... (H-2610), XVIII ს.

570. გახსოვს჻ ოდეს჻ ჰაი჻ ჰზმიდი჻ ცრემლნი჻ შენნი჻ ველთა჻ ბანდეს჻ მკურნალნი჻ და჻ დასტაქარნი჻ წამალთყე჻ მოგიტანდეს჻ მამაცისა჻ სიცრუვეთა჻ ნეტარ჻ სხვანი჻ რამცა჻ ჰგვანდეს჻ რათგან჻ დამთმე჻ მეცა჻ დაგთმობ჻ ვინძი჻ უფრო჻ დაზიანდეს჻

571. ამას჻ ვბრძანებ჻ ვინცა჻ გინდა჻ ეპატრონოს჻ ჰინდოეთსა჻ ეგრეც჻ მე჻ მაქვს჻ პატრონობა჻ უგზოს჻ ვლიდენ჻ თუნდა჻ გზეთსა჻ ეგე჻ აგრე჻ არ჻ იქნების჻ წა჻ მომცთარხარ჻ მოსაცეთსა჻ აზრნი჻ შენნი჻ შენვე჻ გგვანან჻ ტყუვანსა჻ და჻ შენ჻ აგეთსა჻

572. ცოცხალ჻ ვიყო჻ შენ჻ ჰინდოეთს჻ ღმერთო჻ ხანი჻ ვერა჻ დაჰყო჻ თუ჻ ეცადო჻ დაყოფასა჻ ხორცთა჻ შენთა჻ სული჻ გაჰყო჻ სხვა჻ ჩემებრი჻ ვერა჻ ჰპოვო჻ ცათამდისცა჻ ხელი჻ აჰყო჻ ესე჻ სიტყვა჻ დაასრულა჻ ყმა჻ ატირდა჻ სულთქვნა჻ აჰყო჻

573. თქვა჻ რა჻ მესმა჻ ესე჻ მისგან჻ მეიმედა჻ მეტისმეტად჻ კვლავ჻ მიეცა჻ თვალთა჻ ძალი჻ მის჻ ნათლისა჻ ეგრე჻ მჭვრეტად჻ აწ჻ დავჰკარგე჻ რად჻ არ჻ გიკვირს჻ რად჻ ცოცხალვარ჻ რად჻ ვარ჻ რეტად჻ ვა჻ სოფელო჻ უხანოო჻ რად჻ ჰზი჻ სისხლთა჻ ჩემთა჻ ხვრეტად჻

574. შევხედენ჻ ვნახე჻ სასთუნალს჻ მუსაფი჻ გაშლით჻ მდებარე჻ ავდეგ჻ ავიღე჻ მე჻ ღმრთისა჻ და჻ მერმე჻ მე჻ მათი჻ მქებარე჻ ვჰკადრე჻ თუ჻ მზეო჻ დაგიწვავს჻ ჩემიცა჻ დაწვი჻ მზე჻ ბარე჻ რადგან჻ არ჻ მომკალ჻ პასუხი჻ ერთია჻ გკადრო჻ მე჻ ბარე჻

575. რომე჻ გკადრებ჻ ესე჻ სიტყვა჻ აწ჻ თუ჻ ცუდად჻ ნალიქნია჻ ცამცა჻ მრისხავს჻ მზისა჻ შუქნი჻ ყოლა჻ ჩემთვის჻ ნაშუქნია჻ თუ჻ მაღირსებ჻ განკითხვასა჻ ავი჻ არა჻ არ჻ მიქნია჻ მან჻ მიბრძანა჻ რაცა჻ იცი჻ თქვიო჻ თავი჻ დამიქნია჻

576. კვლაცა჻ ვჰკადრე჻ მე჻ თუ჻ მზეო჻ შენთვის჻ ფიცი჻ გამეტეხოს჻ ღმერთმან჻ აწვე჻ რისხვა჻ მისი჻ ზეცით჻ ჩემთვის჻ გაამეხოს჻ ვისი჻ გინდა჻ უშენოსა჻ პირი჻ მემზოს჻ ტანი჻ მეხოს჻ მაშა჻ მაშინ჻ რაგვარ჻ დავრჩე჻ რა჻ ლახვარი჻ გულსა჻ მეხოს჻

577. მე჻ მეფეთა჻ დარბაზს჻ მიხმეს჻ შექმნეს჻ დიდი჻ ვაზირობა჻ მათ჻ წინასვე჻ დაეპირა჻ იმა჻ ყმისა჻ შენი჻ ქმრობა჻ დამეშალა჻ ვერ჻ დავშლიდი჻ დამრჩებოდა჻ უმეცრობა჻ თავსა჻ ვუთხარ჻ მიემოწმე჻ ჟამად჻ გიჯობს჻ გულმაგრობა჻

578. მემცა჻ დაშლა჻ ვითა჻ ვჰკადრე჻ რათგან჻ იგი჻ ვერ჻ მიმხვდარა჻ არ჻ იტყვის჻ თუ჻ ჰინდოეთი჻ უპატრონოდ჻ არ჻ მომხდარა჻ ტარიელ჻ არს჻ მემამულე჻ სხვასა჻ ჰმართებს჻ არად჻ არა჻ ვის჻ მოიყვანს჻ არა჻ ვიცი჻ ანუ჻ იგი჻ ვინ჻ მომცდარა჻

