... (Q-779), XVIII ს.

663. მისი჻ ნახვა჻ გულსა჻ ჩემსა჻ ვითა჻ ბადე჻ დაებადა მუნვე჻ დარჩა჻ დათმობაცა჻ მასთანავე჻ დაება჻ და რათგან჻ დასწუავს჻ მოახლეთა჻ ღ~თსა჻ მზედცა჻ დაებადა მერმე჻ ასმათ჻ ჩემთუის჻ დისა჻ მართ჻ დად჻ უფრო჻ დაებადა

664. ოდეს჻ წამოვე჻ შევჰფიცე჻ ფიცითა჻ საშინელითა კულა჻ მოვალ჻ გნახავ჻ პირითა჻ არ჻ მტერთა჻ საწუნელითა შენსა჻ მე჻ ვეძებ჻ ნათელსა჻ შენ჻ ხარ჻ გულითა჻ ბნელითა ჟამია჻ ჩემგან჻ წასულისა჻ მით჻ მწუავს჻ ცეცხლითა჻ ნელითა

665. ყოველსავე჻ მართლად჻ გითხრობ჻ არ჻ სიტყვასა჻ საკვეხელსა მიმელის჻ და჻ ვერ჻ მივსულვარ჻ ესე჻ მიდებს჻ ცეცხლსა჻ ცხელსა ვერ჻ გაუტეხ჻ ზენაარსა჻ ვერ჻ გავსწირავ჻ ხელი჻ ხელსა რამცა჻ სადა჻ გაუმარჯუდა჻ კაცთა჻ ფიცთა჻ გამტეხელსა

666. რაცა჻ გითხრა჻ ჩემაგიერ჻ როსტანს჻ ჰკადრე჻ მიედ჻ სრასა თავმან჻ მისმან჻ ფიცით჻ გეტყუი჻ შენ჻ ვაზირსა჻ ოსტასრასა არ჻ შემიპყრობს჻ არ჻ დავდგები჻ თუ჻ შემიპყრობს჻ მაქნევს჻ რასა მიშველე჻ რა჻ გული჻ ცეცხლმან჻ არ჻ დამიჭრას჻ არცა჻ სრასა

667. კადრე჻ ვინ჻ გაქო჻ ყოველმან჻ პირმან჻ არ჻ მეუმზრახემან ვითა჻ ვიშიშვი჻ გაცნობოს჻ ღ~თნ჻ თქუენმანვე჻ სახემან მაგრა჻ მან჻ ყმამან჻ ცეცხლითა჻ დამწუა჻ ალვისა჻ სახემან გული჻ წამსავე჻ წამიღო჻ ვერათ჻ ვერ჻ შევინახე჻ მან

668. აწ჻ მეფეო჻ უმისობა჻ ჩემგან჻ ყოლა჻ არ჻ ეგების გული჻ მას჻ აქუს჻ უგულოსა჻ აქა჻ ჴელი჻ რა჻ მეჴდების თუ჻ რას჻ ვარგებ჻ პირველ჻ ხუალემ჻ თუით჻ სახელი჻ თქუენ჻ მოგხუდების ვერას჻ ვარგებ჻ გულსა჻ დავდებ჻ ჩემი჻ ფიცი჻ არ჻ გატყდების

669. წასულა჻ ჩემი჻ გულსა჻ თქუენსა჻ არ჻ ეწყინოს჻ არ჻ დაჭმუნდეს თავსა჻ ჩემსა჻ გაგებული჻ იქნას჻ რაცა჻ ღ~თსა჻ უნდეს მანვე჻ ქნას჻ და჻ გაგიმარჯვდეს჻ თქუენი჻ თქუენკე჻ დავებრუნდეს არ჻ მოვბრუნდე჻ თქვენმცა჻ ჰსუფევთ჻ თქუენი჻ მტერი჻ დაძაბუნდეს

670. კულა჻ პირმზე჻ ეტყუის჻ ვაზირსა჻ მე჻ სიტყუა჻ შევამცირეო წა჻ ესე჻ ჰკადრე჻ მეფესა჻ შევინ ვიდოდეს჻ ვირეო მიაჯე჻ ამოდ჻ გაშუება჻ და჻ თავი჻ გაიგმირეო ასი჻ ათასი჻ წითელი჻ შენ჻ ქრთამად჻ შეიწირეო

671. ვაზირმან჻ უთხრა჻ სიცილით჻ ქრთამი჻ შენ჻ გქონდეს჻ შენია შენგან჻ კმა჻ ჩემად჻ წყალობად჻ რომე჻ გზა჻ გაგიჩენია მაგას჻ რა჻ ვჰკადრებ჻ მეფესა჻ რაცა჻ აწ჻ თქუენგან჻ მსმენია ვიცი჻ უცილოდ჻ ამავსებს჻ შოება჻ არ჻ საწყენია

672. თავმან჻ მისმან჻ მუნვე჻ მამკლავს჻ ვეჭუ჻ წამიცა჻ არ჻ წამაროს შენი჻ ოქრო჻ შენვე჻ დაგრჩეს჻ მე჻ გლახ჻ მიწა჻ მესამაროს მომკალ჻ კაცსა჻ სიცოცხლისა჻ სწორად჻ რაცა჻ მოეჴმაროს არ჻ ითქუმის჻ და჻ ვერცა჻ ვიტყუი჻ რა჻ გინდა჻ ვინ჻ მისაგმაროს

