... (H-2610), XVIII ს.

745. ჰკადრა჻ რა჻ კაცსა჻ სოფელმან჻ მისცეს჻ წადილი჻ გულისა჻ ხსოვნა჻ არა჻ ხამს჻ ჭირისა჻ ვით჻ დღისა჻ გარდასრულისა჻ ვჰპოვე჻ ხე჻ ტანი჻ ალვისა჻ სოფლისა჻ წყალთა჻ რწყულისა჻ მუნ჻ პირი჻ მსგავსი჻ ვარდისა჻ მაგრა჻ აწ჻ ფერნაკლულისა჻

746. მუნ჻ სარო჻ მსგავსი჻ ვარდისა჻ ვნახე჻ მისჭირდა჻ მინები჻ იტყვის჻ დავჰკარგე჻ ბროლი჻ და჻ სადა჻ რთავს჻ ბროლსა჻ მინები჻ მით჻ ვიწვი჻ რათგან჻ ჩემებრვე჻ ცეცხლი჻ სწვავს჻ მოუთმინები჻ მერმე჻ კვლა჻ ჰკადრა჻ ამბავი჻ მან჻ მისგან჻ მონასმინები჻

747. სიარულსა჻ მისგან჻ ძებნად჻ სრულ჻ პატიჟთა჻ მოსთვლის჻ ჭირსა჻ მერმე჻ ჰკადრა჻ საწადლისა჻ ღმერთმან჻ პოვნა჻ ვით჻ აღირსა჻ საწუთრო჻ და჻ სოფელს჻ ყოფა჻ კაცი჻ უჩსო჻ ვით჻ ნადირსა჻ ოდენ჻ ხელი჻ მხეცთა჻ თანა჻ იარების჻ მინდორს჻ ტირსა჻

748. ეგონების჻ მისი჻ მკვლელი჻ იარების჻ ცრემლთა჻ მფრქვნელი჻ არ჻ შესჯერდეს჻ შემოქმედსა჻ ზღვადცა჻ მისცეს჻ საქონელი჻ ცუდად჻ შვრების჻ იარების჻ გამოჭრილა჻ ჰინდოელი჻ მიწყივ჻ უდებს჻ ცეცხლსა჻ მასვე჻ მისი჻ დამდაგველი჻

749. ნუ჻ მკითხავ჻ ქება჻ რა჻ გკადრო჻ ჩემგან჻ რა჻ გაგეგონების჻ მისსა჻ მნახავსა჻ ნახული჻ აღარა჻ მოეწონების჻ თვალნი჻ მჭვრეტელი჻ ვით჻ მზისა჻ ციაგსა჻ დაეღონების჻ ვარდი჻ არ჻ ქნილი჻ ზაფრანად჻ აწ჻ ია჻ შეიკონების჻

750. წვრილად჻ ჰკადრა჻ რა჻ იცოდა჻ რა჻ ნახული჻ რა჻ ნასმენად჻ ვითა჻ ვეფხსა჻ წავარნა჻ და჻ ქვაბი჻ აქო჻ სახლად჻ მენად჻ ქალი჻ ახლავს჻ სასურველად჻ სულთა჻ დგმად჻ და჻ ჭირთა჻ თმენად჻ ვა჻ სოფელმან჻ სოფელს჻ მყოფი჻ ყოვლი჻ დასვა჻ ცრემლთა჻ დენად჻

751. ქალსა჻ რა჻ ესმა჻ ამბავი჻ მიხვდა჻ წადილი჻ ნებისა჻ განათლდა჻ პირი჻ მთვარისა჻ ვით჻ ნათლად჻ ნავანებისა჻ იტყვის჻ რა჻ უთხრა჻ პასუხი჻ მას჻ სათნებლისა჻ თნებისა჻ რაა჻ წამალი჻ მისისა჻ წყლულისა჻ განკურნებისა჻

752. ყმა჻ ეტყვის჻ ვის჻ აქვ჻ მინდობა჻ კაცისა჻ მომცქაფავისა჻ მან჻ ჩემთვის჻ დაწვა჻ თავისი჻ დადვა჻ არ჻ დასაწვავისა჻ დრო჻ დამიც჻ ჩემგან჻ მისლვისა჻ მითქვმს჻ დადება჻ თავისა჻ მზე჻ შემიფიცავს჻ თავისა჻ ჩემგან჻ მზედ჻ სახედავისა჻

753. ხამს჻ მოყვარე჻ მოყვრისათვის჻ თავი჻ ჭირსა჻ არ჻ დამრიდად჻ გული჻ მისცეს჻ გულისათვის჻ სიყვარული჻ გზად჻ და჻ ხიდად჻ კვლა჻ მიჯნურსა჻ მიჯნურისა჻ ჭირი჻ უჩნდეს჻ ჭირად჻ დიდად჻ აჰა჻ მაქვსმცა჻ უმისოსა჻ ლხინი჻ არმად჻ თავი჻ ფლიდად჻

754. მზე჻ ეტყვის჻ მომხვდა჻ ყოველი჻ ჩემი჻ წადილი჻ გულისა჻ პირველ჻ შენ჻ მოხველ჻ მშვიდობით჻ მპოვნელი჻ დაკარგულისა჻ მერმე჻ ზრდა჻ სიყვარულისა჻ გაქვ჻ ჩემგან჻ დანერგულისა჻ ვპჰოვე჻ წამალი჻ გულისა჻ აქამდის჻ დადაგულისა჻

755. საწუთრო჻ კაცსა჻ ყოველსა჻ ვითა჻ ტაროსი჻ უხვდების჻ ზოგჯერ჻ მზეა჻ და჻ ოდესმე჻ ცა჻ რისხვით჻ მოუქუხდების჻ აქამდის჻ ჭირი჻ ჩემზედა჻ აწ჻ ესე჻ ლხინად჻ უხვდების჻ რადგან჻ შვება჻ აქვს჻ სოფელსა჻ თვით჻ რად჻ ვინ჻ შეუწუხდების჻

756. შენ჻ არ჻ გატეხა჻ კარგი჻ გჭირს჻ ზენაარისა჻ ფიცისა჻ ხამს჻ გასრულება჻ მოყვრისა჻ სიყვარულისა჻ მტკიცისა჻ ძებნა჻ წამლისა჻ მისისა჻ ცოდნა჻ ხამს჻ უვიცისა჻ ჩემი჻ თქვი჻ რა჻ ვქმნა჻ ბნელქმნილმან჻ მზე჻ მიმეფაროს჻ მე჻ ცისა჻

757. ყმამან჻ ჰკადრა჻ სიახლითა჻ შევრთე჻ ჭირი჻ შვიდსა჻ მე჻ რვა჻ ცუდი჻ არის჻ დამზრალისა჻ გასათბობლად჻ წყლისა჻ ბერვა჻ ცუდი჻ არის჻ სიყვარული჻ ქვეით჻ კოცნა჻ მზისა჻ წურვა჻ თუ჻ გიახლო჻ ერთხელ჻ ვა჻ და჻ რა჻ მოგშორდე჻ ათასჯერ჻ ვა჻

758. ვა჻ თუ჻ გავიჭრა჻ გაჭრილსა჻ სადა჻ გლახ჻ დამწვავს჻ სად჻ ალი჻ გული჻ ძეს჻ საგნად჻ ისრისა჻ მესვრის჻ საკრავად჻ სამალი჻ დრო჻ სიცოცხლისა჻ ჩემისა჻ დღისითღა჻ ჩანს჻ ნასამალი჻ მალვა჻ მწადს჻ მაგრა჻ გარდახდა჻ ჟამი჻ პატიჟთა჻ სამალი჻

759. მესმა჻ თქვენი჻ ნაუბარი჻ გავიგონე჻ რაცა჻ ჰბრძანე჻ ვარდსა჻ ქაცვი჻ მოაპოვებს჻ ეკალთამცა჻ რად჻ ვეფხანე჻ მაგრა჻ მზეო჻ თავი჻ მზესა჻ ჩემთვის჻ სრულად჻ დააგვანე჻ სიცოცხლისა჻ საიმედო჻ ნიშანი჻ არ჻ წამატანე჻

760. ყმა჻ ტკბილი჻ და჻ ტკბილქართული჻ სიკეთისა჻ ხელის჻ მხდელი჻ ამაზედა჻ ეუბნების჻ ვით჻ გაზრდილ჻ სა჻ ამო჻ მზრდელი჻ ქალმან჻ მისცა჻ მარგალიტი჻ სრულ჻ ქმნა჻ მისი჻ საწადელი჻ ღმერთმან჻ ქნას჻ და჻ გაუსრულდეს჻ ლხინი჻ ესე჻ აწინდელი჻

761. რა჻ სჯობს჻ რა჻ კაცმან჻ გიშერი჻ ბროლლალსა჻ თანა჻ ახიოს჻ ანუ჻ ბაღს჻ ალვა჻ საროსა჻ ახლოს჻ რგოს჻ მორწყოს჻ ახიოს჻ მისსა჻ მჭვრეტელსა჻ ალხინოს჻ ვერმჭვრეტსა჻ ავაგლახიოს჻ ვა჻ მოყვარისა჻ გაყრილსა჻ ახიო჻ ეყოს჻ ახი჻ ოს჻

762. ყმა჻ მხიარული჻ წყლიანი჻ დაიჩენს჻ არ჻ სიმძიმილსა჻ მისნი჻ კბილნი჻ და჻ ბაგენი჻ დაიშვენებდეს჻ ღიმილსა჻ რა჻ მოიშორო჻ მოყვარე჻ თვალთაგან჻ დასდები჻ მილსა჻ მუნით჻ ადენდი჻ წყაროსა჻ სოფლისა჻ დასაწვიმილსა჻

763. მათ჻ მიხვდა჻ ლხინი჻ ყოველი჻ ერთმანერთისა჻ ჭვრეტითა჻ ყმა჻ წამოვიდა჻ გაყრილი჻ მივა჻ გულითა჻ რეტითა჻ მზე჻ ტირს჻ სისხლისა჻ ცრემლითა჻ ზღვისაცა჻ მეტისმეტითა჻ იტყვის჻ ვერ჻ გაძღა჻ სოფელი჻ ვა჻ ჩემთა჻ სისხლთა჻ ხვრეტითა჻

764. ყმა჻ წავიდა჻ სევდიანი჻ მკერდსა჻ იცემს჻ ამად჻ ილებს჻ რომე჻ კაცსა჻ მიჯნურობა჻ ატირებს჻ და჻ გააფლიდებს჻ რა჻ ღრუბელი჻ მიეფარვის჻ მზე჻ ხმელეთსა჻ დააჩრდილებს჻ მის჻ მოყვრისა჻ მოშორება჻ კვლა჻ აბინდებს჻ არ჻ აჩრდილებს჻