... (H-757), 1671 წ.

664. იგი჻ ვნახე჻ დაღრეჯილი჻ ესე჻ მეტად჻ დამიმძიმდა ვითა჻ წინას჻ შემომცინის჻ აღარ჻ ეგრე჻ გამიღიმდა ყოლა჻ სიტყვა჻ არ჻ მამიგო჻ ოდენ჻ ცრემლთა჻ გარდმოსწუიმდა ამით჻ უფრო჻ დამაწყლულა჻ არა჻ წყლულთა჻ მიაქიმდა

665. ჩემნი჻ ერთნი჻ გონებანი჻ მეტად჻ შორად჻ გამიკიდნა შინა჻ კოშკად჻ შემიყუანა჻ ფარდაგსაცა჻ ამიზიდნა შეველ჻ ვნახე჻ იგი჻ მთუარე჻ ჭირმან჻ ყოვლმან჻ უკუმრიდნა გულსა჻ შუქნი჻ შემომადგა჻ მაგრა჻ გული჻ არ჻ დამიდნა

666. იყო჻ არ჻ ნათლად჻ ნათელი჻ ფარდაგსა჻ შემომდგომელი ებურა჻ მოშლით჻ პიროქრო჻ მე჻ მივეც჻ რიდე჻ რომელი მითვე჻ მწუანითა჻ უებრო჻ მიწოლით჻ ტახტსა჻ მჯდომელი ცრემლისა჻ ღუარსა჻ მოეცვა჻ პირი჻ ელვათა჻ მკრთომელი

667. ქვე჻ წვა჻ ვით჻ კლდისა჻ ნაპრალსა჻ ვეფხი჻ პირგამეხებული არცა჻ მზე჻ ჰგუანდა჻ არც჻ მთუარე჻ ხე჻ ალვა჻ ედემს჻ ხებული ასმათმან჻ დამსვა჻ შორსგუარად჻ გულსა჻ მე჻ ლახვარხებული მერმე჻ წამოჯდა჻ წარბშერჭუმით჻ გამწყრალი჻ გამეხებული

668. მიბრძანა჻ მიკვირს჻ რად჻ მოხვე჻ მშლელი჻ პირისა჻ მტკიცისა გამწირავი჻ და჻ მუხთალი჻ შენ჻ გამტეხელი჻ ფიცისა მაგრა჻ ნაცვალსა჻ პატიჟსა჻ მიგცემსო჻ ზენამ჻ იცისა ვჰკადრე჻ რა჻ გკადრო჻ პასუხი჻ მის჻ ჩემგან჻ მე჻ უიცისა

669. ვთქვი჻ პასუხსა჻ ვერას჻ გკადრებ჻ თუ჻ არა჻ ვსცნობ჻ მე჻ მართალსა რა჻ შეგცოდე჻ რა჻ მიქნია჻ უცნობოსა჻ ფერნამკრთალსა კვლაცა჻ მითხრა჻ რას჻ გეუბნო჻ მტყუვანსა჻ და჻ შენ჻ მუხთალსა დიაცურად჻ რად჻ მოვღორდი჻ მე჻ დაუწუავ჻ ამით჻ ალსა

670. შენ჻ არ჻ იცი჻ ხუარაზმშასი჻ საქმროდ჻ ჩემად჻ მოყვანება შენ჻ ჯდომილხარ჻ სავაზიროდ჻ შენი჻ რთულა჻ ამას჻ ნება შენ჻ გასტეხე჻ ფიცი჻ ჩემი჻ სიმტკიცე჻ და჻ იგი჻ მცნება ღმერთმან჻ ქნას჻ და჻ დაგირჩინა჻ ცუდად჻ შენი჻ ჴელოვნება

671. გახსოვს჻ ოდეს჻ ჰაი჻ ჰაი჻ ზმიდი჻ ცრემლნი჻ შენნი჻ ველთა჻ ბანდეს მკურნალნი჻ და჻ დასტაქარნი჻ წამალთყე჻ მოგიტანდეს მამაცისა჻ სიცრუვეთა჻ ნეტარ჻ სხვანი჻ რამცა჻ ჰგუანდეს რადგან჻ დამთმე჻ მეცა჻ დაგთმობ჻ ვინძი჻ უფრო჻ დაზიანდეს

672. ამას჻ ვბრძანებ჻ ვინცა჻ გინდა჻ ეპატრონოს჻ ჰინდოეთსა ეგრეც჻ მე჻ მაქვს჻ პატრონობა჻ უგზოს჻ ვლიდენ჻ თუნდა჻ გზეთსა ეგე჻ აგრე჻ არ჻ იქნების჻ წა჻ მომცთარხარ჻ მოსაცეთსა აზრნი჻ შენნი჻ შენვე჻ გგვანან჻ ტყუვანსა჻ და჻ შენ჻ აგეთსა

673. ცოცხალ჻ ვიყო჻ შენ჻ ჰინდოეთს჻ ღმერთო჻ ხანი჻ ვერა჻ დაჰყო თუ჻ ეცადო჻ დაყოფასა჻ ჴორცთა჻ შენთა჻ სული჻ გაჰყო სხუა჻ ჩემებრი჻ ვერა჻ ჰპოვო჻ ცათამდისცა჻ ჴელი჻ აჰყო ესე჻ სიტყვა჻ დაასრულა჻ ყმა჻ ატირდა჻ სულთქვნა჻ აჰყო

