... (H-2610), XVIII ს.

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბვის მბობა ტარიელთან჻

667. დღესა჻ ერთსა჻ მე჻ და჻ ფრიდონ჻ ნადირობას჻ გამოვედით჻ ზღვასა჻ ზედა჻ წაწურვილსა჻ ქედსა჻ რასმე჻ გარდავდეგით჻ ფრიდონ჻ მითხრა჻ გითხრობ჻ რასმე჻ ვთამაშობდით჻ ცხენსა჻ ვსხედით჻ ერთი჻ რამე჻ საკვირველი჻ მე჻ ვნახეო჻ ამა჻ ქედით჻

668. მე჻ ვჰკითხევდი჻ ფრიდონ჻ მეტყვის჻ მართ჻ ამბავსა჻ ესოდენსა჻ დღე჻ ერთ჻ მწადდა჻ ნადირობა჻ შევჯე჻ ამა჻ ჩემსა჻ ცხენსა჻ ზღვათა჻ შიგან჻ იხვსა჻ ჰგვანდა჻ ხმელთა჻ ზედა჻ შავარდენსა჻ აქა჻ ვდეგ჻ და჻ თვალს჻ უგებდი჻ ქორსა჻ იქით჻ განაფრენსა჻

669. ზოგჯერ჻ ზღვისკე჻ მივიხედნი჻ წავსდგომოდი჻ ამა჻ გორსა჻ ზღვასა჻ შიგან჻ ცოტა჻ რამე჻ დავინახე჻ თუცა჻ შორსა჻ ეგრე჻ ფიცხლად჻ სიარული჻ არას჻ ძალაქვ჻ მისსა჻ სწორსა჻ ვერად჻ ვიცან჻ გავეკვირვე჻ გონებასა჻ ამად჻ ორსა჻

670. ვჰთქვი჻ რა჻ არის჻ რას჻ ვამსგავსო჻ მფრინველია჻ ანუ჻ მხეცი჻ ნავი჻ იყო჻ არ჻ ეფარა჻ სამოსელი჻ მრავალკეცი჻ წინა჻ კაცნი჻ მოზიდვიდეს჻ თვალი჻ ამად჻ დავაცეცი჻ მთვარე჻ უჯდა჻ კიდობანსა჻ ცა჻ მეშვიდე჻ მასცა჻ ვეცი჻

671. ამოძვრნეს჻ ორნი჻ მონანი჻ შავნი჻ მართ჻ ვითა჻ ფისანი჻ ქალი჻ გარდმოსვეს჻ სისხონი჻ ვნახენ჻ მისისა჻ თმისანი჻ მას჻ რომე჻ ელვა჻ ჰკრთებოდა჻ ფერნიმცა჻ ჰგვანდეს჻ რისანი჻ მან჻ გაანათლა჻ ქვეყანა჻ გაცუდდეს჻ შუქნი჻ მზისანი჻

672. სიხარულმან჻ ამაჩქარა჻ ამათრთოლა჻ დაცამლეწა჻ იგი჻ ვარდი჻ შემიყვარდა჻ რომე჻ თოვლსა჻ ეახეწა჻ დავაპირე჻ შეტევება჻ ვთქვი჻ წავიდე჻ მათკე჻ მე჻ წა჻ ჩემსა჻ შავსა჻ სულიერი჻ რამცა჻ ვითა჻ გარდეხვეწა჻

673. ცხენი჻ გავქუსლე჻ იქმოდის჻ შამბი჻ ხმასა჻ და჻ ხრიალსა჻ ვეღარ჻ მივესწარ჻ გამესწრნეს჻ რაზომცა჻ ვსცემდი჻ წრტიალსა჻ ზღვის჻ პირსა჻ მიველ჻ შევხედენ჻ ჩნდა჻ ოდენ჻ მზისა჻ ტიალსა჻ გამშორვებოდეს჻ წამსლვოდეს჻ ამისთვის჻ დავეწვი჻ ალსა჻

674. ესე჻ მესმა჻ ფრიდონისგან჻ მომემატა჻ ცეცხლთა჻ სიცხე჻ ცხენისაგან჻ გარდავიჭერ჻ თავი჻ სრულად჻ გავიკიცხე჻ ჩემთა჻ ღაწვთა჻ დანადენი჻ მე჻ ჩემივე჻ სისხლი჻ ვიცხე჻ უთხარ჻ მომკალ჻ უჩემოსა჻ ენახოსცა჻ ვისცა჻ ის჻ ხე჻

675. ესე჻ ჩემგან჻ გაუკვირდა჻ ფრიდონს჻ უცხოდ჻ ეუცხოა჻ მაგრა჻ მეტად჻ შევებრალე჻ ტირილითა჻ მესათნოვა჻ ვითა჻ შვილი჻ დამადუმა჻ მემუდარა჻ შემეპოა჻ თვალთათ჻ ვითა჻ მარგალიტი჻ ცრემლი჻ ცხელი჻ გარდმოთოა჻

