... (H-757), 1671 წ.

645. რიდენი჻ და჻ ყაბაჩანი჻ რომე჻ მესხნეს჻ სამძღუნოდ჻ მისად ერთგან჻ შევჰკრენ჻ გაუგზავნენ჻ მზესა჻ აკლდა჻ ოდნად჻ მისად ასმათ჻ დიდხანს჻ არ჻ გაუშვი჻ მე჻ იმედად჻ სულთა჻ დგმისად჻ მისგან჻ კიდევ჻ მომეცალა჻ საუბრადმცა჻ სხუადღა჻ რისად

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი჻

646. მიუწერე჻ მზეო჻ შუქი჻ შენი჻ შენგან჻ მონაფენი გულსა჻ მეცა჻ გამიცუდდეს჻ სიჩაუქე჻ სიალფენი ხელმან჻ შენნი჻ განვიცადენ჻ სინატიფესიტურფენი სულთა჻ ნაცვლად჻ სამსახურნი჻ რამცა჻ ვითა჻ გიმუქფენი

647. მაშინ჻ ოდეს჻ დამარჩინე჻ სულთა჻ სრულად჻ არ჻ გამყარე აწ჻ ჩემთუინსცა჻ ესე჻ ჟამი჻ მასვე჻ ჟამსა჻ დავადარე სამჴრე჻ შენი჻ მომივიდა჻ შემოვიბი჻ მკლავსა჻ გარე რომე჻ მმართებს჻ სიხარული჻ ეგზომიმცა჻ რა჻ ვიხარე

648. განაღამცა჻ ვიწინაშე჻ აჰა჻ რიდე჻ რომე჻ მთხოვე ყაბაჩაცა჻ ასეთივე჻ ამისებრი჻ ვერა჻ ვჰპოვე დაბნედილსა჻ ნუ჻ დამაგდებ჻ მიშველე჻ რა჻ მარგე჻ მოვე სოფელს჻ მყოფსა჻ უშენოსა჻ კაცსა჻ ვისმცა჻ შევეპოვე

649. ქალი჻ ადგა჻ გამეყარა჻ დავწევ჻ ამოდ჻ დამეძინა მაგრა჻ შევჰკრთი჻ საყვარელი჻ ჩემი჻ ვნახე჻ ძილსა჻ შინა გამეღვიძა჻ აღარა჻ მყვა჻ სულდგმულობა჻ მომეწყინა ღამე჻ ასრე჻ გავათენე჻ მისი჻ ჴმაცა჻ არ჻ მესმინა

650. დილასა჻ ადრე჻ სრას჻ მიჴმეს჻ დღე჻ რა჻ ქნა჻ მწუხრმან჻ ჟამითა ავდეგ჻ ვცან჻ მათი჻ ამბავი჻ წასლვა჻ ვქმენ჻ მითვე჻ წამითა ვნახე჻ ორნივე჻ ერთგან჻ სხდეს჻ სახითა჻ ოდენ჻ სამითა რა჻ მიველ჻ მითხრეს჻ დაჯდომა჻ წინაშე჻ დავჯე჻ სკამითა

651. გვიბრძანეს჻ თუ჻ ღმერთმან჻ ასრე჻ დაგუაბერნა჻ დაცაგულია ჟამი჻ გუახლავს჻ სიბერისა჻ სიყმაწუილე჻ გარდგუივლია ყმა჻ არ჻ მოგვცა჻ ქალი჻ გუივის჻ ვისგან჻ შუქი჻ არ჻ გუაკლია ყმისა჻ არსუმა჻ არა჻ გუაგუა჻ ამად჻ ზედა჻ წაგუიგია

652. აწ჻ ქალისა჻ ჩუენისათუის჻ ქმარი჻ გუინდა჻ სად჻ მოვნახოთ რომე჻ მივსცეთ჻ ტახტი჻ ჩუენი჻ სახედ჻ ჩუენად჻ გამოვსახოთ სამეფოსა჻ ვაპატრონოთ჻ საჴელმწიფო჻ შევანახოთ არ჻ ამოვსწყდეთ჻ მტერთა჻ ჩუენთა჻ ჴრმალი჻ ჩუენთვის჻ არ჻ ვმახოთ

653. ვჰთქუი჻ თქვენი჻ ძისა჻ არა჻ სმა჻ გულსა჻ ვით჻ მიეფარების მაგრა჻ კმა჻ ჩუენად჻ იმედად჻ ვინ჻ მზესა჻ დაედარების ვისცა჻ სთხოვთ჻ შვილსა჻ სასიძოდ჻ მას჻ დიდად჻ გაეხარების სხუამცა჻ რა჻ გკადრეთ჻ თვით჻ იცით჻ მაგას჻ რა჻ მოეგუარების

