჭირსა მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა

936. ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნის ვინცა მოისმინეს თვალთა ვითა წყაროს თვალნი, ცრემლი ველთა მოადინეს დიდხანს დგანან შეჭედილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს

937. გაიყარნეს ტირილით და, პირსა ხოკით თმათა გლეჯით ერთი აღმა ერთი დაღმა, უგზო მივლენ შამბთა ეჯით ვირემ უჩნდათ ერთმანერთი, იძახდიან პირსა ბღნეჯით იგი ნახეს დაღრეჯილი, მზე დაიღრეჯს მისის ღრეჯით რომ შეეყარა,

აქა წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისას მულღაზანზარს ,

938. ვაჲ სოფელო რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა ყოვლი შენი მონდობილი, ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა მაგრამ ღმერთი არ გაჰსწირავს, კაცსა შენგან განაწირსა

939. ავთანდილ მისი გაყრილი, ჰსტირს ხმა მისწვდების ცათამდის იტყვის თუ ღვარი სისხლისა, კულაცა მდენია კვლაცა მდის აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა ცათამდის კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის

940. ველს მაშინ მხეცნი დაჰსძღებოდეს, ცრემლითა მუნ ნატირითა ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა კულა თინათინის გონება, ავსებს უფროვე ჭირითა ბაგეთა ვარდი ანათობს, ბროლი ძოწისა ძირითა

941. ვარდი ჰსჭკნებოდა ღურებოდა, ალვისა შტო ირხეოდა ბროლი და ლალი გათლილი, ლაჟვარდად გარდიქცეოდა გამაგრებოდა სიკუდილსა, ამისთვის არ იმხნეოდა იტყვის თუ ბნელი რას მიკვირს, რადგან დამაგდე მზეო და

942. მზესა ეტყვის მზეო გიტყვი, თინათინის ღაწვთა დარად შენ მას გავხარ იგი შენ გავს, თქვენ ანათებთ მთა და ბარად ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არ დამცდარად მაგრა ჩემი რად დააგდეთ, გული ცივად გაუმთბარად

943. თვე ერთისა მოშორება, მზისა ზამთრის გაგვამცივებს მე გლახ ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ ატკივნებს წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაკვეთს ანუ გაასივნებს

აქა ავთანდილ ვარსკვლავთა ეუბნების თავის ბუნებასა,

944. მიმავალი ცასა შეჰსტირს, ეუბნების ეტყვის მზესა აჰა მზეო გიაჯები, შენ უმძლევთა მძლეთა მძლესა ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა

ამას სევდიანთა ეტლად იტყვიან,

945. მო ზუალო მომიმატე, ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა შემოჰყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე ვითა ვირსა მას უთხარ თუ ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყვიან,

946. ჱე მუშთარო გიაჯები, შენ მართალსა ბრჭესა სრულსა მო და უყავ სამართალი, გაებჭობის გული გულსა ნუ ამრუდებ უმართლესა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა მართალი ვარ გამიკითხე, რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა

ამას მესისხლეთა ეტლად იტყვიან,