... (Q-779), XVIII ს.

644. გული჻ კრულია჻ კაცისა჻ ხარბი჻ და჻ გაუძღომელი გული჻ ჟამჟამად჻ ყოველთა჻ ჭირთ჻ მომთმო჻ ლხინთა჻ მდომელი გული჻ ბრმა჻ ურჩი჻ ხედვისა჻ თუით჻ ვერას჻ ვერ჻ გამზომელი ვერცა჻ ჰპატრონობს჻ სიკუდილი჻ ვერცა჻ პატრონი჻ რომელი

645. ამ჻ სოფელსა჻ კარგად჻ ყოფით჻ კეისარი჻ იყო჻ ვითა რა჻ მოკუდების჻ წარიყვანონ჻ მძიმედ჻ შეკრან჻ ბორკილითა მიაბარონ჻ გეენიას჻ დაწუან჻ მისით სიბნელითა ეს჻ სოფელი჻ ამას჻ გიზამს჻ კარგსა჻ ნუ჻ ვინ჻ მოელითა

646. რა჻ გულსა჻ უთხრა჻ გულისა჻ სიტყუანი჻ საგულისონი თუით჻ მარგალიტნი჻ მოიხუნა჻ მის჻ მზისა჻ სამეყვისონი მის჻ მზისა჻ მკლავსა჻ ნაბამნი჻ მათ჻ კბილთა჻ შესატყუისონი პირსა჻ დასდვა჻ აკოცა჻ ცრემლი჻ სდის჻ ვითა჻ ბისონი

647. რა჻ გათენდა჻ კაცი჻ მოვა჻ მომკითხავი჻ დარბაზს჻ მჴმობი ყმა჻ წავიდა჻ ლაღი჻ ნაზი჻ ნაღუიძები჻ ძილნაკრთობი ერთმანერთსა჻ ეჯავრიან჻ დგას჻ მჭურეტელთა჻ ჯარი჻ მსწრობი მეფე჻ მინდორს჻ ეკაზმოდა჻ მოემზადა჻ დაბდაბნობი

648. მეფე჻ შეჯდა჻ მაშინდელი჻ ზარი჻ აწმცა჻ ვით჻ ითქუმოდა ქოსდაბდაბთა჻ ცემისაგან჻ ყურთა჻ სიტყვა჻ არ჻ ისმოდა მზესა჻ ქორნი჻ აბნელებდეს჻ ძაღლთა჻ რბოლა჻ მიდამოდა მას჻ დღეს჻ მათგან჻ დანაღუარი჻ სისხლი჻ ველთა჻ მოესხმოდა

649. ინადირეს჻ შემოიქცეს჻ მხიარულნი჻ მინდორს჻ რულნი შეიტანნეს჻ დიდებულნი჻ თავადნი჻ და჻ სპანი჻ სრულნი დაჯდა჻ დახუდეს჻ მოკაზმულნი჻ საჯდომნი჻ და჻ სრანი჻ სრულნი ჴმას჻ სცემს჻ ჩანგი჻ ჩაღანასა჻ მომღერალნი჻ იყვნეს჻ სრულნი

650. ყმა჻ ახლოს჻ უჯდა჻ მეფესა჻ ჰკითხვიდა჻ ეუბნებოდა ბაგეთა჻ გასჭუირს჻ ბროლლალი჻ და჻ კბილთათ჻ ელვა჻ ჰკრთებოდა ღირსნი჻ ახლოს჻ სხდეს჻ ისმენდეს჻ შორს჻ ჯარი჻ დაიჯრებოდა უტარიელოდ჻ ხსენება჻ არვისგან჻ იკადრებოდა

651. ყმამან჻ რაცა჻ არვის჻ უთხრის჻ კითხვად჻ ვინმცა჻ გამოჰპირდა მართალა჻ თუ჻ საუბარსა჻ აძუირებსა჻ ძუირად჻ ღირდა სმა჻ გარდაჴდა჻ გაიყარნეს჻ ყმა჻ წავიდა჻ მიცასჭირდა ვეღარ჻ გასძლო჻ გულ჻ მისი჻ აუჩუქდა჻ აუტირდა

652. თქუა჻ ამა჻ ჟამსა჻ წუხელის჻ მე჻ დილა჻ გამთენებოდა მუნ჻ ვიყავ჻ სადა჻ სამყაროს჻ ღაწუთაგან჻ ელვა჻ ჰკრთებოდა აწ჻ სიშორისა჻ მომლოდე჻ გულიმცა჻ მისთუის჻ კუდებოდა მზემან჻ რა჻ მისცა჻ სინათლე჻ თუ჻ მთუარე჻ გაეყრებოდა

653. ყმა჻ მივიდა჻ გულმოკლული჻ ცრემლი჻ ველთა჻ მოედინა მართ჻ მისივე჻ სიყუარული჻ უარებდის჻ თუალთა჻ წინა ზოჯერ჻ ადგის჻ ზოგჯერ჻ დაწუის჻ ხელსა჻ რადმცა჻ დაეძინა რაც჻ ა჻ აჯა჻ დათმობისა჻ გულმან჻ ვისმცა჻ მოუსმინა