654. აქ჻ მეფე჻ არჩევს჻ ვაზირობს჻ არ჻ ვიცი჻ რა჻ მოჰჴდებისა ხვარაზმშა჻ მოჰყავს჻ სასიძოდ჻ არა჻ ჰგავს჻ არა჻ ჰჴდებისა იგ჻ უცხო჻ ვინმე჻ საწყალი჻ მოყმე჻ უბრალო჻ კვდებისა ნესტან჻ დარეჯან჻ ტარიელს჻ ყრის჻ მაგრა჻ არ჻ ეყრებისა

655. დავიწყეთ჻ რჩევა჻ საქმისა჻ გული჻ უც჻ თუცა჻ მელია ვთქვი჻ ჩემგან჻ დაშლა჻ ამისი჻ არ჻ ითქმის჻ არ჻ საქნელია მეფემან჻ ბრძანა჻ ხუარაზმშა჻ ჴელმწიფე჻ ხუარაზმელია თუ჻ მოგუცემს჻ შვილსა჻ საჩუენოდ჻ მისებრივ჻ არრომელია

656. რომე჻ პირველვე჻ დაესკვნა჻ მათ჻ ესე჻ შეეტყუებოდა ერთმანერთსაცა჻ უჭვრეტდეს჻ სიტყვაცა჻ აგრე჻ სწბებოდა ჩემგან჻ დაშლისა჻ კადრება჻ მართ჻ ამბად჻ არ჻ ეგებოდა ოდენ჻ დავმიწდი჻ დავნაცრდი჻ გული჻ მი჻ და჻ მო჻ ჰკრფებოდა

657. დედოფალმან჻ თქვა჻ ხუარაზმშა჻ მეფეა჻ მორჭმით჻ მჯდომელი მათსამცა჻ შვილსა჻ სასიძოდ჻ ჩუენთუის჻ სხუა჻ სჯობდა჻ რომელი შეცილებამცა჻ ვით჻ ჰკადრა჻ რადგან჻ თვით჻ იყო჻ მდომელი მოწმობა჻ დავრთე჻ დაესკვნა჻ დღე჻ ჩემი჻ სულთა჻ მჴდომელი

658. გაგზავნეს჻ კაცი჻ ხუარაზმშას჻ წინა჻ შვილისა჻ მთხოველი შესთუალეს჻ გაჰჴდა჻ უმკვიდროდ჻ სამეფო჻ ჩუენი჻ ყოველი არს჻ ერთი჻ ქალი჻ საძეო჻ არ჻ კიდევ჻ გასათხოველი თუ჻ მოგუცემ჻ შვილსა჻ სამისოდ჻ სხუასა჻ ნუღარას჻ მოელი

659. კაცი჻ მოვიდა჻ აევსო჻ ჯუბაჩითა჻ და჻ რიდითა გახარებოდა჻ ხუარაზმშას჻ სიხარულითა჻ დიდითა ებრძანა჻ მოგვხუდა჻ ღმრთისაგან჻ ჩუენ჻ რომე჻ ვინატრიდითა თვით჻ მაგისებრსა჻ შვილსამცა჻ ჩუენ჻ ჴელსა჻ რასა჻ ვჰჴდიდითა

660. კვლა჻ გაგზავნეს჻ სხუანი჻ კაცნი჻ სასიძოსა჻ მოყვანებად დაავედრეს჻ თუ჻ ნუ჻ აყოვნებთ჻ მოდით჻ ჩუენად჻ ნაბრძანებად მე჻ მაშვრალი჻ ნაბურთალი჻ საწოლს჻ შეველ჻ მოსვენებად გულსა჻ სევდა჻ შემეყარა჻ ვიწყე჻ ჭირთა჻ მოპოვნებად

661. აქ჻ საწოლს჻ მჯდომი჻ ტარიელ჻ შექრუშვით჻ სევდიანადო სასიძოს჻ მოყვანისათვის჻ გულს჻ ლახუარი჻ სჭირს჻ დანადო მონა჻ მოვიდა჻ საჴმობლად჻ იგ჻ მისთვის჻ წასაყუანადო იგ჻ გაუწყრების჻ რომელი჻ ვერ჻ მზეა჻ იმისთანაო

662. მეტმან჻ სევდამან჻ მიმწურა჻ გულსა჻ დაცემად჻ დანისად ასმათის჻ მონა჻ შემოდგა჻ შევჯე჻ ლაღი჻ და჻ ჯანი჻ სად წიგნი჻ მომართუა჻ ეწერა჻ ვინ჻ სჩან჻ ალვისა჻ ტანისად ადრე჻ მოდიო჻ გიბრძანებს჻ დაუყოვნებლად჻ ხანისად

663. შევჯე჻ წაველ჻ ბაღჩას჻ მიველ჻ ვითა჻ სცნობდენ჻ ლხინთა჻ ზომით ბაღჩა჻ შევლე჻ კოშკი჻ დამხუდა჻ ასმათ჻ ვნახე჻ ძირსა჻ დგომით ვნახე჻ ვსჭურეტდი჻ ნატირებად჻ ცრემლი჻ აჩნდა჻ ღაწუთა჻ წთომით დამიმძიმდა჻ არა჻ ვჰკითხე჻ ჩემი჻ სჭირდა჻ მისლუა჻ ნდომით