... (H-757), 1671 წ.

607. ხატაეთისა჻ ხელმწიფე჻ მომყუანდა჻ შეპყრობილია ჰინდოეთს჻ მიველ჻ მეგება჻ ჩემი჻ გამზრდელი჻ ტკბილია რა჻ ქება჻ მითხრა჻ არ჻ ითქმის჻ ჩემგან჻ სათქმელად჻ წბილია ჴელი჻ გამიჴსნა჻ შემომკრა჻ მან჻ სახუეველი჻ ლბილია

608. ედგნეს჻ ტურფანი჻ კარავნი჻ მოედანს჻ ჩამოდგომილსა საუბრისა჻ და჻ ჭურეტისა჻ ჩემისა჻ მას჻ მონდომილსა მას჻ დღესა჻ ედვა჻ ნადიმი჻ მას჻ შიგან჻ გარდაჴდომილსა მიალერსებდა჻ მიჭვრეტდა჻ წინაშე჻ ახლოს჻ ჯდომილსა

609. მას჻ ღამით჻ ვსხედით჻ ნადიმად჻ მუნ჻ ამოდ჻ გავიხარენით დილასა჻ ქალაქს჻ შევედით჻ მოედნით჻ ავიყარენით მეფემან჻ ბრძანა჻ ლაშქარნი჻ უხმენით჻ შემოჯარენით დღეს჻ ხატაელი჻ მიჩუენეთ჻ ტყვენიცა჻ შემომგვარენით

610. რამაზ჻ მეფე჻ შეპყრობილი჻ მას჻ წინაშე჻ მოვიყუანე ტკბილად჻ ნახა჻ ჴელმწიფემან჻ ვითა჻ შვილი჻ სააკვანე ორგული჻ და჻ მოღალატე჻ ნამსახურსა჻ დავაგუანე ესე჻ არის჻ მამაცისა჻ მეტისმეტი჻ სიგულვანე

611. მას჻ მეფესა჻ ხატაელსა჻ უმასპინძლა჻ უალერსა ჟამიერად჻ უბრძანებდის჻ საუბარსა჻ მათსა჻ ფერსა ცისკრად჻ მიჴმეს჻ მიბრძანებდეს჻ მე჻ სიტყვასა჻ ლმობიერსა შეუნდობო჻ ხატაელსა჻ მას჻ აქამდის჻ შენამტერსა

612. მე჻ ვჰკადრე჻ ღმერთი჻ ვინათგან჻ შეუნდობს჻ შეცოდებულსა უყავით჻ თქვენცა჻ წყალობა჻ მას჻ ღონეგაცუდებულსა რამაზს჻ უბრძანებს჻ იცოდი჻ გაგზავნით჻ შეწყალებულსა მაგრა჻ ნუ჻ გნახავთ჻ კვლაცაღა჻ ჩუენს჻ წინა჻ გაწბილებულსა

613. ხარაჯა჻ დასდვეს჻ შეჰკვეთეს჻ დრაჰკანი჻ ასჯერ჻ ასია კვლავ჻ ხატაური჻ ათასი჻ სხუა჻ სტავრა჻ სხუა჻ ატლასია მერმე჻ ყუელაი჻ დამოსა჻ იგი჻ და჻ მისი჻ ხასია შეწყალებული჻ გაგზავნა჻ უყო჻ რისხუისა჻ ფასია

614. ხატაელმან჻ დაუმადლა჻ დადრკა჻ მდაბლად჻ ეთაყუანა მოახსენა჻ ორგულობა჻ თქვენი჻ ღმერთმან჻ შემანანა თუღა჻ ოდეს჻ შეღაგცოდო჻ მაშინ჻ მომკალ჻ მემცა჻ განა წავიდა჻ და჻ ყველაკაი჻ მისი჻ თანა჻ წაიტანა

615. მოვიდა჻ კაცი჻ მეფისა჻ ცისკრობს჻ არ჻ დანაღამია ებრძანა჻ შენგან჻ გაყრივარ჻ მას჻ აქათ჻ თუეო჻ სამია მინდორს჻ მოკლული჻ ისრითა჻ ნადირი჻ არ჻ მიჭამია არ჻ დამაშვრალხარ჻ წავიდეთ჻ თუცა჻ დაშრომის჻ ჟამია

616. შევეკაზმე჻ დარბაზს჻ მიველ჻ დამხუდა჻ ჯარი჻ ავაზისა შავარდნითა჻ სავსე჻ იყო჻ სრულად჻ არე჻ დარბაზისა მეფე჻ ქვე჻ ჯდა჻ შეკაზმული჻ შუენებითა჻ მსგავსი჻ მზისა გაეხარნეს჻ მისულა჻ ჩემი჻ ტურფისა჻ და჻ ლამაზისა

