... (H-757), 1671 წ.

627. დააგდეს჻ მღერა჻ მუტრიბთა჻ სულეთო჻ თავი჻ ხარიან მიბრძანეს჻ შვილო჻ ტარიელ჻ ვით჻ გითხრათ჻ ვით჻ გუიხარიან ნეტარძი჻ გვაქვსო჻ მებრძოლნი჻ მით჻ ჩუენნი჻ ვაგლახ჻ არიან჻ მართალან჻ შენნი჻ მჭურეტელნი჻ არ჻ ცუდად჻ იმკვეხარიან

628. აწ჻ თუცა჻ გუმართებს჻ შემოსვა჻ ვის჻ მორჭმით჻ მოგივლენიან არ჻ შეგმოსთ჻ მაგა჻ კაბათა჻ არ჻ აგჴდითტურფად჻ გშვენიან აწ჻ გქონდეს჻ ასი჻ საჭურჭლე჻ ვის჻ შუქნი჻ მოგიფენიან თუით჻ შეიკერე჻ რაცა჻ გწადს჻ ჩუენგან჻ ნუღარა჻ გრცხუენიან

629. მომართუნეს჻ ასნი჻ კლიტენი჻ ასთავე჻ საჭურჭლეთანი თაყვანისვეც჻ და჻ დავლოცენ჻ დავლანი჻ მათთა჻ სუეთანი მაკოცეს჻ ადგეს჻ ორნივე჻ თუით჻ იგი჻ მზენი჻ მზეთანი რა჻ გასცნეს჻ ზომნი჻ ვით჻ გითხრნე჻ ლაშქართა჻ სისავსეთანი

630. კვლაცა჻ დაჯდა჻ მხიარული჻ მოიმატა჻ სუმა჻ და჻ მღერა კვლავ჻ გაგრძელდა჻ ნადიმობა჻ ბარბითი჻ და჻ ჩანგთა჻ ჟღერა დედოფალნი჻ წამოვიდნეს჻ შეეყარა჻ მწუხრსა჻ დღე჻ რა ძილპირამდის჻ სიხარულსა჻ სიხარული჻ ჰგუანდა჻ ვერა

აქა ასმათისაგან მორთმევა სამხრისა ნესტანდარეჯანის გამოგზავნილი჻

631. ავიყარენით჻ მიგუჭირდა჻ სმა჻ დოსტაქნისა჻ მეტისა საწოლს჻ შემოვე჻ შემექმნა჻ ცნობა჻ მათ჻ ვითა჻ რეტისა ძალი჻ არ჻ მქონდა჻ ტყვექმნილსა჻ მე჻ ამა჻ ცეცხლთა჻ შრეტისა მეგონებოდა჻ მალხენდის჻ გონება჻ მისგან჻ ჭურეტისა

632. მონა჻ მოვიდა჻ მიამბო჻ ანბავი჻ მე჻ მართალიო თქუენსა჻ ამბავსა჻ იკითხავს჻ აჯიღოსანი჻ ქალიო მაშინვე჻ ვიცან჻ ავიჭერ჻ ჩქარჩქარად჻ გულგამკრთალიო მოვიდა჻ ვნახე჻ ასმათი჻ ჩემთანა჻ მომავალია

633. მე჻ მისთუის჻ ვკვდები჻ მიამა჻ ასმათის჻ ნახვა჻ მე჻ მისად აღარ჻ მიუშვი჻ ვაკოცე჻ ქნადღა჻ თაყვანისსცემისად ჴელი჻ მოვჰკიდე჻ დავისვი჻ ახლოს჻ ტახტისა჻ ჩემისად ვჰკითხე჻ თუ჻ ნეტარ჻ მისულა჻ მორჩი჻ ალვისა჻ ხე჻ მისად

634. მიანბე჻ მისი჻ ამბავი჻ სხუად჻ ნურად჻ მეუბნებია მითხრა჻ თუ჻ გკადრებ჻ ამბავსა჻ აწ჻ ჩემგან჻ არა჻ სთნებია დღეს჻ ერთმანერთი჻ გინახავს჻ და჻ ტურფად჻ მოგწონებია აწ჻ კვლაცა჻ ცნობა჻ ამბისა჻ მას჻ ჩემგან჻ უბრძანებია

წიგნი ნესტან დარეჯანის საყვარელსა თანა მოწერილი჻

635. წიგნი჻ მომართუა჻ ჩავხედენ჻ პირისა჻ თემთა჻ მთენისა ეწერა჻ ვნახე჻ სიტურფე჻ წყალჯავარისა჻ შენისა ომგარდაჴდილი჻ შუენოდი჻ შენატევები჻ ცხენისა არ჻ ავი჻ მიმიჩს჻ მიზეზი჻ ჩემისა჻ ცრემლთა჻ დენისა

