... (H-2610), XVIII ს.

1. მე჻ გარდასრულვარ჻ სიბერე჻ მჭირს჻ ჭირთა჻ უფრო჻ ძნელია჻ რაღაა჻ იგი჻ სინათლე჻ რასაცა჻ ახლავს჻ ბნელია჻ დღეს჻ არა჻ ხვალე჻ მოვჰკვდები჻ სოფელი჻ ასრე჻ მქმნელია჻ ჩემი჻ ძე჻ დავსვათ჻ ჴელმწიფედ჻ ვისგან჻ მზე჻ საწუნელია჻

2. ვეზირთა჻ ჰკადრეს჻ მეფეო჻ რად჻ ბძანე჻ თქუენი჻ ბერობა჻ ვარდი჻ თუ჻ გაჴმეს჻ ეგრეცა჻ გუმართებს჻ ეგზომცა჻ ჯერობა჻ მისივე჻ მეტობს჻ ყოველსა჻ სული჻ და჻ ტურფა჻ ფერობა჻ მთვარესა჻ მცხრალსა჻ ვარსკულავმან჻ ვითამცა჻ ჰკადრა჻ მტერობას჻

3. ერთობ჻ დაშალეს჻ ვეზირთა჻ მაგრამ჻ ვინ჻ მოუსმინებდა჻ მმწფო჻ ლაღი჻ და჻ უკადრი჻ იგი჻ ქნის჻ რასცა჻ ინებდა჻ თინათინ჻ დასვეს჻ ჴელმწიფედ჻ ვინ჻ მზესა჻ ითვალწუნდა჻ ვინ჻ სალსა჻ კლდესა჻ დაადნობს჻ და჻ ცვინსა჻ გაატინებდა჻

4. მაგას჻ ნუ჻ ბძანებ჻ მეფეო჻ ჯერ჻ ვარდი჻ არ჻ დაგჭნობია჻ თქუენი჻ თათბირი჻ ავიცა჻ სხვისა჻ კარგისა჻ მჯობია჻ ჴამს჻ გაღანამცა჻ საქნელად჻ რაცა჻ თქუენ჻ გულსა჻ გლმობია჻ სჯობს჻ და჻ მას჻ მიეც჻ მეფობა჻ ვისგან჻ მზე჻ შენაფლობია჻

5. თუმცა჻ ქალია჻ ჴელმწიფედ჻ მართ჻ ღთისა჻ დანაბადია჻ არ჻ გათნევთ჻ იცის჻ მეფობა჻ უთქუენოდ჻ გვითქვამს჻ კულა჻ დია჻ შუქსა჻ მზისაებრ჻ საქმეცა჻ მის჻ მზეებრ჻ განაცხადია჻ ლეკვი჻ ლომისა჻ სწორია჻ ძუიყოს჻ თუნდა჻ მჴადია჻

6. ავთანდილ჻ იყო჻ სპასპეტი჻ ძე჻ ამის჻ პასალარისა჻ საროსა჻ მჯობი჻ ნაზარდი჻ მსგავსი჻ მზისა჻ და჻ მთვარისა჻ ჯერთ჻ უწვერული჻ სადარო჻ ბროლ჻ მინა჻ საცნობარისა჻ მას჻ თინათინის჻ გონდა჻ ჰკლევდის჻ წამწამთა჻ ჯარისა჻

7. გულსა჻ მისსა჻ მიჯნურობა჻ მისი჻ ჰქონდის჻ დამალულად჻ რა჻ მოშორდის჻ ვეღარ჻ მჭურეტელმან჻ ვარდი჻ შექმნის჻ ფერ჻ ნაკლულად჻ ნახის჻ ცეცხლი჻ გაუახლდის჻ წყლული჻ გაჴდის჻ უფრო჻ წყლულად჻ საბრალოა჻ სიყუარული჻ კაცსა჻ შეიქს჻ გულ჻ ნაკლულად჻

8. რა჻ მეფედ჻ დასმა჻ მეფემან჻ ბრძანა჻ მისისა჻ ქალისა჻ ავთანდილს჻ მიხუდა჻ სიამე჻ ვსება჻ სჭირს჻ მის჻ ვალისა჻ თქუა჻ ზედა჻ ზედა჻ მამხუდების჻ ნახვა჻ მის჻ ბროლ჻ ფიქალისა჻ ნუ჻ თუ჻ ვით჻ ვჰპოვო჻ წამალი჻ მე჻ ჩემი჻ ჻ ფერ჻ გამქრალისა჻

9. არაბეთს჻ გასცა჻ ბრძანება჻ დიდმან჻ არაბთა჻ მფლობელმან჻ თინათინ჻ ჩემი჻ ჴელმწიფედ჻ დავსვი჻ მე჻ მისმან჻ მშობელმან჻ მან჻ გაანათლნეს჻ ყოველი჻ ვით჻ მზემან჻ მანათობელმან჻ მოდით჻ და჻ ნახეთ჻ ყოველმან჻ შემსხმელმან჻ შემამკობელმან჻

10. ავთანდილს჻ მისის჻ შორ჻ ყოფნით჻ თვალნი჻ შუქთა჻ ბლეტითა჻ იმა჻ ქალისა჻ მეფობა჻ სიხარულითა჻ მეტითა჻ იტყუის჻ ხანდისხან჻ საუბრათ჻ მივალ ჻ გულითა჻ რეტითა჻ კულავ჻ ზედა჻ ზედა჻ შევხედავ჻ ვალხინებ჻ თვალთა჻ ჭურეტითა჻

11. მოვიდეს჻ სრულნი჻ არაბნი჻ ჯარი჻ გამრავლდეს჻ ხასისა჻ ავთანდილ჻ პირმზე჻ სპასპეტი჻ ლაშქრისა჻ ბევრ჻ ათასისა჻ ვაზირი჻ სოგრატ჻ მოახლე჻ მეფისა჻ დასთა჻ დასისა჻ მათ჻ რომე჻ დადგეს჻ საჯდომი჻ თქუეს჻ უთქმელია჻ ფასისა჻

12. ადეგ჻ როსტენ჻ შენსა჻ მზესა჻ ჴელით჻ ჴელსა჻ მოეკიდე჻ მის჻ საბომუარის჻ მისართმევლად჻ მიზიდავს჻ და჻ მიჰყავს჻ კიდე჻ დავბერდი჻ და჻ დავძაბუნდი჻ მე჻ დღეთავე჻ ჩემთა჻ ვთულიდა჻ რაც჻ შევსცოდე჻ შემოქმედსა჻ ვიტირო჻ და჻ ვინანი჻

13. უკუდგეს჻ ერთსა჻ ადგლსა჻ დაიწყეს჻ გარდაჴდი჻ უბრძანა჻ სრულთა჻ არაბთა჻ შეჰკადრეს჻ მილოცვილობა჻ ჩემისა჻ საჭურჭლეთათვის჻ ნუ჻ შეგაქუთ჻ გულსა჻ ცილობა჻ კულავ჻ ზედა჻ ზედა჻ შევიგნა჻ მე჻ თქუენი჻ არ჻ მოშლილობა჻

14. თინათინ჻ მიჰყავს჻ მამასა჻ პირითა჻ მით჻ ნათელითა჻ დასვა჻ და჻ თავსა჻ გვირგვინი჻ დადგა჻ თავის჻ ჴელითა჻ მისცა჻ სკიპტრა჻ და჻ შემოსა჻ მეფეთა჻ სამოსელითა჻ ქალი჻ მზისებრ჻ სჭურეტს჻ ყოველთა჻ მცნობელთა჻ მისთა჻ მხედველთა჻

15. უკუდგეს჻ და჻ თაყუანი჻ სცეს჻ მეფეთა჻ და჻ მისთა჻ სპათა჻ დალოცეს჻ და჻ მეფედ჻ დასვეს჻ ქება჻ ჰკადრეს჻ სხვაგნით჻ სხვათა჻ ბუკსა჻ ჰკრეს჻ და჻ წინწილითა჻ დაატკბობდეს჻ ტყბილსა჻ ჴმათა჻ ქალი჻ ტირს჻ და჻ ცრემლსა჻ აფრქვევს჻ ხრის჻ ყორნისა჻ ბოლო჻ ფრთათა჻

16. მამისა჻ ტახტსა჻ საჯდომლად჻ თავი჻ არ჻ ეღირსებოდა჻ ამად჻ ტირს჻ ბაღი჻ ვარდისა჻ ცრემლითა჻ აივსებოდა჻ მეფე჻ სწურთnის჻ მამა჻ ყოველისა჻ ძისაგან჻ ითავსებოდა჻ ამისად჻ ქნამდის჻ დამწველი჻ ცეცხლი჻ არ჻ დაევსებოდა჻

17. უბრძანა჻ ნუსტირ჻ ასულო჻ ისმინე჻ ჩემი჻ თხრობილი჻ დღეს჻ შენხარ჻ მეფე჻ არაბეთს჻ ჩემგან჻ ჴელმწიფედ჻ ჴმობილი჻ აქათგან჻ ესე჻ სამეფო჻ აწ჻ შენი჻ არს჻ მონდობილი჻ ხარმცა჻ ბრძნად჻ მქნელი჻ საქმისა჻ იყავ჻ წყნარი჻ და჻ ცნობილი჻

18. ვარდთა჻ და჻ ნეხვთა჻ ვინათგან჻ მზე჻ სწორად჻ მოეფინების჻ დიდთა჻ და჻ წვრილთა჻ წყალობა჻ შენიმც჻ ნუ჻ მოეწყინების჻ უხვი჻ ახსნილთა჻ დააბამს჻ იგი჻ თვით჻ ების჻ ვინ჻ ების჻ უხვად჻ გასცემდის჻ ზღვათაცა჻ შესდის჻ და჻ გაედინების჻

19. მეფეთა჻ შიგან჻ სიუხვე჻ ვით჻ ედემს჻ ალვა჻ რგულია჻ უხუსა჻ მორჩილობს჻ ყოველნი჻ იგიცა჻ ვინ჻ ორგულია჻ სმა჻ ჭამა჻ დიდად჻ შესარგი჻ დება჻ რა჻ სავარგულია჻ რასაცა჻ გასცემ჻ შენია჻ რაც჻ არა჻ დაკარგულია჻

20. ამა჻ მამისა჻ სწავლასა჻ ქალი჻ ბრძნად჻ მოისმინებდა჻ ყურსა჻ უპყრობდა჻ ისმენდა჻ წრთუნასა჻ არ჻ მოიწყინებდა჻ მეფე჻ სმასა჻ და჻ მღერასა჻ იქს჻ მეტად჻ მოილხინებდა჻ თინათინ჻ მზესა჻ სწუნობდა჻ მაგრამ჻ მზე჻ თინათინებდა჻