676. ვაგლახ჻ მეო჻ რა჻ გიამბე჻ ფათერაკად჻ მცდარმან჻ შმაგად჻ მოვახსენე჻ ნურა჻ გაგვა჻ ნუ჻ ინაღვლი჻ მაგას჻ მაგად჻ იგი჻ მთვარე჻ ჩემი჻ იყო჻ მით჻ მედების჻ ცეცხლი჻ მდაგად჻ აწ჻ გიამბობ჻ რათგან჻ თავი჻ გინდა჻ ჩემად჻ ამხანაგად჻

677. ფრიდონს჻ უთხარ჻ ყველაკაი჻ ჩემი჻ თავსა჻ გარდასრული჻ მან჻ მითხრა჻ თუ჻ რას჻ ვიტყოდი჻ მოცთომილი჻ გაბასრული჻ შენ჻ მაღალი჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ ჩემსა჻ რადმე჻ ხარ჻ მოსრული჻ სახელმწიფო჻ საჯდომი჻ და჻ ტახტი჻ გმართებს჻ სრაცა჻ სრული჻

678. კვლავაცა჻ მითხრა჻ ვისცა჻ ღმერთი჻ საროს჻ მორჩსა჻ ტანად჻ უხებს჻ მას჻ ლახვარსამოაშორვებს჻ თუცა჻ პირველ჻ გულსა჻ უხებს჻ იგიმოგვცემს჻ წყალობასა჻ მისსა჻ ზეცით჻ მოგვიქუხებს჻ ჭირსა჻ ლხინად჻ გაგიცვალებს჻ არა჻ ოდეს჻ შეგვაწუხებს჻

679. წამოვედით჻ ნატირებნი჻ სრას჻ დავსხედით჻ თავისწინა჻ ფრიდონს჻ უთხარ჻ ჩემი჻ შემწე჻ შენგან჻ კიდევ჻ არავინა჻ ვითა჻ ღმერთმან჻ შენი჻ მსგავსი჻ სოფლად჻ არა჻ მოავლინა჻ მაშა჻ რადგან჻ შეგემეცნე჻ ამის჻ მეტი჻ რად჻ რა჻ მინა჻

680. არ჻ ავი჻ გესვა჻ მოყვარე჻ ჟამი჻ თუ჻ მომხვდეს჻ ჟამისად჻ ენა჻ გონება჻ მახმარე჻ გამოსარჩევლად჻ ამისად჻ რა჻ მოვაგვარო჻ რა჻ მიჯობს჻ სალხენლად჻ ჩემად჻ და჻ მისად჻ თუ჻ ვერას჻ ვარგებ჻ ვიქმნები჻ ვერდამყოვნელი჻ წამისად჻

681. მანმითხრა჻ ბედი჻ ღმრთისაგან჻ მიჯობსღა჻ ამას჻ რომელი჻ მოსრულხარ჻ ჩემად჻ წყალობად჻ მეფე჻ ინდოეთს჻ მჯდომელი჻ მემცა჻ რად჻ ვიყავ჻ ამისთვის჻ მადლისა჻ რასმე჻ მნდომელი჻ ერთი჻ ვარ჻ მონა჻ მონებად჻ წინაშე჻ თქვენსა჻ მდგომელი჻

682. ესე჻ ქალაქი჻ გზა჻ არის჻ ნავთა჻ ყოველგნით჻ მავალთა჻ შემომკრეფელი჻ ამბავთა჻ უცხოთა჻ რათმე჻ მრავალთა჻ აქამოგესმის჻ წამალი჻ შენ჻ რომე჻ გწვავს჻ ალთა჻ ნუთუ჻ ქნას჻ ღმერთმან჻ გარდასვლა჻ ა჻ მაგა჻ ჭირთა჻ და჻ ვალთა჻

683. ჩვენ჻ გავგზავნნეთ჻ მენავენი჻ რომელთაცა჻ კვლა჻ უვლია჻ მოგვინახონ჻ იგი჻ მთვარე჻ ვისთვის჻ ჭირი჻ არ჻ გვაკლია჻ მუნამდისცა჻ მოიჭირვე჻ გონებამან჻ არ჻ დაგლია჻ ყოლა჻ ჭირი჻ არ჻ ეგების჻ თუმცა჻ ლხინმან჻ არ჻ დასძლია჻

684. კაცნი჻ უხმენ჻ მასვე჻ წამსა჻ ესე჻ საქმე჻ დავიურვეთ჻ უბრძანა჻ თუ჻ ნავებითა჻ წადით჻ ზღვაზღვა჻ მოიცურვეთ჻ მოგვინახეთ჻ საყვარელსა჻ მისსა჻ მისთვის჻ მოვასურვეთ჻ თავთა჻ ჭირი჻ უათასეთ჻ რადმც჻ უშვიდეთ჻ რადმცა჻ ურვეთ჻

685. აჩინნა჻ კაცნი჻ სადაცა჻ სადგურნი჻ ნავთა჻ სჩენოდეს჻ უბრძანა჻ ძებნეთ჻ ყოველგან჻ რაცა჻ ვის჻ მისი჻ გსმენოდეს჻ მოლოდნა჻ მიჩნდა჻ სალხინოდ჻ პატიჟნი჻ მორემლხენოდეს჻ უმისოდ჻ ლხინი჻ მინახავს჻ ამა჻ დღისათვის჻ მრცხვენოდეს჻