... (H-2610), XVIII ს.

629. მე჻ უთხარ჻ «დაო჻ რად჻ მოგკლა჻ ანუ჻ რა჻ შენი჻ ბრალია჻ რამცა჻ ვქმენ჻ ნაცვლად჻ თვით჻ რომე჻ მისი჻ ჩემზედა჻ ვალია჻ აწ჻ თავსა჻ მისად჻ საძებრად჻ მივსცემ჻ სად჻ კლდე჻ და჻ წყალია»჻ სრულად჻ გავქვავდი჻ შემექმნა჻ გული჻ მართ჻ ვითა჻ სალია჻

630. მეტმან჻ ზარმან჻ გამაშმაგა჻ მომივიდა჻ ცხრო჻ და჻ თრთოლა჻ გულსა჻ ვუთხარ჻ «ნუ჻ მოჰკვდები჻ არას჻ გარგებს჻ ცუდი჻ წოლა჻ გიჯობს჻ გაჭრა჻ ძებნად჻ მისად჻ გავარდნა჻ და჻ ველთა჻ რბოლა»჻ აჰა჻ ჟამი჻ ვისცა჻ გინდა჻ ჩემი჻ თანა჻ წამოყოლა჻

631. შევე჻ ფიცხლად჻ შევეკაზმე჻ ცხენსა჻ შევჯე჻ შეკაზმული჻ ასსამოცი჻ კარგი჻ მოყმე჻ ჩემსა჻ თანა჻ ხანდაზმული჻ წამომყვა჻ და჻ წამოვედით჻ კართა჻ გარე჻ დარაზმული჻ ზღვის჻ პირს჻ მივე჻ ნავი჻ დამხვდა჻ მენავემან჻ მნახა჻ ზმული჻

632. ნავსა჻ შევჯე჻ ზღვასა჻ შევე჻ ზღვასა჻ შიგან჻ გავალაგდი჻ არსით჻ ნავი჻ მომავალი჻ უნახავად჻ არ჻ დავაგდი჻ მოველოდი჻ არა჻ მესმა჻ შმაგი჻ უფრო჻ გავეშმაგდი჻ რომე჻ სრულად჻ მომიძულვა჻ ღმერთსა჻ თურე჻ ასრე჻ ვსძაგდი჻

633. რომე჻ დავჰყავ჻ წელიწადი჻ თვე჻ თორმეტი჻ გამეოცა჻ მაგრა჻ მისი჻ მნახავიცა჻ სიზმრივ჻ კაცი჻ არ჻ მეოცა჻ თანამყოლი჻ ყველაკაი჻ ამომიწყდა჻ დამეხოცა჻ ვთქვი჻ თუ჻ «ღმერთსა჻ ვერას჻ ვჰკადრებ჻ რაცა჻ სწადდეს჻ აგრე჻ ვყო჻ ცა»჻

634. ზღვაზღვა჻ ცურვა჻ მომეწყინა჻ მით჻ გამოვე჻ ზღვისა჻ პირსა჻ გული჻ სრულად჻ გამიმხეცდა჻ არ჻ ვუსმენდი჻ არც჻ ვაზირსა჻ ყველაკაი჻ დამეფანტნენ჻ დარჩომოდა჻ რაცა჻ ჭირსა჻ კაცსა჻ ღმერთი჻ არ჻ გასწირავს჻ ასრე჻ მისგან჻ განაწირსა჻

635. ერთაი჻ ესე჻ ასმათი჻ და჻ დამრჩეს჻ ორნი჻ მონანი჻ ჩემნი჻ გულისა჻ მდებელნი჻ და჻ ჩემნი჻ შემამგონანი჻ მისი჻ ვერა჻ ვცნენ჻ ამბავნი჻ ვერცა჻ დრამისა჻ წონანი჻ ტირილი჻ მიჩნდის჻ ლხინად჻ და჻ მდინდიან჻ ცრემლთა჻ ფონანი჻

ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს჻ ტარიელს შემოეყარა ზღვისპირსა჻

636. ღამით჻ მევლო჻ მოვიდოდი჻ ზღვისა჻ პირსა჻ აჩნდეს჻ ბაღნი჻ ჰგვანდეს჻ ქალაქს჻ ვეახლენით჻ ცალკერძ჻ იყვნეს჻ კლდეთა჻ ნაღნი჻ არ჻ მიამის჻ კაცთა჻ ნახვა჻ მიდაღვიდა჻ გულსა჻ დაღნი჻ მუნ჻ გარდავხე჻ მოსვენებად჻ დამხვდეს჻ რამე჻ ხენი჻ ლაღნი჻

637. ხეთა჻ ძირსა჻ მივიძინე჻ მათ჻ მონათა჻ ჭამეს჻ პური჻ მერმე჻ ავდეგ჻ სევდიანი჻ მიღამებდა჻ გულსა჻ მური჻ ვერა჻ მეცნა჻ ეგზომ჻ გრძელად჻ ვერ჻ ჭორი჻ და჻ ვერ჻ დასტური჻ ველთა჻ ცრემლი჻ ასოვლებდა჻ თვალთა჻ ჩემთა჻ მონაწური჻