617. იდუმალ჻ ცოლსა჻ ეუბნა჻ მართ჻ ჩემგან჻ უცოდნელია ომით჻ მოსრული჻ ტარიელ჻ საჭურეტად჻ სასურველია მან჻ გაანათლოს჻ მჭურეტელთა჻ გული჻ რაზომცა჻ ბნელია რაცა჻ დაგვედრო჻ საქნელად჻ ქენ჻ არა჻ საზოზღნელია

618. აწ჻ მითქვამს჻ საქმე჻ უშენო჻ შენცა჻ ცან჻ ესე჻ მცნებული რათგან჻ ქალია჻ სამეფოდ჻ ჩუენგანვე჻ სახელდებული ვინცაღა჻ ნახავს჻ აწ჻ ნახოს჻ აჰა჻ დღე჻ ედემს჻ ხლებული გუერდსა჻ დაისვი჻ ორნივე჻ სრას჻ დამხუდით჻ მოვალ჻ შვებული

619. მოვინადირეთ჻ მინდორი჻ ძირი჻ მთისა჻ და჻ გორისა იყო჻ სიმრავლე჻ ძაღლისა჻ შავარდნისა჻ და჻ ქორისა ადრე჻ დავბრუნდით჻ ვიარეთ჻ არ჻ ეჯი჻ გზისა჻ შორისა აღარ჻ იბურთეს჻ დაშლა჻ ქნეს჻ თამაშობისა჻ ორისა

620. ჩემთა჻ მჭურეტელთა჻ მოეცვა჻ ქალაქი჻ შუკა჻ და჻ ბანი ომგარდაჴდილსა჻ მშუენოდეს჻ მეანიანნი჻ კაბანი ფერმიჴდილგუარად჻ ვშუენოდი჻ ვარდი჻ ცრემლითა჻ ნაბანი ვინცა჻ მიჭურეტდის჻ ბნდებოდის჻ მათრლად჻ არს჻ არ჻ კატაბანი

621. რიდენი჻ რომე჻ მეშოვნეს჻ ქალაქსა჻ ხატაელთასა იგი჻ მეხუივნეს჻ მშვენოდეს჻ ვახელებ჻ გულსა჻ ხელთასა მეფე჻ გარდაჴდა჻ დარბაზსა჻ შევედით჻ ჩემთა჻ მზრდელთასა შევხედენ჻ დავჰკრთი჻ ელვასა჻ ღაწუთა჻ მზეებრ჻ ნათელთასა

622. მას჻ მზესა჻ ტანსა჻ ემოსნეს჻ ნარინჯისფერნი჻ ჯუბანი ზურგით჻ უთქს჻ ჯარი჻ ხადუმთა჻ დასდასად჻ უბანუბანი სრულად჻ ნათლითა჻ აევსო჻ სახლი჻ შუკა჻ და჻ უბანი მუნ჻ ვარდსა჻ შუვა჻ შუენოდეს჻ ძოწმარგალიტნი჻ ტყუბანი

623. ნაომარსა჻ დაკოდილსა჻ ჴელი჻ ყელსა჻ ჩამომება დედოფალი჻ საჯდომთაგან჻ ადგა჻ წინა჻ მომეგება ვითა჻ შვილი჻ გარდამკოცნა჻ ღაწუი჻ ვარდი჻ დამილება მითხრა჻ ნუ჻ ეჭუ჻ ამას჻ იქით჻ თუღა჻ მტერი჻ შეღაგება

624. ახლოს჻ დამისუეს჻ ადგილსა჻ მუნ჻ სადა჻ მიამებოდა პირისპირ჻ მიჯდა჻ იგი჻ მზე჻ გული჻ ვისთუისცა჻ კვდებოდა მალვით჻ უჭვრეტდი჻ მიჭვრეტდის჻ სხუად჻ არად჻ მეგონებოდა თვალნი჻ მოვსწყვიდნი჻ სიცოცხლე჻ ამითა჻ მეარმებოდა

625. შეიქმნა჻ სუმა჻ და჻ პურობა჻ მსგავსი჻ მათისა჻ ძალისა სხუა჻ გახარება჻ ასეთი჻ არს჻ უნახავი჻ თუალისა ჯამი჻ და჻ ჭიქა჻ ყველაი჻ ფეროზისა჻ და჻ ლალისა არვისი჻ ბრძანა჻ მეფემან჻ არცა჻ გაშუება჻ მთრვალისა

626. მე჻ მუნა჻ მყოფი჻ მივეცი჻ შვებასა჻ მეტისმეტასა არ჻ შემომხედნის჻ შევხედნი჻ ცეცხლმან჻ დამიწყის჻ შრეტასა კაცთა჻ კრძალვასა჻ ვაწვევდი჻ გულსა჻ შმაგსა჻ და჻ რეტასა რა჻ უამია჻ პირისპირ჻ საყუარელისა჻ ჭურეტასა