... (A-530), XIX ს.

721. მისი ნახვა გულსა ჩემსა, ვითა ბადე დაებადა მუნვე დარჩა დათმობაცა, მასთანავე დაება და რადგან დასწვავს მუახლეთა, ღ~თსა მზედცა დაებადა მერმე ასმათ ჩემთვის დისა, უფრო დადცა დაებადა

722. ოდეს წამოველ შევფიცე, ფიცითა საშინელითა კულავ მოვალ გნახავ პირითა, არ მტერთა საწუნელითა შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ხელითა ჟამია ჩემგან წასულისა, ვიწვი ცეცხლითა ცხელითა

723. ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა მიმელის და ვერ მისულვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა ვერ გავსტეხავ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა რამცა სადა გაუმარჯვდა, კაცთა ფიცთა გამტეხელსა

724. რაცა გითხრა ჩემაგიერ, როსტანს ჰკადრე მიედ სრასა თავმან მისმან ფიცით გეტყვი, შენ ვეზირსა ოსტასრასა არ შემიპყრობს არ დავსდგები, თუ შემიპყრობს მაქნევს რასა მიშველე რა გული ცეცხლმან, არ დამიჭრას არა სრასა

725. ჰკადრე ვინ გაქოს ყოველმან, პირმა არ მეუმზრახემან ვითა ვიშიშვი გაცნობოს, ღ~თნ ნათელთა სახემან მაგრა მან ყმამან ცეცხლითა, დამწვა ალვისა სახემან გული წამსავე წამიღო, ვერათ ვერ შევინახე მან

726. აწ მეფეო უმისობა, ჩემგნ ყოლა არ ეგების გული მას აქვს გულოვანსა, აქა ხელი რა მეხდების თუ რას ვარგებ პირველ ხოლე, თვით სახელი თქვენ მოგხვდების ვერას ვარგებ გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების

727. წასვლა ჩემი გულსა თქვენსა, არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს თავსა ჩემსა გაგებული, იქნას ღ~თსა რაცა უნდეს მანვე ქნას და გაგიმარჯვდეს, თქვენი თქვენვე დაგიბრუნდეს არ მოვბრუნდე თქვენცა სუფევთ, მტერი თქვენნი დაძაბუნდეს

728. კულავ პირ მზე ეტყვის ვეზირსა, მე სიტყვა შევამცირეო აწ ესე ჰკადრე მეფესა, შევინვიდოდეს ვირეო მიაჯე ამოდ გაშვება, და თავი გაიგმირეო ასი ათასი წითელი, შენ ქრთამად შეიწირეო

729. ვეზირმან უთხრა სიცილით, ქრთამი შენ გქონდეს შენია შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია მაგას რა ვჰადრებ მეფესა, რაცა აწ თქვენგან მსმენია ვიცი უცილოდ ამავსებს, შოება რა საწყენია

730. თავმან მისმან მუნვე მამკლავს, ვეჭვ წამიცა არ წამეაროს შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე გლახ მიწა მესამაროს მამკალ კაცსა სიცოცხლისა, სწორად რაცა მოეხმაროს არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდა ვინ მისაგმაროს

731. გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე გლახ ვით სთქვიო ამიკლებს და ანუ მამკლავს, ეგე სიტყვა ვითა ჰსთქვიო რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგრეთიო ჰსჯობს სიცოცხლე აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწვრთიო

732. თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად დაღორდენ რად გაგიშვან რად დაღორდენ, ანუ მზესა რად მოშორდენ შენ წახვიდე მტერნი ჩვენნი, დაგვთამამდენ გაგვისწორდენ ეგე ასრე არ იქნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ

733. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა, ჰხამს თუ დანა გულსა ვიცი ჱე ვეზირო შეგეტყობის, სიყვარული არ თურ იცი ანუ სხვამცა არ გინახავს, მოყურობა და არცა ფიცი თუ გინახავს უმისოსა, ჩემი ლხინი ვითა მტკიცი

734. მზე დაბრუნდა არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს აწ უშველოთ გვიჯობს იგი, ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს რა მატკბუნვებს ცუდთა კაცთა საუბარი, კაცსა მეტად დააჭმუნვებს

735. მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ ხელსა რასა მხდიან აწ ვითამცა გაუწყვეტლად, უცნობოსა ცრემლი მდიან ჰსჯობს წავიდე არ გავსტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან ჭირნი მისგან უნახავნი, კაცსა ვისმებ გამოსცდიან

736. აწ ვეზირო მაგა პირსა, გული კრული ვით მოგთმინდეს რკინა ჩემი მონაცვალე, ჰხამს გაცვილდეს არ გატინდეს ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს მამეხმარე ნუთუ ჩემგან, მოხმარება შენცა გინდეს

737. არ გამიშვებს არ დავსდგები, წავალ მათგან შეუგებლად ვით მენუკვის ეგრე დავრთო, გული ცეცხლთა მოსადებლად ვიცი ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად თქვი რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად

738. ვეზირმან თქვა შენი ცეცხლი, მეცა ცეცხლად მამედების ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების ზოგჯერ თქმა ჰსჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების ვიტყვი მოვკუდე არა მგამა, ჩემი მზეცა შენ მოგხვდების

739. რა ვეზირმან ესე უთხრა, აჰსდგა დარბაზს გაემართა მეფე დახვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა შეუშინდა საწყენლისა, მოხსენება ვერ შემართა დაყრით დგა და იგონებდა, არ საქმეთა საომართა

740. მეფემან ნახა ვეზირი, დაღრეჯით დაყმუნვებული უბრძანა რა გჭირს რა იცი, რად მოხვედ შეჭირვებული მან ჰკადრა არა არ ვიცი, მართ ვარ თავისა ვებული მართალ ხართ მამკლათ რა გესმას, ამბავი ჩემგან ცნებული