638. ზახილი჻ მესმა჻ შევხედენ჻ მოყმე჻ ამაყად჻ ყიოდა჻ შემოირბევდა჻ ზღვის჻ პირპირ჻ მას჻ თურმე჻ წყლული჻ სტკიოდა჻ ხრმლისა჻ ნატეხი჻ დასვრილი჻ აქვს჻ სისხლი჻ ჩამოსდიოდა჻ მტერთა჻ ექადდა჻ წყრებოდა჻ იგინებოდა჻ ჩიოდა჻

639. ზედა჻ ჯდა჻ შავსა჻ ტაიჭსა჻ ესე჻ აწ჻ მე჻ მითქს჻ რომელი჻ მართ჻ ვითა჻ ქარი჻ მოქროდა჻ გაფიცხებული჻ მწყრომელი჻ მონა჻ მივსწივე჻ მისისა჻ შეყრისა჻ ვიყავ჻ მნდომელი჻ შევსთვალე჻ დადეგ჻ მიჩვენე჻ ლომსა჻ ვინ჻ გაწყენს჻ რომელი჻

640. მას჻ მონასა჻ არა჻ უთხრა჻ არცა჻ სიტყვა჻ მოუსმინა჻ ფიცხლად჻ შევჯე჻ ჩავეგებე჻ მე჻ ჩაუსწარ჻ ჩავე჻ წინა჻ უთხარ჻ დადეგ჻ გამიგონე჻ შენი჻ საქმე჻ მეცა჻ მინა჻ შემომხედნა჻ მოვეწონე჻ სიარული჻ დაითმინა჻

641. გამიცადა჻ ღმერთსა჻ ჰკადრა჻ შენ჻ ასეთნი჻ ხენი჻ ვით჻ ხენ჻ მერმე჻ მითხრა჻ მოგახსენებ჻ აწ჻ სიტყვანი჻ რომე჻ მკითხენ჻ იგი჻ მტერნი჻ გამილომდეს჻ აქამდისცა჻ რომე჻ ვითხენ჻ უკაზმავსა჻ მიღალატეს჻ საჭურველნი჻ ასრე჻ ვითხენ჻

642. მე჻ უთხარ჻ დადეგ჻ დაწყნარდი჻ გარდავხდეთ჻ ძირსა჻ ხეთასა჻ არ჻ შეუდრკების჻ ჭაბუკი჻ კარგი჻ მახვილთა჻ კვეთასა჻ თანა჻ წამომყვა჻ წავედით჻ უტკბოსი჻ მამაძეთასა჻ მე჻ გავეკვირვე჻ ჭვრეტასა჻ მის჻ ყმისა჻ სინაზეთასა჻

643. ერთი჻ მონა჻ დასტაქარი჻ მყვა჻ და჻ წყლულნი჻ შეუხვივნა჻ ისრის჻ პირნი჻ ამოუხვნა჻ დაკოდილნი჻ არ჻ ატკივნა჻ მერე჻ ვჰკითხე჻ ვინ჻ ხარ჻ ანუ჻ მკლავმან჻ შენმან჻ ვისგან჻ ივნა჻ საამბობლად჻ დამირიგდა჻ თავი჻ მისი჻ გაამჩივნა჻

644. პირველ჻ მითხრა჻ არა჻ ვიცი჻ რა჻ ხარ჻ ანუ჻ რას჻ გამსგავსო჻ ანუ჻ ეგრე჻ რამ჻ დაგლია჻ ანუ჻ პირველ჻ რამ჻ გაგავსო჻ რამან჻ შეგქმნა჻ მოყვითანოდ჻ ვარდგიშერი჻ რომე჻ ჰრგავსო჻ ღმერთმან჻ მისგან჻ ანთებული჻ სანთელიმცა჻ რად჻ დაგავსო჻

645. მულღაზანზარის჻ ქალაქი჻ ახლოს჻ მე჻ მაქვსო჻ რომელი჻ ნურადინფრიდონ჻ სახელი჻ მეფე჻ ვარ჻ მუნა჻ მჯდომელი჻ ესე჻ სამზღარი჻ ჩემია჻ სადა჻ ხარ჻ გარდამხდომელი჻ ცოტა჻ მაქვს჻ მაგრა჻ ყოველგნით჻ სიკეთემიუთხრობელი჻

646. მამის჻ ძმა჻ და჻ მამაჩემი჻ პაპმან჻ ჩემმან჻ გაყვნა჻ ოდეს჻ ზღვასა჻ შიგან჻ კუნძულია჻ ჩემად჻ წილად჻ მას჻ იტყოდეს჻ თვით჻ ბიძასა჻ ჩემსა჻ მიხვდა჻ ვისთა჻ შვილთა჻ აწ჻ დამკოდეს჻ მათკე჻ დარჩა჻ სანადიროარ჻ მივსცემდი჻ მამერჩოდეს჻

647. დღეს჻ გამოველ჻ ნადირობას჻ ზღვისა჻ პირსა჻ ვინადირე჻ მუნა჻ გასვლა჻ მომდომოდა჻ მით჻ მრეკალი჻ არ჻ ვახსირე჻ სპათა჻ უთხარ჻ მომიცადეთ჻ მოვიდოდე჻ მეცა჻ ვირე჻ ხუთთა჻ ოდენ჻ ბაზიერთა჻ მეტი჻ არა჻ დავიჭირე჻