... (A-530), XIX ს.

893. რა წამეკიდა ყველაი, წვრილად გიამბო ენითა მერმეღა გაბრჭევ მართალი, მაგა გულითა ბრძენითა შენ მოგელოდი მიმჭირდა, მოლოდინითა შენითა ქვაბს ვეღარ გავსძელ, მინდორად მოვლა მამინდა ცხენითა

894. იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მამეარნეს ერთი ლომი ერთი ვეფხი, შეკრბეს ერთად შეიყარნეს ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს შემეზარნეს

895. ქედსა გარდავდეგ ლომ ვეფხი, მოვიდეს ერთგან რებულნი სახედ ვამსგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი ლომი ჰსდევს ვეფხი მიურბის, იყუნეს არ ჩემგან ქებულნი

896. პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს თვითო ტოტი ერთმანეთსა ჰკრეს, სიკუდილსა არ დარიდნეს გამორიდა ვეფხმან გული, დედათამცა გამორიდნეს ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს

897. ლომსა დაუგმე ნაქმარი, ვარქვი არა ხარ ცნობასა შენ საყვარელსა რად აწყენ, ფუ მაგა მამაცობასა ხრმალ ამოწუდილი გაუხე, მივეც ლახვართა სობასა თავსა გარდავკარ მოცავკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა

898. ხრმალი გავტყორცე გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა მიღრინვიდა და მაწყენდა, ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა ვეღარ გაუძელ გულითა, იგიცა მოვკალ ხელითა

899. რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე გავგულისდი მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა დავაწყვიდე მამეგონა ოდეს ჩემსა, საყვარელსა წავეკიდე სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს რომ ცრემლსა ვღვრიდე

900. აჰა ძმაო მითხრობია, ჭირი ჩემი რაცა მჭირდეს სულთა დგმაცა არა მართებს, ასრე გასლვა რას გიკვირდეს სიცოცხლესა გავეყარე, სიკუდილიცა დამიძვირდეს ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქნა აცატირდეს

აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს, მისვლა და ასმათის ნახვა

901. ავთანდილცა მასთანავე, ჰსტიროდა და ცრემლსა ღვრიდა უთხრა დასთმე ნუ მოკუდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და ღ~თი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა

902. სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღვლებს მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს მიჯნურობა საჭიროა, მით სიკუდილსა მიგაახლებს გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს

903. იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს რა ასმათმან დაინახა, გაღანამცა გაეხარნეს მოეგება მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს აკოცეს და აცაჰსტირდეს, კულა ცნობანი ააჩქარნეს

904. ასმათ თქვა ღ~თო რომელი, არ ითქმი კაცთა ენითა შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა გაქო ვით გაქო რა გაქო, არ საქებელო სმენითა დიდება შენდა არ მამკალ, ამათთვის ცრემლთა დენითა

905. ტარიელ იტყვის ჱე დაო, მით ცრემლი აქა მდენია საწურთო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია ძველი წესია სოფლისა არ ახლად მოსასმინია ვაჲ შენი ბრალი დავ თვარე, სიკვდილი ჩემი ლხინია

906. სწყუროდეს წყალსა ვინ დაღვრის, კაცი უშმაგო ცნობილი მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი უწყლობა ჰკლავს წყალი სდის, არ ოდეს არ გახმობილი ვაი წარხდა ვარდი პობილი, ვაი მარგალიტი წყობილი

907. ავთანდილსაც მოეგონა, მისი მზე და საყვარელი იტყვის ჩემო ვით ვეგები, მე უშენოდ სულთა მდგმელი შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის, სიცოცხლია სანანელი გითხრამცა ვით რა მჭირს, რა ცეცხლი მწვავს როგორ ძნელი

908. ვარდი ამას ვით იაზრებს, მზე მოშორდეს არ დავჭკნეო ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო გულო გიჯობს გაუმაგრდე, თავი სრულად გააკლდეო ნუთუ მოგხუდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო

909. სული დაიღეს დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა ასმათი შეყვა შევიდა, მათებრვე ცეცხლი გზნებოდა დაუგო ტყავი ვეფხისა, რომე კვლავ მიწყივ ჰგებოდა ორნივე დასხდეს უბნობდეს, რაცა მათ იამებოდა

910. მწვადი შესწვეს შეიქმნა, პურობა მსგავსი ჟამისა მუნ უპურობა პურობა, არს სიდიადე ჯამისა მას შეეხვეწნეს ჰსჭამეო, ძალი არ ქონდა ჭამისა დაჰსცოხნის ლუკმა გასტყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა

911. ამოა რომე კაცი კაცს, ამოსა ეუბნებოდეს მან გაუგონოს რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს ცოტად ეგრეცა დაგვავსებს, ცეცხლი რაზომცა ჰსდებოდეს დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს