... (H-2610), XVIII ს.

784. ვაზირმან჻ ცნა჻ გაეგება჻ ჩემს჻ ა჻ მზეო჻ ამოსრული჻ ამას჻ თურე჻ მახარებდა჻ დღეს჻ ნიშანი჻ სიხარული჻ მიეგება჻ თაყვანის჻ სცა჻ ჰკადრა჻ სრულსა჻ ქება჻ სრული჻ ხამს჻ სტუმარი჻ სასურველი჻ მასპინძელი჻ მხიარული჻

785. ყრმა჻ გარდასვა჻ მასპინძელმან჻ არ჻ ღაფალმან჻ ავმან჻ უქმან჻ ფერხთა჻ ქვეშე჻ ხატაურსა჻ უფენენ჻ და჻ მიწად჻ უქმან჻ ყმამან჻ სახლი჻ გაანათლნა჻ ვით჻ სამყარო჻ მზისა჻ შუქმან჻ თქვეს჻ სურნელი჻ სული჻ ვარდთა჻ დღეს჻ მოგვბერა჻ ქვენა჻ ბუქმან჻

786. დაჯდა჻ მისთა჻ შემხედველთა჻ გული჻ მათი჻ მართლად჻ ხელეს჻ მისთა჻ მჭვრეტთა჻ მისთვის჻ ბნედა჻ თავისათვის჻ ისახელეს჻ სულთქმა჻ ბევრი჻ აათასეს჻ აღარა჻ თუ჻ აერთხელეს჻ გაყრა჻ ბრძანეს჻ გაიყარნეს჻ ჯალაბობა჻ გაათხელეს჻

787. რა჻ ჯალაბი჻ გაიყარა჻ ყმა჻ ვაზირსა჻ ეუბნების჻ ეტყვის჻ შენი჻ დამალული჻ დარბაზს჻ არა჻ არ჻ იქნების჻ რაცა჻ გწადდეს჻ საურავი჻ მეფე჻ იქს჻ და჻ შენ჻ გეთნების჻ გაიგონენ჻ ჭირი჻ ჩემი჻ მკურნე჻ რაცა჻ მეკურნების჻

788. მის჻ ყმისა჻ ცეცხლი჻ მედების჻ წვა჻ მისისა჻ მჭირს჻ მწველისა჻ მკლავს჻ სურვილი჻ და჻ ვერ჻ ნახვა჻ ჩემისა჻ სასურველისა჻ მას჻ ჩემთვის჻ სულნი჻ არ჻ შურდეს჻ შეზღვა჻ ხამს჻ შეუზღველისა჻ ხამს჻ სიყვარული჻ მოყვრისა჻ უხვისა჻ უშურველისა჻

789. მისი჻ ნახვა჻ გულსა჻ ჩემსა჻ ვითა჻ ბადე჻ დაებადა჻ მუნვე჻ დარჩა჻ დათმობაცა჻ მასთანავე჻ დაება჻ და჻ რათგან჻ დასწვავს჻ მოახლეთა჻ ღმერთსა჻ მზედცა჻ დაებადა჻ მერმე჻ ასმათ჻ ჩემთვის჻ დისა჻ მართ჻ დად჻ უფრო჻ დაებადა჻

790. ოდეს჻ წამოვე჻ შევჰფიცე჻ ფიცითა჻ საშინელითა჻ კვლა჻ მოვალ჻ გნახავ჻ პირითა჻ არ჻ მტერთა჻ საწუნელითა჻ შენსა჻ მე჻ ვეძებ჻ ნათელსა჻ შენ჻ ხარ჻ გულითა჻ ბნელითა჻ ჟამია჻ ჩემგან჻ წასვლისა჻ მით჻ მწვავს჻ ცეცხლითა჻ ნელითა჻

791. ყოველსავე჻ მართლად჻ გითხრობ჻ არ჻ სიტყვასა჻ საკვეხელსა჻ მიმელის჻ და჻ ვერ჻ მივსულვარ჻ ესე჻ მიდებს჻ ცეცხლსა჻ ცხელსა჻ ვერ჻ გაუტეხ჻ ზენაარსა჻ ვერ჻ გავსწირავ჻ ხელი჻ ხელსა჻ რამცა჻ სადა჻ გაუმარჯვდა჻ კაცთა჻ ფიცთა჻ გამტეხელსა჻

792. რაცა჻ გითხრა჻ ჩემაგიერ჻ როსტანს჻ ჰკადრე჻ მიედ჻ სრასა჻ თავმან჻ მისმან჻ ფიცით჻ გეტყვი჻ შენ჻ ვაზირსა჻ ოსტასრასა჻ არ჻ შემიპყრობს჻ არ჻ დავდგები჻ თუ჻ შემიპყრობს჻ მაქნევს჻ რასა჻ მიშველე჻ რა჻ გული჻ ცეცხლმან჻ არ჻ დამიჭრას჻ არა჻ სრასა჻

793. კადრე჻ ვინ჻ გაქო჻ ყოველმან჻ პირმან჻ არ჻ მეუმზრახემან჻ ვითა჻ ვიშიშვი჻ გაცნობოს჻ ღმერთმან჻ თქვენმანვე჻ სახემან჻ მაგრა჻ მან჻ ყმამან჻ ცეცხლითა჻ დამწვა჻ ალვისა჻ სახემან჻ გული჻ წამავე჻ წამიღო჻ ვერათ჻ ვერ჻ შევინახე჻ მან჻

