... (H-2610), XVIII ს.

590. ესე჻ მეტად჻ მომეწონა჻ თათბირი჻ და჻ გამორჩევა჻ ჩემთა჻ მტერთა჻ დავაცადე჻ დასახოცლად჻ ხრმლისა჻ ქნევა჻ მერმე჻ ავდეგ჻ წამოსავლად჻ მან჻ დამიწყო჻ ქვევა჻ წვევა჻ მწადდა჻ მაგრა჻ ვერ჻ შევმართე჻ შეჭიდება჻ შემოხვევა჻

591. ხანი჻ დავჰყავ჻ გავეყარე჻ მაგრა჻ გავჰხე჻ ვითა჻ ხელი჻ ასმათ჻ წინა჻ წამომიძღვა჻ ჩამდიოდა჻ ცრემლი჻ ცხელი჻ ჭირი჻ ბევრჯელ჻ ვაათასე჻ ლხინი჻ ჩემი჻ ვაერთხელი჻ მერმე჻ წასლვა჻ არა჻ მწადდა჻ ამად჻ მივალ჻ არ჻ ფიცხელი჻

592. გარე჻ ვაქციე჻ ასმათი჻ მუნ჻ ჩემი჻ ჩიმოყოლილი჻ ღამით჻ უჭვრეტდი჻ ვარსკვლავთა჻ მე჻ საწოლს჻ ვერ჻ დაწოლილი჻ გულსა჻ დამესვის჻ ლახვარი჻ შავთა჻ წამწამთა჻ სროლილი჻ მისმან჻ შუქმან჻ დამალურჯა჻ დამალება჻ დამდვა჻ წყლული჻

593. მოვიდა჻ კაცი჻ სასიძო჻ მოვაო჻ მოსლვა჻ გვახარა჻ მაგრა჻ თუ჻ ღმერთი჻ რას჻ უზამს჻ არა჻ იცოდა჻ გლახ჻ არა჻ მეფესა჻ მიხვდა჻ სიამე჻ არ჻ სიტყვა჻ ივაგლახა჻ რა჻ მიბრძანა჻ ახლოს჻ მიმისვა჻ მოდიო჻ თავი჻ დახარა჻

594. მიბრძანა჻ ჩემთვის჻ ესე჻ დღე჻ ლხინი჻ და჻ სიხარულია჻ გარდავიხადოთ჻ ქორწილი჻ ხამს჻ ვითა჻ დასა჻ სრულია჻ კაცი჻ გავგზავნოთ჻ მოვიღოთ჻ ყოვლგნით჻ საჭურჭლე჻ სრულია჻ უხვად჻ გავსცემდეთ჻ ვავსებდეთ჻ სიძუნწე჻ უმეცრულია჻

595. მე჻ გავგზავნენ჻ ყოვლგნით჻ კაცნი჻ საჭურჭლეთა჻ წამომხმელნი჻ სასიძოცა჻ მოგვივიდა჻ იყვნეს჻ ხანსა჻ არდამზმელნი჻ შიგნით჻ ჩვენნი჻ გაეგებეს჻ გარეთ჻ მოდგეს჻ ხვარაზმელნი჻ მათ჻ ლაშქართა჻ ერთგან჻ მყოფთა჻ ვერ჻ იტევდეს჻ ვერცა჻ ველნი჻

596. მეფემან჻ ბრძანა჻ მოკაზმეთ჻ კარვითა჻ მოედანია჻ გამოისვენოს჻ სიძემან჻ დაყოს჻ ცოტაი჻ ხანია჻ მუნ჻ მისად჻ ნახვად჻ გავიდენ჻ უშენოდ჻ სხვანი჻ სპანია჻ შენ჻ აქა჻ ნახენ჻ კმარიან჻ იქა჻ ნახვისად჻ კმანია჻

597. მაედანს჻ დავდგი჻ კარვები჻ წითლისა჻ ატლასებისა჻ მოვიდა჻ სიძე჻ გარდაჰხდა჻ დღე჻ ჰგვანდა჻ არ჻ აღვსებისა჻ შეიქმნა჻ გასლვა჻ შიგანთა჻ ჯარია჻ მუნ჻ ხასებისა჻ დაიწყეს჻ დგომა჻ ლაშქართა჻ თემთემად჻ დასდასებისა჻

598. მე჻ დავშვრი჻ ვითა჻ წესია჻ საურავგარდახდილისა჻ შინა჻ წამოველ჻ მაშვრალი჻ ქნა჻ მომდომოდა჻ ძილისა჻ მონა჻ მოვიდა჻ მომართვა჻ წიგნი჻ ასმათის჻ ტკბილისა჻ ადრე჻ მოდიო჻ გიბრძანებს჻ მსგავსი჻ ალვისა჻ ზრდილისა჻

599. ცხენისაგან჻ არ჻ გარდავჰხე჻ წავე჻ ფიცხლად჻ დავმორჩილდი჻ ქალი჻ დამხვდა჻ ნატირები჻ ვჰკითხე჻ ცრემლსა჻ რასა჻ ჰმილდი჻ მითხრა჻ შენი჻ შესწრობილი჻ ტირილსამცა჻ ვით჻ ავსცილდი჻ გაუწყვედლად჻ ვით჻ გამართლო჻ რაგვარადმცა჻ გავვაქილდი჻

