... (H-2610), XVIII ს.

686. ფრიდონ჻ საჯდომნი჻ დამიდგნა჻ ადგილსა჻ საბატონოსა჻ მითხრა჻ თუ჻ მცდარ჻ ვარ჻ აქამდის჻ ვერ჻ მივხვდი჻ გასაგონოსა჻ ხარ჻ დიდი჻ მეფე჻ ჰინდოთა჻ რა჻ ვით჻ ვინ჻ მოგაწონოსა჻ ვინ჻ არის჻ კაცი჻ რომელმან჻ თავი჻ არ჻ დაგამონოსა჻

687. რას჻ ვაგრძელებდე჻ მოვიდეს჻ ყოვლგნით჻ ამბისა჻ მძებნელნი჻ ცუდნი჻ და჻ ცუდთა჻ ადგილთა჻ თავისა჻ დამაშრობელნი჻ ვერა჻ ვერ჻ ეცნა჻ ვერ჻ იყვნეს჻ ვერას჻ ამბისა჻ მცნობელნი჻ მე჻ უფრო჻ მდინდეს჻ თვალთაგან჻ კვლა჻ ცრემლი჻ შეუშრობელნი჻

688. ვთქვი჻ რა჻ მქონდა჻ სახლსა჻ ჩემსა჻ სპათა჻ ვსჭვრეტ჻ და჻ ვსვამ჻ იგია჻ მე჻ ვიშვებ჻ და჻ იგი჻ ტყვედა჻ ზღვათა჻ შიგა჻ წამიგია჻ კლდისაგანცა჻ უმაგრესსა჻ ესე჻ ვითა჻ გამიგია჻ ხრმალსა჻ ხელსა჻ ვეღარას჻ ვხდი჻ ცუდად჻ შიგან჻ რას჻ მიგია჻

689. მე჻ ფრიდონს჻ უთხარ჻ ესე჻ დღე჻ ვითა჻ მესაზაროების჻ ამისად჻ მოწმად჻ ღმერთი჻ მყავს჻ სათქმელად჻ მეუცხოების჻ უშენოდ჻ მყოფსა჻ ღამე჻ და჻ დღეცა჻ მესაღამოების჻ დახსნილ჻ ვარ჻ ლხინსა჻ ყოველსა჻ მით჻ გული჻ ჭირსა჻ მოების჻

690. მაშა჻ მე჻ მისსა჻ ამბავსა჻ რათგან჻ აღარას჻ მოველი჻ ვეღარ჻ ვიქნები჻ გამიშვი჻ ვარ჻ ფარმანისა჻ მთხოველი჻ ფრიდონს჻ რა჻ ესმა჻ ატირდა჻ სისხლითა჻ მუნ჻ მორწყო჻ ველი჻ მითხრა჻ თუ჻ ძმაო჻ დღესითგან჻ ცუდ჻ ჩემი჻ ლხინი჻ ყოველი჻

691. თუცა჻ დია჻ მოიჭირვეს჻ ვერცა჻ ეგრე჻ დამიჭირეს჻ მისთა჻ სპათა჻ მუხლმოყრილთა჻ თავი჻ მათი჻ ჩემკერძ჻ ირეს჻ მეხვეოდეს჻ მაკოცებდეს჻ ატირდეს჻ და჻ ამატირეს჻ ნუ჻ წახვალო჻ და჻ გაწამოთ჻ სიცოცხლეა჻ ჩვენი჻ ვირეს჻

692. ეგრე჻ უთხარ჻ თქვენი჻ გაყრა჻ მეცა჻ დია჻ მეძნელების჻ მაგრა჻ ლხინი჻ უმისოსა჻ ჩემგან჻ ძნელად჻ გაიძლების჻ ჩემსა჻ ტყვესა჻ ვერ჻ გავსწირავ჻ თქვენცა჻ დია჻ გებრალების჻ ნუვინ჻ მიშლით჻ არ჻ დავდგები჻ არცა჻ ვისგან჻ დამეშლების჻

693. მერმე჻ ფრიდონ჻ მოიყვანა჻ მიძღვნა჻ ესე჻ ჩემი჻ ცხენი჻ მითხრა჻ ხედავ჻ პირი჻ მზისა჻ თქვენ჻ საროსა჻ ეგეც჻ ხენი჻ ვიცი჻ მეტი჻ არა჻ გინდა჻ ძღვენი჻ რამცა჻ გავკიცხენი჻ თვით჻ ამანვე჻ მოგაწონოს჻ სახედრობა჻ სიფიცხენი჻

694. ფრიდონგამომყვა჻ წავედით჻ ორთავე჻ ცრემლნი჻ ვღვარენით჻ მუნ჻ ერთმანერთსა჻ ვაკოცეთ჻ ზახილით჻ გავიყარენით჻ სრულად჻ ლაშქარნი჻ მტიროდეს჻ გულითა჻ მართლად჻ არ჻ ენით჻ გაზრდილგამზრდელთა჻ გაყრასა჻ ჩვენ჻ თავნი჻ დავადარენით჻

695. ფრიდონისით჻ წამოსრულმან჻ წავე჻ ძებნად჻ კვლა჻ ვიარე჻ რომე჻ არა჻ არ჻ დამირჩა჻ ხმელთა჻ ზედა჻ ზღვათა჻ გარე჻ მაგრა჻ მისსა჻ მნახავსაცა჻ კაცსა჻ ვერას჻ შევეყარე჻ გული჻ სრულად჻ გამიშმაგდა჻ თავი჻ მხეცთა჻ დავადარე჻