794. აწ჻ მეფეო჻ უმისობა჻ ჩემგნ჻ ყოლა჻ არ჻ ეგების჻ გული჻ მას჻ აქვს჻ უგულოსა჻ აქა჻ ხელი჻ რა჻ მეხდების჻ თუ჻ რას჻ ვარგებ჻ პირველ჻ ხვალემ჻ თვით჻ სახელი჻ თქვენ჻ მოგხვდების჻ ვერას჻ ვარგებ჻ გულსა჻ დავსდებ჻ ჩემი჻ ფიცი჻ არ჻ გატყდების჻

795. წასლვა჻ ჩემი჻ გულსა჻ თქვენსა჻ არ჻ ეწყინოს჻ არ჻ დაჭმუნდეს჻ თავსა჻ ჩემსა჻ გაგებული჻ იქნას჻ რაცა჻ ღმერთსა჻ უნდეს჻ მანვე჻ ქნას჻ და჻ გაგიმარჯვდეს჻ თქვენი჻ თქვენკე჻ დავებრუნდეს჻ არ჻ მოვბრუნდე჻ თქვენმცა჻ სუფევთ჻ თქვენი჻ მტერი჻ დაძაბუნდეს჻

796. კვლა჻ პირმზე჻ ეტყვის჻ ვაზირსა჻ მე჻ სიტყვა჻ შევამცირეო჻ წა჻ ესე჻ ჰკადრე჻ მეფესა჻ შევინვიდოდეს჻ ვირეო჻ მიაჯე჻ ამოდ჻ გაშვება჻ და჻ თავი჻ გაიგმირეო჻ ასი჻ ათასი჻ წითელი჻ შენ჻ ქრთამად჻ შეიწირეო჻

797. ვაზირმან჻ უთხრა჻ სიცილით჻ ქრთამი჻ შენ჻ გქონდეს჻ შენია჻ შენგან჻ კმა჻ ჩემად჻ წყალობად჻ რომე჻ გზა჻ გაგიჩენია჻ მაგას჻ რა჻ ვჰკადრებ჻ მეფესა჻ რაცა჻ აწ჻ თქვენგან჻ მსმენია჻ ვიცი჻ უცილოდ჻ ამავსებს჻ შოება჻ არ჻ საწყენია჻

798. თავმან჻ მისმან჻ მუნვე჻ მამკლავს჻ ვეჭვ჻ წამიცა჻ არ჻ წამაროს჻ შენი჻ ოქრო჻ შენვე჻ დაგრჩეს჻ მე჻ გლახ჻ მიწა჻ მესამაროს჻ მომკალ჻ კაცსა჻ სიცოცხლისა჻ სწორად჻ რაცა჻ მოეხმაროს჻ არ჻ ითქმის჻ და჻ ვერცა჻ ვიტყვი჻ რა჻ გინდა჻ ვინ჻ მისაგმაროს჻

799. გზა჻ არ჻ წავა჻ თავსა჻ წინა჻ სიცოცხლე჻ გლახ჻ ვით჻ გათნიო჻ ამიკლებს჻ და჻ ანუ჻ მომკლავს჻ ეგე჻ სიტყვა჻ ვითა჻ სთქვიო჻ რად჻ არ჻ მუნვე჻ გაიგონე჻ რად჻ ხარ჻ შმაგი჻ ეგეთიო჻ სჯობს჻ სიკვდილი჻ აკლებასა჻ ამას჻ თავსა჻ აწვე჻ ვსწვრთიო჻

800. თუ჻ მეფეცა჻ გაგიშვებდეს჻ თვით჻ ლაშქარნი჻ რად჻ მოღორდენ჻ რად჻ გაგიშვან჻ რად჻ დაღორდენ჻ ანუ჻ მზესა჻ რად჻ მოშორდენ჻ შენ჻ წახვიდე჻ მტერნი჻ ჩვენნი჻ დაგვთამამდენ჻ გაგვისწორდენ჻ ეგე჻ ასრე჻ არ჻ იქნების჻ ვითა჻ ჩიტნი჻ არ჻ გაქორდენ჻

801. ყმა჻ ატირდა჻ ცრემლით჻ უთხრა჻ ხამს჻ თუ჻ დანა჻ გულსა჻ ვიცი჻ ჰე჻ ვაზირო჻ შეგეტყობის჻ სიყვარული჻ არ჻ თურ჻ იცი჻ ანუ჻ სხვაცა჻ არ჻ გინახავს჻ მოყვრობა჻ და჻ არცა჻ ფიცი჻ თუ჻ გინახავს჻ უმისოსა჻ ჩემი჻ ლხინი჻ ვით჻ ამტკიცი჻

802. მზე჻ დაბრუნდა჻ არ჻ ვიცოდი჻ მზესა჻ რამცა჻ დააბრუნვებს჻ აწ჻ უშველოთ჻ გვიჯობს჻ იგი჻ ნაცვლად჻ დღესა჻ დაგვითბუნვებს჻ ჩემი჻ ჩემებრ჻ არვინ჻ იცის჻ რა჻ მამწარებს჻ რა჻ მატკბუნვებს჻ ცუდთა჻ კაცთა჻ საუბარი჻ კაცსა჻ მეტად჻ დააჭმუნვებს჻

803. მეფე჻ ანუ჻ მისნი჻ სპანი჻ ნეტარ჻ ხელსა჻ რასა჻ მხდიან჻ აწ჻ ვითამცა჻ უცნობოსა჻ გაუწყვეტლად჻ ცრემლი჻ მდიან჻ სჯობს჻ წავიდე჻ არ჻ გავტეხნე჻ კაცსა჻ ფიცნი჻ გამოსცდიან჻ ჭირნი჻ მისგან჻ უნახავნი჻ კაცსა჻ ვისმცა჻ გარდუხდიან჻