... (H-2610), XVIII ს.

765. სისხლმან჻ და჻ ცრემლმან჻ გარევით჻ ღაწვი჻ ქნის჻ ღარად჻ და჻ ღარად჻ იტყვის჻ მზე჻ ჩემგან჻ თავისა჻ კმა჻ დასადებლად჻ აღარად჻ მიკვირს჻ თუ჻ გული჻ ალმასი჻ შავმან჻ წამწამმან჻ დაღა჻ რად჻ ვირე჻ ვნახვიდე჻ სოფელო჻ მინდი჻ სალხინოდ჻ აღარად჻

766. ვინ჻ გუშინ჻ ედემს჻ ნაზარდი჻ ალვა჻ მრწყო჻ დამრგო჻ მახია჻ დღეს჻ საწუთრომან჻ ლახვარსა჻ მიმცა჻ დანასა჻ მახია჻ დღეს჻ გული჻ ცეცხლსა჻ უშრეტსა჻ დაბმით჻ დაბმითა჻ დაამახია჻ აწყა჻ ვცან჻ საქმე჻ სოფლისა჻ ზღაპარია჻ და჻ ჩმახია჻

767. ამას჻ მოსთქვამს჻ ცრემლსა჻ აბნევს჻ ათრთოლებს჻ და჻ აწანწარებს჻ გულამოსკვნით჻ ოხვრასულთქმით჻ მიხრის჻ ტანსა჻ მიაწარებს჻ საყვარლისა჻ სიახლესა჻ მოშორვება჻ გაამწარებს჻ ვა჻ საწუთრო჻ ბოლოდ჻ თავსა჻ სუდარებს჻ აზეწარებს჻

768. ყმა჻ მივიდა჻ საწოლს჻ დაჯდა჻ ზოგჯერ჻ ტირს჻ და჻ ზოგჯერ჻ ბნდების჻ მაგრა჻ ახლავს჻ გონებითა჻ საყვარელსა჻ არ჻ მოსწყდების჻ ვით჻ მწვანვილსა჻ თრთვილისაგან჻ პირსა჻ ფერი჻ მოაკლდების჻ ხედავთ჻ ვარდსა჻ უმზეობა჻ რაგვარ჻ ადრე჻ დააჩნდების჻

769. საწოლს჻ მჯდომმან჻ პირსა჻ ცემით჻ ბროლი჻ ბღუჯოს჻ ვარდი჻ კონოს჻ გულსა჻ იდებს჻ იტყვის჻ კაცმან჻ ჭირი჻ ლხინსა჻ შეაწონოს჻ ლხინმან჻ სძლიოს჻ გაძლება჻ ხამს჻ წირი჻ სთმოს჻ და჻ ჟამთა჻ მონოს჻ ვით჻ ქონება჻ არ჻ იმადლოს჻ მას჻ სხვა჻ ღმერთმან჻ რა჻ აქონოს჻

770. გული჻ კრულია჻ კაცისა჻ ხარბი჻ და჻ გაუძღომელი჻ გული჻ ჟამჟამად჻ ყოველთა჻ ჭირთ჻ მომთმო჻ ლხინთა჻ მდომელი჻ გული჻ ბრმა჻ ურჩი჻ ხედვისა჻ თვით჻ ვერას჻ ვერ჻ გამზომელი჻ ვერცა჻ ჰპატრონობს჻ სიკვდილი჻ ვერცა჻ პატრონი჻ რომელი჻

771. ამ჻ სოფელსა჻ კარგად჻ ყოფით჻ კეისარი჻ იყო჻ ვითა჻ რა჻ მოკვდების჻ წარიყვანონ჻ მძიმედ჻ შეკრან჻ ბორკილითა჻ მიაბარონ჻ გეენიას჻ დაწვან჻ მისიტ჻ სიბნელითა჻ ეს჻ სოფელი჻ ამას჻ გიზამს჻ კარგსა჻ ნუ჻ ვინ჻ მოელითა჻

772. რა჻ გულსა჻ უთხრა჻ გულისა჻ სიტყვანი჻ საგულისონი჻ მან჻ მარგალიტნი჻ მოიხვნა჻ მის჻ მზისა჻ სამეყვისონი჻ მის჻ მზისა჻ მკლავსა჻ ნაბამნი჻ მათ჻ კბილთა჻ შესატყვისონი჻ პირსა჻ დასდვა჻ აკოცა჻ ცრემლი჻ სდის჻ ვითა჻ ბისონი჻

773. რა჻ გათენდა჻ კაცი჻ მოვა჻ მომკითხავი჻ დარბაზს჻ მხმობი჻ ყმა჻ წავიდა჻ ლაღი჻ ნაზი჻ ნაღვიძები჻ ძილნაკრთობი჻ ერთმანერთსა჻ ეჯავრიან჻ დგას჻ მჭვრეტელთა჻ ჯარი჻ მსწრობი჻ მეფე჻ მინდორს჻ ეკაზმოდა჻ მოემზადა჻ დაბდაბნობი჻

774. მეფე჻ შეჯდა჻ მაშინდელი჻ ზარი჻ აწმცა჻ ვით჻ ითქმოდა჻ ქოსდაბდაბთა჻ ცემისაგან჻ ყურთა჻ სიტყვა჻ არ჻ ისმოდა჻ მზესა჻ ქორნი჻ აბნელებდეს჻ ძაღლთა჻ რბოლა჻ მიდამოდა჻ მას჻ დღეს჻ მათგან჻ დანაღვარი჻ სისხლი჻ ველთა჻ მოესხმოდა჻

