... (H-2610), XVIII ს.

648. ნავითა჻ გავე჻ ზღვისაგან჻ შტო჻ რამე჻ გამოვიდოდა჻ არ჻ ამოვჰკრეფდი჻ გამყოფთა჻ ვთქვი჻ ჩემთა჻ რად჻ დავჰრიდო჻ და჻ დამეძაბუნნეს჻ სიმრავლე჻ მე჻ მათი჻ არ჻ გამვიდოდა჻ ვნადირობდი჻ და჻ ვიზახდი჻ ხმა჻ ჩემი჻ არ჻ უდიოდა჻

649. მართლად჻ იჯავრეს჻ წუნობა჻ მათი჻ თუ჻ ესე჻ ხმდა჻ ვითა჻ გამომაპარნეს჻ ლაშქარნი჻ გზანი჻ შემიკრეს჻ ნავითა჻ თვით჻ ბიძასძენი჻ ჩემნიცა჻ შესხდეს჻ მათითა჻ თავითა჻ ჩემთა჻ გაუხდეს჻ ლაშქართა჻ ომად჻ მათითა჻ მკლავითა჻

650. მათი჻ მესმა჻ დავინახე჻ ზახილი჻ და჻ ხრმალთა჻ ელვა჻ ნავი჻ ვსთხოვე჻ მენავეთა჻ მით჻ ვიყივლე჻ მე჻ ერთხელ჻ ვა჻ ზღვასა჻ შეველ჻ მომეგება჻ მეომარი჻ ვითა჻ ღელვა჻ სწადდა჻ მაგრა჻ ვეღარა჻ ქნეს჻ ჩემი჻ ზედა჻ წამოკელვა჻

651. კვლა჻ სხვანი჻ დიდნი჻ ლაშქარნი჻ უკანა჻ მომეწეოდეს჻ იქით჻ და჻ აქათ჻ მომიხდეს჻ ერთგნით჻ ვერ჻ მომერეოდეს჻ არ჻ მომწურვოდეს჻ წინანი჻ ზურგით჻ მესროდეს჻ მე჻ ოდეს჻ ხრმალსა჻ მივენდევ჻ გამიტყდა჻ ისარნი჻ დამელეოდეს჻

652. მომეჯარნეს჻ ვეღარა჻ ვქენ჻ ნავით჻ ცხენი჻ გარდვიხლტუნვე჻ ზღვაზღვა჻ ცურვით჻ წამოუველ჻ ჩემი჻ მჭვრეტი჻ გავაცბუნვე჻ თანამყოლი჻ ყველაკანი჻ დამიხოცნეს჻ დარჩა჻ მუნვე჻ ვინმცა჻ მდევდა჻ ვერ჻ შემამხვდა჻ მიუბრუნდი჻ მივაბრუნვე჻

653. აწ჻ იგი჻ იმნას჻ რაღაცა჻ ენებოს჻ ღმრთისა჻ წადილსა჻ ვეჭვ჻ ჩემი჻ სისხლი჻ არ჻ შერჩეს჻ ძალი჻ შესწევდეს჻ ქადილსა჻ ოხრად჻ გაუხდი჻ ყოფასა჻ მათ჻ საღამოსა჻ და჻ დილსა჻ უხმობ჻ ყვავთა჻ და჻ ყორანთა჻ მათ჻ ზედა჻ ვაქნევ჻ სადილსა჻

654. ამა჻ ყმამან჻ შემიკვეთა჻ გული჻ მისკე჻ მიმიბრუნდა჻ მოვახსენე჻ აჩქარება჻ შენი჻ ყოლა჻ არად჻ უნდა჻ მეცა჻ თანა჻ წამოგყვები჻ დაიხოცნენ჻ იგი჻ მუნ჻ და჻ ჩვენ჻ ორთავე჻ მეომარი჻ განაღამცა჻ შეგვიძრწუნდა჻

655. ესეცა჻ უთხარ჻ ამბავი჻ ჩემი჻ არ჻ გაგეგონების჻ უფრორე჻ წყნარად჻ გიამბობ჻ თუ჻ ჟამი჻ ჩვენ჻ გვექონების჻ მან჻ მითხრა჻ ლხინი჻ საჩემო჻ მაგას჻ რა჻ შეეწონების჻ დღედ჻ სიკვდილადმდის჻ სიცოცხლე჻ შენ჻ ჩემი჻ დაგემონების჻

656. მივედით჻ მისსა჻ ქალაქსა჻ ტურფასა჻ მაგრა჻ ცოტასა჻ გამოეგებნეს჻ ლაშქარნი჻ ისხემდეს჻ მისთვის჻ ოტასა჻ პირსა჻ იხოკდეს჻ გაჰყრიდეს჻ ნახოკსა჻ ვით჻ ნაფოტასა჻ ეხვეოდიან჻ ჰკოცნიდეს჻ ხრმალსა჻ და჻ სალტეკოტასა჻

657. კვლა჻ მოვეწონე჻ ვეტურფე჻ მე჻ მისი჻ გარდნაკიდარი შემასხემდიან჻ ქებასა჻ მზეო჻ ხარ჻ ჩვენთვის჻ იდარი჻ მივედით჻ ვნახეთ჻ ქალაქი჻ მისი჻ ტურფა჻ და჻ მდიდარი჻ ყველასა჻ ტანსა჻ ემოსა჻ ზარქაში჻ განაზიდარი჻