636. ღმერთმან჻ თუ჻ მცა჻ ენა჻ ჩემი჻ ქებად჻ შენად჻ უშენოსა მზემან჻ ლომსა჻ ვარდგიშერნი჻ ბაღი჻ ბაღჩად჻ უშენოსა჻ შენთუის჻ მკვდარი჻ აღარ჻ ვიტყვი჻ მაშა჻ მომკლავ჻ უშენოსა შენმან჻ მზემან჻ თავი჻ ჩემი჻ არვის჻ მართებს჻ უშენოსა

637. თუცა჻ მიგდის჻ ღუარი჻ ცრემლთა჻ მაგრა჻ ცუდად჻ არ჻ იდენო ამას჻ იქით჻ ნუღარ჻ იდენ჻ ჭირსა჻ თავი჻ არიდენო შენნი჻ მჭურეტნი჻ შენთა჻ მჭურეტთა჻ აგინებენ჻ არ჻ იდენო რომე჻ წეღან჻ მოგეხუივნეს჻ იგი჻ ჩემთუის჻ არიდენო

638. იგი჻ მე჻ მამცენ჻ რიდენი჻ რომელნი჻ წეღან჻ გშუენოდეს რა჻ მნახო჻ შენცა჻ გიამოს჻ შენეულითა჻ მშუენოდეს ესე჻ სამკლავე჻ შეიბი჻ თუ჻ ჩემი჻ გაღაგვლენოდეს ერთი჻ ასეთი჻ ცოცხალსა჻ სხუა჻ ღამე჻ არ჻ გაგთენოდეს

639. აქა჻ მჴეცქმნილი჻ ტარიელ჻ ტირს჻ ჭირი჻ ეათასების თქვა჻ მე჻ მაქვს჻ სამჴრე჻ რომელი჻ კვლავ჻ წინას჻ მკლავსა჻ მას჻ ების იგი჻ შეიჴსნა჻ მოიღო჻ თუალვით჻ არ჻ დაიფასების პირსა჻ დაიდვა჻ დაცაბნდა჻ ქუე჻ მკუდართა჻ დაედასების

640. ასრე჻ წვა჻ რომე჻ არ჻ ჰგუანდა჻ მკუდარი჻ სამარის჻ კარისა ორგნით჻ ჩანს჻ ლები჻ მჯიღისა჻ მართ჻ გულსა჻ გარდნაკარისა ასმათს჻ სდის჻ ღუარი჻ სისხლისა჻ ღაწუთაგან჻ ნახოკარისა კვლა჻ წყალსა჻ ასხამს჻ უშველის჻ ჴმა჻ ისმის჻ მუნ჻ წკანწკარისა

641. ავთანდილცა჻ სულთქნა჻ მწარედ჻ დაბნედილსა჻ შემოსჭურიტნა ასმათ჻ ვანი჻ გაამრავლნა჻ ცრემლმან჻ მისმან჻ ქვანი჻ ხურიტნა მერმე჻ სულად჻ მოაქცია჻ ცეცხლნი჻ წყლითა჻ დაუშრიტნა თქვა჻ ცოცხალვარ჻ საწუთრომან჻ აწცა჻ ჩემი჻ სისხლი჻ ხურიტნა

642. ზე჻ წამოჯდა჻ ფერმიჴდილი჻ აყოლებდა჻ თუალთა჻ რეტად ვარდი჻ სრულად჻ შექნილიყო჻ ზაფრანად჻ და჻ ვითა჻ სპეტად დიდხან჻ მათად჻ არა჻ სცალდა჻ საუბრად჻ და჻ არცა჻ ჭურეტად დარჩომა჻ და჻ არსიკვდილი჻ მას჻ უმძიმდა჻ მეტისმეტად

643. ავთანდილს჻ უთხრა჻ ისმენდი჻ ცნობა჻ უც჻ თუცა჻ ხელისა გითხრა჻ ამბავი჻ ჩემი჻ და჻ ჩემისა჻ დამმარხუელისა ლხინად჻ მიჩს჻ შეყრა჻ მოყვრისა჻ მის჻ შენგან჻ შეუყრელისა მე჻ მიკვირს჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ ასრე჻ დარჩომა჻ მრთელისა

644. ასმათის჻ ნახვა჻ მეამა჻ ჩემგან჻ დად჻ საესავისა წიგნი჻ რა჻ ვნახე჻ მომართუა჻ ესე჻ საბამი჻ მკლავისა მკლავსა჻ შევიბი჻ მაშინვე჻ მოვიჴსენ჻ რიდე჻ თავისა იგი჻ უცხოა჻ ღარიბი჻ მტკიცისა჻ რასმე჻ შავისა