... (H-1090), XIX ს.

661. გაეგება მოეხჳა, ზედან დახვდა პირი ხელსა჻ აკოცებდეს სიხარულით, ცრემლსა მღვრელი ველთა მსვრელსა჻ ესე თქვა თუ ნეტარ ღ~თო, ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა჻ მე ვით ღირს ვარ ამას რომე, თვალნი ჩემნი გჭურეტდენ მრთელსა჻

662. ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედან დასდვა პირი პირსა჻ უბრძანა თუ ღ~თსა ვმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა჻ დიდებულთა თაყუანისცეს, აკოცებდეს ვინცა ღირსა჻ ზარსა ჰსცემდეს უხაროდა, უმფროსა თუ უნდა მცირსა჻

663. მოვიდეს სადა [..]მყოფლად, სახლი მუნ არს აგებული჻ მოვიდა ნახვად ყოველი, მის ქალაქისა კრებული჻ მაშინვე დაჰსჯდა ნადიმად, მორჭმული ლაღი შვებული჻ ენა მის დღისა შვებასა, ყოლა ვერ იტყვის კლებული჻

664. შერმადინს უთხრა უამბო, ყოველი მისგან ნახული჻ ანუ ვით ჰპოა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული჻ ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ დაფახული჻ უმისოდ მყოფსა სწორად უჩნს, ჩემთვის დარბაზი და ხული჻

665. მუნ ამბავი შინაური, ყველაკაი მოახსენა჻ შენი წასვლა არვინ იცის, რაცა მითხარ აგრე ვჰქმენა჻ მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა გაისვენა჻ ცისკრად შესჯდა გაემართა, დღე რა მზემან გაათენა჻

666. არცაღა დაჯდა ნადიმად, არცაღა კულავ ხალვათისა჻ შერმადინ მახარობელი, წავა მისლვისა მათისა჻ ფიცხლავ წავიდა სავალი, სამ დღე ვლო დღისა ათისა჻ მას ლომსა ნახვა უხარის, მის მზისა მეკამათისა჻

667. შესთავლა მეფე უკადრი, ხარმცა მორჭმით და დიდობით჻ ამა საქმესა ვიკადრებ, შიშით კრძალვით და რიდობით჻ მის ყმისა ვერას ვერ მცნობი, უხმობდი თავსა ფლიდობით჻ აწ ვჰსცან და გაცნევ ყველასა, მოვალ შვებით და მშვიდობით჻

668. როსტევან მეფე უკადრი, მორჭმული შეუპოველი჻ შერმადინ მოციქულობა, თჳთ მოახსენა ყოველი჻ ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი჻ ბრძანა ვსცან ჩემი ღ~თისაგან, სააჯო და სათხოელი჻

669. თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა჻ ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა჻ იგი მით აკრთთობს ელვასა, მზისაცა უთამამოსა჻ მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა჻

670. მეფე შეჯდა გაეგება, ყმასა მუნით მომავალსა჻ ამას პირ მზე მეფისაგან, ივალებდა დიდსა ვალსა჻ მიეგება მოეგება, მხიარული გულ მხურვალსა჻ დიდებულთა ჯარისაგან, ზოგნი ჰგვანდა ვითა მთრვალსა჻

671. რა მიიახლა გარდახდა, ყმამ თაყუანიჰსცა მეფესა჻ აკოცა როსტენ მიმხვდარმან, ნიშატთა სიიეფესა჻ გულ მხიარულნი შვებულნი, მივლენ დარბაზსა სეფესა჻ მის ყმისა მოსლვა უხარის, ყოველსა მუნ მეკრეფესა჻

672. მას ავთანდილ თაყუანიჰსცა, ლომთა ლომმან მზეთა მზესა჻ მუნ ბროლი და ვარდ გიშერი, გაეტურფა სინაზესა჻ პირი მისი უნათლეა, სინათლისა ზენთა ზესა჻ სახლ სამყოფი არა მართებს, ცამცა გაიდარბაზესა჻

673. მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა჻ ყმასა მეფე ასე უჭურეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა჻ მათ ორთავე აშვენებდა, ფიფქსა თოვნა ვარდსა ნამა჻ უხვად გაჰსცეს საბოძვარი, მარგალიტი ვითა დრამა჻

674. სმა გარდახდა თავის თავის, გაიყარნეს მსმელნი შინა჻ დიდებულნი არ გაუშვეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა჻ მეფე ჰკითხავს იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა჻ მერმე მისი უცნობოსა, რა ენახა რა ესმინა჻

675. მას ვახსენებდე ნუ გიკჳრს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა჻ მზე თუ ვსთქვა მისი მგზავსი, და ანუ მისისა სახისა჻ ვინ უნახავ ჰქმნის გონება, ყოველთა კაცთა მნახისა჻ ვარდი დამჭკნარი ეკალსა, შუა შორს მყოფი ახისა჻

676. რა ჭირი კაცსა სოფელმან, მოუთმოს მოუთმინამან჻ ქაცჳ ლერწამმან ზაფრანა, იმსგავსოს ფერად მინამან჻ ავანდილ მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინამან჻ წვრილად უანბო ყუელაი, მან მისმან მონასმინამან჻

677. ქვაბნი ომითა წაუხმან, სახლად აქვს დევთა სახლები჻ საყუარელისა მისისა, ქალი ჰყავს თვით ნაახლები჻ ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩნს სტავრა ნახლები჻ აღარა ჰნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ ახლები჻

678. რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა჻ ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თუალად არ დუხჭირისა჻ უამა უქეს ვარდისა, ჴელი მძლედ დანაჭირისა჻ ეგე ჴმა სიმჴნე სიმჴნისა, რადგან ხარ მამხვე ჭირისა჻

679. გამხიარულდა თინათინ, ამა ამბისა სმენითა჻ მას დღე იხარებს სმითა, და ჭამისა არ მოწყენითა჻ კულა საწოლს დახვდა მას მზესა, მუნცა სიტყჳთა ბრძენითა჻ მისვლა ებრძანა იამა, თქმა არ ეგების ენითა჻

680. ყმა მხიარული წავიდა, ლმობიერი არ გამწყრალი჻ ლომი მინდორს ლომთა თანა, მინდორს რული ფერ ნამკრთალი჻ ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარი და სრული წყალი჻ მაგრამ ჰქონდა გულისათჳს, გული გულსა განაცვალი჻