775. ინადირეს჻ შემოიქცეს჻ მხიარულნი჻ მინდორს჻ რულნი჻ შეიტანნეს჻ დიდებულნი჻ თავადნი჻ და჻ სპანი჻ სრულნი჻ დაჯდა჻ დახვდეს჻ მოკაზმულნი჻ საჯდომნი჻ და჻ სრანი჻ სრულნი჻ ხმას჻ სცემს჻ ჩანგი჻ ჩაღანასა჻ მომღერალნი჻ იყვნეს჻ სრულნი჻

776. ყმა჻ ახლოს჻ უჯდა჻ მეფესა჻ ჰკითხვიდა჻ ეუბნებოდა჻ ბაგეთა჻ გასჭვირს჻ ბროლლალი჻ და჻ კბილთათ჻ ელვა჻ ჰკრთებოდა჻ ღირსნი჻ ახლოს჻ სხდეს჻ ისმენდეს჻ შორს჻ ჯარი჻ დაიჯრებოდა჻ უტარიელოდ჻ ხსენება჻ არვისგან჻ იკადრებოდა჻

777. ყმამან჻ რაცა჻ არვის჻ უთხრის჻ კითხვად჻ ვინმცა჻ გამოჰრიდა჻ მართალ჻ ა჻ თუ჻ საუბარსა჻ აძვირებსა჻ ძვირად჻ ღირდა჻ სმა჻ გარდახდა჻ გაიყარნეს჻ ყმა჻ წავიდა჻ მიცასჭირდა჻ ვეღარ჻ გასძლო჻ გულ჻ მისი჻ აუჩუქდა჻ აუტირდა჻

778. თქვა჻ ამა჻ ჟამსა჻ წუხელის჻ მე჻ დილა჻ გამთენებოდა჻ მუნ჻ ვიყავ჻ სადა჻ სსამყაროს჻ ღაწვთაგან჻ ელვა჻ ჰკრთებოდა჻ აწ჻ სიშორისა჻ მომლოდე჻ გულიმცა჻ მისთვის჻ კვდებოდა჻ მზემან჻ რა჻ მისცა჻ სინათლე჻ თუ჻ მთვარე჻ გაეყრებოდა჻

779. ყმა჻ მივიდა჻ გულმოკლული჻ ცრემლი჻ ველთა჻ მოედინა჻ მართ჻ მისივე჻ სიყვარული჻ უარებდის჻ თვალთა჻ წინა჻ ზოჯერ჻ ადგის჻ ზოგჯერ჻ დაწვის჻ ხელსა჻ რადმცა჻ დაეძინა჻ რაც჻ ა჻ აჯა჻ დათმობისა჻ გულმან჻ ვისმცა჻ მოუსმინა჻

780. წევს჻ იტყვის჻ გულსა჻ სალხინო჻ რამცაღა჻ დაუსახეო჻ მოგშორდი჻ ედემს჻ ნაზარდო჻ ტანო჻ ლერწამო჻ და჻ ხეო჻ შენთა჻ მჭვრეტელთა჻ ნიშატო჻ ვერ჻ მჭვრეტთა჻ სავაგლახეო჻ ცხადად჻ ნახვასა჻ არ჻ ღირსვარ჻ ნეტარმცა჻ სიზმრად჻ გნახეო჻

781. ამას჻ მოსთქმიდის჻ ტირილით჻ ცრემლისა჻ დასაღვაროთა჻ კვლა჻ გულსა჻ ეტყვის჻ დათმობა჻ ჰგვანდეს჻ სიბრძნისა჻ წყაროთა჻ არ჻ დავსთმოთ჻ რა჻ ვქმნათ჻ სევდასა჻ მითხარ჻ რა჻ მოუგვაროთა჻ თუ჻ ლხინი჻ გვინდა჻ ღმრთისაგან჻ ჭირნიცა჻ შევიწყნაროთა჻

782. კვლა჻ იტყვის჻ გულო჻ რასთენცა჻ გაქვს჻ სიკვდილისა჻ წადება჻ სჯობს჻ სიცოცხლისა჻ გაძლება჻ მისთვის჻ თავისა჻ დადება჻ მაგრა჻ დამალე჻ არ჻ გიჩნდეს჻ შენი჻ ცეცხლისა჻ კვლა჻ დება჻ ავად჻ შეჰფერობს჻ მიჯნურსა჻ მიჯნურობისა჻ ცხადება჻

დათხოვა ავთანდილისაგან როსტევან მეფისაგან და ვაზირის საუბარი჻

783. რა჻ გათენდა჻ შეეკაზმა჻ ყმა჻ გავიდა჻ ადრე჻ გარე჻ იტყვის჻ ნეტარ჻ მიჯნურობა჻ არ჻ დამაჩნდა჻ დაცავფარე჻ დათმობასა჻ ეაჯების჻ გულსა჻ შენ჻ რა჻ მოუგვარე჻ ცხენსა჻ შეჯდა჻ წამოვიდა჻ ვაზირისა჻ სახლსა჻ მთვარე჻