654. წევს჻ იტყვის჻ გულსა჻ სალხინო჻ რამცაღა჻ დაუსახეო მოგშორდი჻ ედემს჻ ნაზარდო჻ ტანო჻ ლერწამო჻ და჻ ხეო შენთა჻ მჭურეტელთა჻ ნიშატო჻ ვერ჻ მჭურეტთა჻ სავაგლახეო ცხადად჻ ნახუასა჻ არ჻ ღირს჻ ვარ჻ ნეტარმცა჻ სიზმრად჻ გნახეო

655. ამას჻ მოსთქუმიდის჻ ტირილით჻ ცრემლისა჻ დასაღუაროთა კულა჻ გულსა჻ ეტყუის჻ დათმობა჻ ჰგუანდეს჻ სიბრძნისა჻ წყაროთა არ჻ დავსთმოთ჻ რა჻ ვქმნათ჻ სევდასა჻ მითხარ჻ რა჻ მოუგვაროთა [..]჻ ლხინი჻ გუინდა჻ ღმრთისაგან჻ ჭირნიცა჻ შევიწყნაროთა

656. კულა჻ იტყვის჻ გულო჻ რასდენცა჻ გაქუს჻ სიკუდილისა჻ წადება სჯობს჻ სიცოცხლისა჻ გაძლება჻ მისთუის჻ თავისა჻ დადება მაგრა჻ დამალე჻ არ჻ გიჩნდეს჻ შენი჻ ცეცხლისა჻ კულა჻ დება ავად჻ შეჰფერობს჻ მიჯნურსა჻ მიჯნურობისა჻ ცხადება

დათხოვა ავთანდილისაგან როსტევან მეფისა და ვაზირის საუბარი჻

657. რა჻ გათენდა჻ შეეკაზმა჻ ყმა჻ გავიდა჻ ადრე჻ გარე იტყუის჻ ნეტარ჻ მიჯნურობა჻ არ჻ დამაჩნდა჻ დაცავფარე დათმობასა჻ ეაჯების჻ გულსა჻ შენ჻ რა჻ მოუგვარე ცხენსა჻ შეჯდა჻ წამოვიდა჻ ვაზირისა჻ სახლსა჻ მთუარე

658. ვაზირმან჻ ცნა჻ გაეგება჻ ჩემს჻ ა჻ მზეო჻ ამოსრული ამას჻ თურე჻ მახარებდა჻ დღეს჻ ნიშანი჻ სიხარული მიეგება჻ თაყუანისსცა჻ ჰკადრა჻ სრულსა჻ ქება჻ სრული ჴამს჻ სტუმარი჻ სასურველი჻ მასპინძელი჻ მხიარული

659. ყრმა჻ გარდასვა჻ მასპინძელმან჻ არ჻ ღაფალმან჻ ავმან჻ უქმან ფერჴთა჻ ქუეშე჻ ხატაურსა჻ უფენენ჻ და჻ მიწად჻ უქმან ყმამან჻ სახლი჻ გაანათლნა჻ ვით჻ სამყარო჻ მზისა჻ შუქმან თქუეს სურნელი჻ სული჻ ვარდთა჻ დღეს჻ მოგუბერა჻ ქუენა჻ ბუქმან

660. დაჯდა჻ მისთა჻ შემხედველთა჻ გული჻ მათი჻ მართლად჻ ხელეს მისთა჻ მჭურეტთა჻ მისთვის჻ ბნედა჻ თავისათუის჻ ისახელეს სულთქმა჻ ბევრი჻ აათასეს჻ აღარა჻ თუ჻ აერთხელეს გაყრა჻ ბრძანეს჻ გაიყარნეს჻ ჯალაბობა჻ გაათხელეს

661. რა჻ ჯალაბი჻ გაიყარა჻ ყმა჻ ვაზირსა჻ ეუბნების ეტყუის჻ შენი჻ დამალული჻ დარბაზს჻ არა჻ არ჻ იქნების რაცა჻ გწადდეს჻ საურავი჻ მეფე჻ იქს჻ და჻ შენ჻ გეთნების გაიგონე჻ ჭირი჻ ჩემი჻ მკურნე჻ რაცა჻ მეკურნების

662. მის჻ ყმისა჻ ცეცხლი჻ მედების჻ წუა჻ მისისა჻ მჭირს჻ მწველისა მკლავს჻ სურვილი჻ და჻ ვერნახუა჻ ჩემისა჻ სასურველისა მას჻ ჩემთუის჻ სულნი჻ არ჻ შურდეს჻ შეზღვა჻ ჴამს჻ შეუზღველისა ჴამს჻ სიყუარული჻ მოყურისა჻ უხვისა჻ უშურველისა