ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

607. ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა ესე აწ მე მყავს რომელი჻ მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული მწყრომელი჻ მონა მივსწიე მისისა შეყრისა ვიყავ მდომელი჻ შევსთვალე დადეგ მიჩვენე ლომსა ვინ გაწყენს რომელი჻

608. მას მონასა არა უთხრა არცა სიტყვა მოუსმინა჻ ფიცხლად შევჯე ჩავეგებე მე ჩაუსწარ ჩაველ წინა჻ უთხარ დადეგ გამიგონე შენი საქმე მეცა მინა჻ შემომხედნა მოვეწონე სიარული დაითმინა჻

609. გამიცადა ღ~თსა კადრა შენ ასეთნი ხენი ვით ხენ჻ მერმე მითხრა მოგახსენებ აწ სიტყვანი რომე მკითხენ჻ იგი მტერნი გამილომდეს აქამდისცა რომე ვითხენ჻ უკაზმავსა მიღალატეს საჭურველნი გარ ვერ ვითხენ჻

610. მე უთხარ დადეგ დასწყნარდი გარდავჴდეთ ძირსა ხეთასა჻ არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა჻ თანა წამომყვა წავედით უტკბოსი მამა ძეთასა჻ მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა჻

611. ერთი მონა დასტაქარი მყუა და წყლულნი შეუხვივნა჻ ისრის პირნი ამოუხვნა დაკოდილნი არ ატკივნა჻ მერე ვკითხე ვინ ხარ ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა჻ [............................]დ დამირიგდა თავი მისი გაამჩივნა჻

612. პირველ მითხრა არა ვიცი რა ხარ ანუ რას გამგზავსო჻ ანუ ეგრე რამ დაგლია ანუ პირველ რამ გაგავსო჻ რამან შეგქმნა მოყვითანოდ ვარდ გიშერი რომე რგავსო჻ ღ~თნ მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო჻

613. მულღაზანზარის ქალაქი ახლოს მე მაქუსო რომელი჻ ნურადინ ფრიდონ სახელად მძეს მეფე ვარ მუნა მჯდომელი჻ ესე სამზღარი ჩემია სადა ხარ გარდამხდომელი჻ ცოტა მაქვს მაგრამ ყოველგან სიკეთე მიუთხრობელი჻

614. მამის ძმა და მამა ჩემი პაპმან ჩემმან გაყუნა ოდეს჻ ზღვასა შიგან კუნძულია ჩემად წილად მას იტყოდეს჻ თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა ვისთა შვილთა აწ დამკოდეს჻ მათკენ დარჩა სანადირო არ მივსცემდი მამერჩოდეს჻

615. დღეს გამოველ ნადირობას ზღვისა პირსა ვინადირე჻ მუნა გასვლა მამდომოდა მით მრეკალი არ ვახშირე჻ სპათა უთხარ მამიცადეთ მოვიდოდე მეცა ვირე჻ ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე჻

616. ნავითა გამველ ზღვისაგან სტო რამე გამოვიდოდა჻ არა მოვკრეფდი გამყოფთა ვთქვი ჩემთა რად დავრიდო და჻ დამეძაბუნდეს სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა჻ ვნადირობდი და ვიზახდი ჴმა ჩემი არ უდიოდა჻

617. მართლად იჯავრეს წუნობა მათი თუ ესე ხმდა ვითა჻ გამამაპარნეს ლაშქარნი გზანი შემიკრეს ნავითა჻ თვით ბიძას ძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა჻ ჩემთა გაუჴდეს ლაშქართა ომად მათითა მკლავითა჻

618. მათი მესმა დავინახე ზახილი და ჴრმალთა ელვა჻ ნავი ვთხოვე მენავეთა მით ვიყივლე მე ერთხელ ვა჻ ზღვასა შეველ მომეგება მეომარი ვითა ღელვა჻ სწადდა მაგრა ვეღარა ქნეს ჩემი ზედა წამოქელვა჻

619. კვლავ სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მამეწეოდეს჻ იქით და აქათ მამიხდეს ერთგნით ვერ მამერეოდეს჻ არ მამწურვოდეს წინანი ზურგით მესროდეს მე ოდეს჻ ჴრმალსა მივენდევ გამიტყდა ისარნი დამელეოდეს჻

620. მამეჯარნეს ვეღარა ვქენ ნავით ცხენი გარდვიხტუნვე჻ ზღვა ზღვა ცურვით წამოუველ ჩემი მჭვრეტნი გავაცბუნვე჻ თანა მყოლი ყველაკანი დამიჴოცნეს დარჩეს მუნვე჻ ვინმცა მდევდა ვერ შემამხვდა მიუბრუნდი მივაბრუნვე჻

621. აწ იგი იქნას რაღაცა ენებოს ღ~თისა წადილსა჻ ვეჭვ ჩემი სისხლი არ შერჩეს ძალი შესწევდეს ქადილსა჻ ოხრად გაუჴდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა჻ უხმობ ყვავთა და ყორანთა მათ ზედა ვაქნევ ხადილსა჻

622. ამა ყმამან შემიკვეთა გული მისკენ მიმიბრუნდა჻ მოვახსენე აჩქარება შენგან ყოლა არა უნდა჻ მეცა თანა წამოგყვები დაიხოცნენ იგი მუნ და჻ ჩვენ ორთავე მეომართა გაღანამცა შეგვიძრწუნდა჻

623. ესეცა უთხარ ამბავინა ჩემი არ გაგეგონების჻ უფრორე წყნარად გიამბობ ნათუ ჟამი ჩვენ გვექონების჻ მან მითხრა ლხინი საჩემონა მაგას რა შეეწონების჻ დღედ სიკვდილი სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების჻

624. მივედით მისსა ქალაქსანა ტურფასა მაგრა ცოტასა჻ გამოეგებნეს ლაშქარნინა ისხემდეს მისთვის ოტასა჻ პირსა იხოკდეს გაჰყრიდესნა ნახოკსა ვით ნაფოტასა჻ ეხვეოდიან ჰკოცნიანნა ჴრმალსა და სალტე კოტასა჻

625. კულავ მოვეწონე ვეტურფენა მე მისი გარდნაკიდარი჻ შემასხემდიან ქებასანა მზეო ხარ ჩვენთვის იდარი჻ მივედით ვნახეთ ქალაქინა მისი ტურფა და მდიდარი჻ ყველასა ტანსა ემოსანა ზარქაში განაზიდარი჻

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა და გამარჯვება მათგან მათს მეომრებზე჻