674. თქუა჻ რა჻ მესმა჻ ესე჻ მისგან჻ მეიმედა჻ მეტისმეტად კვლავ჻ მიეცა჻ თუალთა჻ ძალი჻ მის჻ ნათლისა჻ ეგრე჻ მჭურეტად აწ჻ დავჰკარგე჻ რად჻ არ჻ გიკვირს჻ რად჻ ცოცხალვარ჻ რად჻ ვარ჻ რეტად ვა჻ სოფელო჻ უხანოო჻ რად჻ ჰზი჻ სისხლთა჻ ჩემთა჻ ხურეტად

675. შევხედენ჻ ვნახე჻ სასთუნალს჻ მუსაფი჻ გაშლით჻ მდებარე ავდეგ჻ ავიღე჻ მე჻ ღმრთისა჻ და჻ მერმე჻ მე჻ მათი჻ მქებარე ვჰკადრე჻ თუ჻ მზეო჻ დაგიწუავს჻ ჩემიცა჻ დაწუი჻ მზე჻ ბარე რადგან჻ არ჻ მომკალ჻ პასუხი჻ ერთია჻ გკადრო჻ მე჻ ბარე

676. რომე჻ გკადრებ჻ ესე჻ სიტყვა჻ აწ჻ თუ჻ ცუდად჻ ნალიქნია ცამცა჻ მრისხავს჻ მზისა჻ შუქნი჻ ყოლა჻ ჩემთუის჻ ნაშუქნია თუ჻ მაღირსებ჻ განკითხვასა჻ ავი჻ არა჻ არ჻ მიქნია მან჻ მიბრძანა჻ რაცა჻ იცი჻ თქვიო჻ თავი჻ დამიქნია

677. კვლაცა჻ ვჰკადრე჻ მეთუ჻ მზეო჻ თქვენთუის჻ ფიცი჻ გამეტეხოს ღმერთმან჻ აწვე჻ რისხუა჻ მისი჻ ზეცით჻ ჩემთუის჻ გაამეხოს ვისი჻ გინდა჻ უშენოსა჻ პირი჻ მემზოს჻ ტანი჻ მეხოს მაშა჻ მაშინ჻ რაგუარ჻ დავრჩე჻ რა჻ ლახუარი჻ გულსა჻ მეხოს

678. მე჻ მეფეთა჻ დარბაზს჻ მიჴმეს჻ შექნეს჻ დიდი჻ ვაზირობა მათ჻ წინასვე჻ დაეპირა჻ იმა჻ ყმისა჻ შენი჻ ქმრობა დამეშალა჻ ვერ჻ დავშლიდი჻ დამრჩებოდა჻ უმეცრობა თავსა჻ ვუთხარ჻ მიემოწმე჻ ჟამად჻ გიჯობს჻ გულმაგრობა

679. მემცა჻ დაშლა჻ ვითა჻ ვჰკადრე჻ რათგან჻ იგი჻ ვერ჻ მიმხუდარა არ჻ იტყვის჻ თუ჻ ჰინდოეთი჻ უპატრონოდ჻ არ჻ მომჴდარა ტარიელ჻ არს჻ მემამულე჻ სხუასა჻ ჰმართებს჻ არად჻ არა ვის჻ მოიყვანს჻ არა჻ ვიცი჻ ანუ჻ იგი჻ ვინ჻ მომცდარა

680. ვთქვი჻ ამითა჻ ვეღარას჻ ვიქ჻ ღონე჻ სხუარა჻ მოვიგვარო თავსა჻ უთხარ჻ ნუ჻ მოგიცავ჻ გონებაო჻ მრავალგვარო მედვა჻ გული჻ მჴეცისაებრ჻ ათასჯერცა჻ მინდორს჻ ვარო ვისმცა჻ მივეც჻ თავი჻ შენი჻ შენვე჻ რად჻ მე჻ არ჻ წამგვარო

681. სულთა჻ ვჰრყიდი჻ გულისათვის჻ კოშკი჻ ამად჻ გამებაზრა იგი჻ წუიმა჻ დარენელდა჻ რომე჻ პირველ჻ ვარდი჻ აზრა ვნახე჻ ძოწსა჻ მარგალიტი჻ გარე჻ ტურფად჻ მოემაზრა მიბრძანა჻ თუ჻ ეგე჻ საქმე჻ მემცა჻ მართლად჻ რად჻ მიაზრა

682. არ჻ დავიჯერებ჻ მე჻ შენსა჻ ღალატსა჻ ორგულობასა უვარის჻ ქნასა჻ ღმრთისასა჻ ამისთვის჻ არ჻ მადლობასა იაჯდი჻ თავსა჻ ჩემსა჻ და჻ მორჭუმით჻ ჰინდოეთს჻ ფლობასა მე჻ და჻ შენ჻ ვიჯდეთ჻ ჴელმწიფედ჻ სჯობს჻ ყოვლსა჻ სიძე჻ სძლობასა

683. მე჻ ღ~ისაებრად჻ მომიტკბა჻ გამწყრალი჻ გამქისებული ანუ჻ მზე჻ იყო჻ ქვეყანად჻ ან჻ მთუარე჻ პირგავსებული ახლოს჻ დამისვა჻ მაღირსა჻ აქამდის჻ არღირსებული მეუბნებოდა჻ დამივსო჻ ცეცხლი჻ ამითა჻ გზებული