შველა ტარიელისაგან ფრიდონისი და გამარჯვება჻

658. მოსჯობდა჻ ომი჻ შეეძლო჻ ხმარება჻ ცხენაბჯარისა჻ დავჰკაზმეთ჻ ნავი჻ კატარღა჻ და჻ რიცხვი჻ სპათა჻ ჯარისა჻ კაცი჻ ხმდა჻ მისთა჻ მჭვრეტთათვის჻ ღონემცა჻ ეაჯა჻ რისა჻ აწ჻ გითხრა჻ ომი჻ მოყმისა჻ მებრძოლთა჻ დამსაჯარისა჻

659. მათი჻ მესმა჻ დაპირება჻ ჩაბალახთა჻ ჩამობურვა჻ ნავი჻ წინა჻ მომეგება჻ არა჻ ვიცი჻ იყო჻ თუ჻ რვა჻ ფიცხლა჻ ზედა჻ შევეჯახე჻ მათ჻ დაიწყეს჻ ამოდ჻ ცურვა჻ ქუსლი჻ შევეც჻ დავუქცივე჻ დაიზახნეს჻ დიაცურ჻ ვა჻

660. კვლა჻ სხვასა჻ მიველ჻ მოვჰკიდე჻ ხელი჻ ნავისა჻ ბაგესა჻ ზღვასა჻ დავანთქენ჻ დავჰხოცე჻ ომიმცა჻ რაღა჻ აგესა჻ სხვანი჻ გამექცეს჻ მიმართეს჻ მათ჻ მათსა჻ საქულბაგესა჻ ვინცა჻ მიჭვრეტდის჻ უკვირდა჻ მაქებდეს჻ არ჻ მაძაგესა჻

661. ზღვა჻ გავიარეთ჻ გავედით჻ შემოგვიტიეს჻ ცხენია჻ კვლა჻ შევიბენით჻ შეიქნნეს჻ ომისა჻ სიმარცხენია჻ მუნ჻ მომეწონა჻ ფრიდონის჻ სიქველესიმკიცხენია჻ იბრძვის჻ ლომი჻ და჻ პირად჻ მზე჻ იგი჻ ალვისაც჻ ხენია჻

662. თვით჻ ორნივე჻ ბიძაძენი჻ მისნი჻ ხმრლითა჻ ჩამოყარნა჻ ხელნი჻ წმიდად჻ დაეკვეთეს჻ იგი჻ ასრე჻ ასაპყარნა჻ მოიტანნა჻ მხარდაკრულნი჻ ერთმან჻ ორნი჻ არ჻ დაყარნა჻ მათნი჻ ყმანი჻ გაამტირლნა჻ მისნი჻ სპანი჻ ამაყარნა჻

663. მათნი჻ ლაშქარნი჻ გაგვექცეს჻ ვეცენით჻ გაცავფანტენით჻ ფიცხლად჻ წაუღეთ჻ ქალაქი჻ არ჻ თავნი჻ გავაზანტენით჻ ქვითა჻ დავლეწეთ჻ წვივები჻ ჩვენ჻ იგი჻ გავაანტენით჻ მომკალით჻ ლარი჻ დავლიოთ჻ ან჻ აკიდებით჻ ან჻ ტენით჻

664. ფრიდონ჻ ნახნა჻ საჭურჭლენი჻ და჻ ბეჭედნი჻ მისნი჻ დასხნა჻ თვით჻ ორნივე჻ ბიძის჻ ძენი჻ დაპყრობილნი჻ წამოასხნა჻ მისთა჻ ნაცვლად჻ სისხლნი჻ მათნი჻ მოღვარნა჻ და჻ ველთა჻ ასხნა჻ ჩემი჻ თქვეს჻ თუ჻ ღმერთსა჻ მადლი჻ ვინ჻ ალვისა჻ ხენი჻ ასხნა჻

665. მივედით჻ მოქალაქეთა჻ ზარი჻ ჩნდა჻ რომე჻ ზმიდიან჻ აჯათა჻ მქნელნი჻ მჭვრეტელთა჻ გულსა჻ მუნ჻ დააბმიდიან჻ მე჻ და჻ ნურადინს჻ ყველანი჻ ქებასა჻ შეგვასხმიდიან჻ გვითხრობდეს჻ მკლავთა჻ თქვენთაგან჻ ჯერთ჻ მათნი჻ სისხლნი჻ მიდიან჻

666. ლაშქარნი჻ ფრიდონს჻ მეფედ჻ და჻ მიხმობდეს჻ მეფეთმეფობით჻ თვით჻ თავსა჻ მათსა჻ მონად჻ და჻ ჩემსა჻ ყველასა჻ სეფობით჻ დაღრეჯით჻ ვიყავ჻ ვერ჻ მპოვეს჻ ვეროდეს჻ ვარდის჻ მკრეფობით჻ ჩემი჻ ვერ჻ ცნიან჻ ამბავი჻ მუნ჻ იყო჻ არ჻ იეფობით჻