673. გზა჻ არ჻ წავა჻ თავსა჻ წინა჻ სიცოცხლე჻ გლახ჻ ვით჻ გათნიო ამიკლებს჻ და჻ ანუ჻ მომკლავს჻ ეგე჻ სიტყუა჻ ვითა჻ სთქუიო რად჻ არ჻ მუნვე჻ გაიგონე჻ რად჻ ხარ჻ შმაგი჻ ეგეთიო სჯობს჻ სიკუდილი჻ აკლებასა჻ ამას჻ თავსა჻ აწვე჻ ვსწურთიო

674. თუ჻ მეფეცა჻ გაგიშვებდეს჻ თუით჻ ლაშქარნი჻ რად჻ მოღორდენ რად჻ გაგიშვან჻ რად჻ დაღორდენ჻ ანუ჻ მზესა჻ რად჻ მოშორდენ შენ჻ წახუიდე჻ მტერნი჻ ჩუენნი჻ დაგუთამამდენ჻ გაგვისწორდენ ეგე჻ ასრე჻ არ჻ იქნების჻ ვითა჻ ჩიტნი჻ არ჻ გაქორდენ

675. ყმა჻ ატირდა჻ ცრემლით჻ უთხრა჻ ჴამს჻ თუ჻ დანა჻ გულსა჻ ვიცი ჰე჻ ვაზირო჻ შეგეტყობის჻ სიყუარული჻ არ჻ თურ჻ იცი ანუ჻ სხუაცა჻ არ჻ გინახავს჻ მოყურობა჻ და჻ არცა჻ ფიცი თუ჻ გინახავს჻ უმისოსა჻ ჩემი჻ ლხინი჻ ვით჻ ამტკიცი

676. მზე჻ დაბრუნდა჻ არ჻ ვიცოდი჻ მზესა჻ რამცა჻ დააბრუნვებს აწ჻ უშველოთ჻ გუიჯობს჻ იგი჻ ნაცულად჻ დღესა჻ დაგვითბუნვებს ჩემი჻ ჩემებრ჻ არვინ჻ იცის჻ რა჻ მამწარებს჻ რა჻ მატკბუნვებს ცუდთა჻ კაცთა჻ საუბარი჻ კაცსა჻ მეტად჻ დააჭმუნვებს

677. მეფე჻ ანუ჻ მისნი჻ სპანი჻ ნეტარ჻ ჴელსა჻ რასა჻ მჴდიან აწ჻ ვითამცა჻ უცნობოსა჻ გაუწყუეტლად჻ ცრემლი჻ მდიან სჯობს჻ წავიდე჻ არ჻ გავტეხნე჻ კაცსა჻ ფიცნი჻ გამოსცდიან ჭირნი჻ მისგან჻ უნახავნი჻ კაცსა჻ ვისმცა჻ გარდუჴდიან

678. აწ჻ ვაზირო჻ მაგა჻ პირსა჻ გული჻ კრული჻ ვით჻ მოგთმინდეს რკინა჻ ჩემი჻ მონაცვალე჻ ჴამს჻ გაცვილდეს჻ არ჻ გატინდეს ვერ჻ გარდვიჴდი჻ ცრემლთა჻ მისთა჻ ჯეიჰუნიც჻ თუალთა჻ მდინდეს მომეჴმარე჻ ნუთუ჻ ჩემგან჻ მოჴმარება჻ შენცა჻ გინდეს

679. არ჻ გამიშვებს჻ გავიპარვი჻ წავალ჻ მათგან჻ შეუგებლად ვითა჻ მნუკევს჻ ეგრე჻ დავრთო჻ გული჻ ცეცხლსა჻ მოსადებლად ვიცი჻ ჩემთუის჻ არას჻ გიზამს჻ თუ჻ არ჻ უნდი჻ გასაძებლად თქუი჻ რა჻ გინდა჻ წაგეკიდოს჻ თავი჻ დადევ჻ საწამებლად

680. ვაზირმან჻ თქუა჻ შენი჻ ცეცხლი჻ მეცა჻ ცეცხლად჻ მომედების ვეღარ჻ უჭურეტ჻ ცრემლთა჻ შენთა჻ სოფელიცა჻ გაქარდების ზოგი჻ თქუმა჻ სჯობს჻ არა თქუმასა჻ ზოგი჻ თქუმითა჻ დაშავდების ვიტყვი჻ მოვჰკუდე჻ არა჻ გამა჻ ჩემი჻ მზეცა჻ თქუენ჻ მოგხუდების

681. რა჻ ვაზირმან჻ ესე჻ უთხრა჻ ადგა჻ დარბაზს჻ გაემართა მეფე჻ დახუდა჻ შეკაზმული჻ პირი჻ მზეებრ჻ ეწაღმართა შეუშინდა჻ საწყენლისა჻ მოჴსენება჻ ვერ჻ შემართა დაყრით჻ დგა჻ და჻ იგონებდა჻ არ჻ საქმეთა჻ საომართა

682. მეფემან჻ ნახა჻ ვაზირი჻ დაღრეჯით჻ დაყმუნვებული უბრძანა჻ რა჻ გჭირს჻ რა჻ იცი჻ რად჻ მოხუე჻ შეჭირვებული მან჻ ჰკადრა჻ არა჻ ვიციო჻ მართ჻ ვარ჻ თავისა჻ ვებული მართალ჻ ხართ჻ მომკლათ჻ რა჻ გესმათ჻ ამბავი჻ გაკუირვებული