696. ვჰთქვი჻ თუ჻ ჩემი჻ აღარაა჻ სიარული჻ ცუდი჻ ცურვა჻ ნუთუ჻ მხეცთა჻ სიახლემან჻ უკუმყაროს჻ გულსა჻ ურვა჻ მონათა჻ და჻ ამა჻ ასმათს჻ სიტყვა჻ უთხარ჻ შვიდი჻ თუ჻ რვა჻ ვიცი჻ რომე჻ დამირჯიხართ჻ დია჻ გმართებს჻ ჩემი჻ მდურვა჻

697. აწ჻ წადითო჻ მე჻ დამაგდეთ჻ ეტერენით჻ თავთა჻ თქვენთა჻ ნუღარ჻ უჭვრეტთ჻ ცრემლთა჻ ცხელთა჻ თვალთა჻ ჩემთათ჻ მონადენთა჻ რა჻ ესენი჻ მოისმენნეს჻ საუბართა჻ ესოდენთა჻ მითხრეს჻ ჰაი჻ რასა჻ ბრძანებთ჻ ნუ჻ მოასმენ჻ ყურთა჻ ჩვენთა჻

698. უშენოსა჻ ნუმცა჻ ვნახავთ჻ ნუ჻ პატრონსა჻ ნუ჻ უფალსა჻ ნუთუ჻ ღმერთმან჻ არ჻ გაგვყარნეს჻ ცხენთა჻ თქვენთა჻ ნატერფალსა჻ თქვენ჻ გიჭვრეტდეთ჻ საჭვრეტელსა჻ შვენიერსა჻ სატურფალსა჻ თურე჻ ბედი჻ მოაღაფლებს჻ კაცსა჻ აგზომ჻ არ჻ ღაფალსა჻

699. ვეღარ჻ გავგზავნენ჻ სიტყვანი჻ მესმნეს჻ მონათა჻ ჩემთანი჻ მაგრა჻ დავყარენ჻ არენი჻ მე჻ კაცრიელთა჻ თემთანი჻ სახლად჻ სამყოფნი჻ მიმაჩნდეს჻ თხათა჻ და჻ მათ჻ ირემთანი჻ გავიჭერ჻ სრულად჻ დავტკეპნენ჻ ქვე჻ მინდორნი჻ და჻ ზე჻ მთანი჻

700. ესე჻ ქვაბნი჻ უკაცურნი჻ ვჰპოვენ჻ დევთა჻ შეეკაფნეს჻ შემოვები჻ ამოვწყვიტენ჻ ყოლა჻ ვერას჻ ვერ჻ მეხაფნეს჻ მათ჻ მონანი჻ დამიხოცნეს჻ ჯაჭვნი჻ ავად჻ მოექაფნეს჻ საწუთრომან჻ დამაღრიჯა჻ ცქაფნი჻ მისნი჻ კვლა჻ მეცქაფნეს჻

701. დევთა჻ ყვირილი჻ ზახილი჻ ზეცამდის჻ აიწეოდა჻ მათითა჻ ლახტის჻ ცემითა჻ ქვეყანა჻ შეირყეოდა჻ მზე჻ დააბნელეს჻ მტვერითა჻ ალვის჻ შტო჻ შეირხეოდა჻ ასნი჻ ერთკერძთა჻ მომიხდეს჻ დავფრიწე჻ დაიხეოდა჻

702. პირველ჻ რაზმი჻ დავფრიწე჻ შევლეწე჻ ქვაბის჻ კარები჻ დიდი჻ რამ჻ დევი჻ მომიხდა჻ მას჻ ხელთა჻ ჰქონდა჻ ფარები჻ რქასა჻ ვსტაცე჻ დავითრივე჻ არ჻ მოვახმარე჻ მხარები჻ ხანჯლითა჻ გული჻ გაუპე჻ რუდ჻ დის჻ სისხლისა჻ ღვარები჻

703. დაღამდა჻ ომი჻ დასწყნარდა჻ გუმბათსა჻ დაჯდა჻ მთვარეო჻ დახოცილითა჻ დევითა჻ აივსო჻ არე჻ მარეო჻ გლახ჻ მე჻ და჻ ასმათ჻ მარტონი჻ გავჰყრიდით჻ ქვაბთა჻ გარეო჻ ხელსა჻ მიმჭირდა჻ მას჻ აქათ჻ სულნი჻ ამომხდენ჻ ბარეო჻

704. აჰა჻ ძმაო჻ მაშინდიდგან჻ აქა჻ ვარ჻ და჻ აქა჻ ვკვდები჻ ხელი჻ მინდორს჻ გავიჭრები჻ ზოგჯერ჻ ვტირ჻ და჻ ზოგჯერ჻ ვბნდები჻ ესე჻ ქალი჻ არ჻ დამაგდებს჻ არს჻ მისთვისვე჻ ცეცხლნადები჻ ჩემად჻ ღონედ჻ სიკვდილისა჻ მეტსა჻ არას჻ არ჻ ვეცდები჻

705. რომევეფხი჻ შვენიერი჻ სახედ჻ მისად჻ დამისახავს჻ ამად჻ მიყვარს჻ ტყავი჻ მისი჻ კაბად჻ ჩემად჻ მომინახავს჻ ესე჻ ქალი჻ შემიკერავს჻ ზოგჯერ჻ სულთქვამს჻ ზოგჯერ჻ ახავს჻ რადგან჻ თავი჻ არ჻ მომიკლავს჻ ხრმალი჻ ცუდად჻ მომიმახავს჻