600. შევედით჻ ვნახეთ჻ ბალიშსა჻ ზედა჻ წარბშერჭმით჻ მჯდომარე჻ მზე჻ ვეღარას჻ იქს჻ მის჻ მეტსა჻ მას჻ გაენათლა჻ რომ჻ არე჻ წავდეგ჻ მიბრძანა჻ რასა჻ სდგა჻ დღე჻ მიგიჩს჻ წინ჻ საომარე჻ ანუ჻ გამწირე჻ მიტყუე჻ და჻ კვლაცა჻ მომიცდომარე჻

601. მე჻ მეწყინა჻ აღარა჻ ვთქვი჻ ფიცხლად჻ გარე჻ შემოვბრუნდი჻ უკუვჰყივლე჻ აწ჻ გამოჩნდეს჻ არ჻ მინდოდეს჻ ვისცა჻ უნდი჻ ქალი჻ ომსა჻ რაგვარ჻ მაწვევს჻ აგრე჻ ვითა჻ დავძაბუნდი჻ შინა჻ მოველ჻ მოკლვა჻ მისი჻ დავაპირე჻ არ჻ დავყმუნდი჻

602. ასსა჻ ვუბრძანე჻ მონასა჻ საომრად჻ დაემზადენით჻ შევსხედით჻ გავლეთ჻ ქალაქი჻ არავის჻ გავეცხადენით჻ კარავსა჻ შეველ჻ სასიძო჻ ვითა჻ წვა჻ ზარამც჻ თქმად჻ ენით჻ უსისხლოდ჻ მოვჰკალ჻ იგი჻ ყმა჻ თუცა჻ ხმდა჻ სისხლისა჻ დადენით჻

603. კარვის჻ კალთა჻ ჩახლათული჻ ჩავჭერ჻ ჩავაქარაბაკე჻ ყმასა჻ ფერხთა჻ მოვეკიდე჻ თავი჻ სვეტსა჻ შეუტაკე჻ წინა჻ მწოლთა჻ დაიზახეს჻ გლოვა჻ მიჰხვდა჻ საარაკე჻ ცხენსა჻ შევჯე჻ წამოცაველ჻ ჯაჭვი჻ მეცვა჻ საკურტაკე჻

604. ხმა჻ დამივარდა჻ შეიქმნა჻ ზახილი჻ მოსაწევარი჻ წამოველ჻ წევნა჻ დამიწყეს჻ დავჰხოცე჻ ჩემი჻ მდევარი჻ ქალაქი჻ მქონდა჻ მაგარი჻ მტერთაგან჻ მოურევარი჻ მუნ჻ შიგან჻ შევე჻ მშვიდობით჻ ამოდ჻ იგივე჻ მე჻ ვარი჻

605. კაცი჻ გავგზავნენ჻ ვაცნობე჻ ყოვლგან჻ ლაშქარსა჻ ყველასა჻ აქა჻ მომართეთ჻ ვინცაღა჻ ჩემსა჻ იქმოდეთ჻ შველასა჻ არ჻ გაწყდა჻ მოსლვა჻ მდევართა჻ ღამესა჻ დია჻ ბნელასა჻ ჩემი჻ რა჻ სცნიან჻ სცვდიან჻ თავებსა჻ მათსა჻ მრთელასა჻

606. ცისკრად჻ ავდეგ჻ შევეკაზმე჻ რა჻ გათენდა჻ ღამე჻ დილად჻ ვნახენ჻ სამნი჻ დიდებულნი჻ მეფისაგან჻ მოგზავნილად჻ ებრძანა჻ თუ჻ ღმერთმან჻ იცის჻ გამეზარდე჻ ვითა჻ შვილად჻ ჩემი჻ ასრე჻ რად჻ შესცვალე჻ სიხარული჻ სიმძიმილად჻

607. ხვარაზმშას჻ სისხლი჻ უბრალო჻ სახლად჻ რად჻ დამადებინე჻ თუ჻ ჩემი჻ ქალი჻ გინდოდა჻ რად჻ არა჻ შემაგებინე჻ მე჻ ბერსა჻ შენსა჻ გამზრდელსა჻ სიცოცხლე჻ მაარმებინე჻ დღედ჻ სიკვდილამდის჻ შენიცა჻ თავი჻ არ჻ მაახლებინე჻

608. მე჻ შეუთვალე჻ მეფეო჻ ვარ჻ უმაგრესი჻ რვალისა჻ თუ჻ არ჻ რად჻ მიშლის჻ სიკვდილსა჻ ცეცხლი჻ სირცხვილთა჻ ალისა჻ მაგრა჻ თვით჻ იცით჻ ხელმწიფე჻ ხამს჻ მქმნელი჻ სამართალისა჻ მე჻ თქვენმან჻ მზემან჻ მაშოროს჻ ნდომა჻ თქვენისა჻ ქალისა჻

609. იცით჻ ჰინდოთა჻ სამეფო჻ რაზომი჻ სრასაჯდომია჻ ერთიღა჻ მე჻ ვარ჻ მემკვიდრე჻ ყველაი჻ თქვენ჻ მოგხდომია჻ ამოწყდა჻ მათი჻ ყველაი჻ მამული჻ თქვენ჻ დაგრჩომია჻ დღესამდის჻ ტახტი჻ უჩემოდ჻ არავის჻ არ჻ მონდომია჻