579. ვთქვი჻ ამითა჻ ვეღარას჻ ვიქ჻ ღონე჻ სხვა჻ რა჻ მოვიგვარო჻ თავსა჻ უთხარ჻ ნუ჻ მოგიცავ჻ გონებაო჻ მრავალგვარო჻ მედვა჻ გული჻ მხეცისაებრ჻ ათასჯერცა჻ მინდორს჻ ვარო჻ ვისმცა჻ მივეც჻ თავი჻ შენი჻ შენვე჻ რად჻ მე჻ არ჻ წამგვარო჻

580. სულთა჻ ვჰყიდდი჻ გულისათვის჻ კოშკი჻ ამად჻ გამებაზრა჻ იგი჻ წვიმა჻ დარენელდა჻ რომე჻ პირველ჻ ვარდი჻ აზრა჻ ვნახე჻ ძოწსა჻ მარგალიტი჻ გარე჻ ტურფად჻ მოემაზრა჻ მიბრძანა჻ თუ჻ ეგე჻ საქმე჻ მემცა჻ მართლად჻ რად჻ მიაზრა჻

581. არ჻ დავიჯერებ჻ მე჻ შენსა჻ ღალატსა჻ ორგულობასა჻ უვარის჻ ქნასა჻ ღმრთისასა჻ ამისთვის჻ არ჻ მადლობასა჻ იაჯდი჻ თავსა჻ ჩემსა჻ და჻ მორჭმით჻ ჰინდოეთს჻ ფლობასა჻ მე჻ და჻ შენ჻ ვიჯდეთ჻ ხელმწიფედ჻ სჯობს჻ ყოვლსა჻ სიძესძლობასა჻

582. მე჻ ღმთისაებრად჻ მომიტკბა჻ გამწყრალი჻ გამქისებული჻ ანუ჻ მზე჻ იყო჻ ქვეყანად჻ ან჻ მთვარე჻ პირგავსებული჻ ახლოს჻ დამისვა჻ მაღირსა჻ აქამდის჻ არ჻ ღირსებული჻ მეუბნებოდა჻ დამივსო჻ ცეცხლი჻ ამითა჻ გზებული჻

583. მიბრძანა჻ თუ჻ გონიერი჻ ხამს჻ აროდეს჻ არ჻ აჩქარდეს჻ რაცა჻ სჯობდეს჻ მოაგვაროს჻ საწუთროსა჻ დაუწყნარდეს჻ თუ჻ სასიძო჻ არ჻ მოუშვა჻ ვა჻ თუ჻ მეფე჻ გაგიმწარდეს჻ შენ჻ და჻ ისი჻ წაიკიდოთ჻ ჰინდოეთი჻ გარდაქარდეს჻

584. კვლა჻ თუ჻ სიძე჻ შემოუშვა჻ მე჻ შემირთავს჻ იყოს჻ ასდენ჻ ერთმანერთსა჻ გავეყარნეთ჻ ძოწეულნი჻ გაგვიფლასდენ჻ მათ჻ მორჭმულთა჻ მოივლინონ჻ ჩვენ჻ პატიჟნი჻ გაგვიასდენ჻ ესე჻ ამბვად჻ არ჻ ეგების჻ რომე჻ სპარსნი჻ გაგვიხასდენ჻

585. მე჻ ვჰკადრე჻ ღმერთმან჻ აშოროს჻ მას჻ ყმისა჻ შენი჻ ქმარობა჻ რა჻ შემოვიდენ჻ ჰინდოვეთს჻ შევიგნა჻ მათი჻ გმირობა჻ უჩვენო჻ ჩემი჻ ძალგული჻ და჻ ჩემი჻ მეომარობა჻ ასრე჻ დავჰხოცნე჻ შეეძლოს჻ აღარა჻ არსახმარობა჻

586. მიბრძანა჻ თუ჻ ხამს჻ დიაცი჻ დიაცურად჻ საქმე჻ დედლად჻ დიდსა჻ სისხლსა჻ ვერ჻ შეგაქნევ჻ ვერ჻ ვიქმნები჻ შუვა჻ კედლად჻ რა჻ მოვიდეს჻ სიძე჻ მოკალ჻ მისთა჻ სპათა჻ აუწყვედლად჻ ქნა჻ მართლისა჻ სამართლისა჻ ხესა჻ შეიქს჻ ხმელსა჻ ნედლად჻

587. ასრე჻ ჰქენ჻ ჩემო჻ ლომო჻ და჻ მჯობო჻ ყოველთა჻ გმირთაო჻ მიპარვით჻ მოკალ჻ სასიძო჻ ლაშქართა჻ ნუ჻ მოირთაო჻ მისთა჻ სპათაცა჻ ნუ჻ დაჰხოც჻ ზროხათა჻ ვითა჻ ვირთაო჻ დიადი჻ სისხლი჻ უბრალო჻ კაცმანცა჻ ვით჻ იტვირთაო჻

588. იგი჻ რა჻ მოჰკლა჻ ეუბენ჻ პატრონსა჻ ჩემსა჻ მამასა჻ ჰკადრე჻ თუ჻ სპარსთა჻ ვერა჻ ვიქ჻ ჰინდოეთისა჻ ჭამასა჻ ჩემია჻ მკვიდრი჻ მამული჻ არ჻ მივსცემ჻ არცა჻ დსრასა჻ არ჻ დამეხსნები჻ გაგიხდი჻ ქალაქსა჻ ვითა჻ ტრამასა჻

589. ჩემი჻ ყოლა჻ ნურა჻ გინდა჻ სიყვარული჻ არცა჻ ნდომა჻ ამით჻ უფრო჻ მოგეცემის჻ სამართლისა჻ შენ჻ მოხდომა჻ ქნას჻ მეფემან჻ ყელმოტეხით჻ შემოხვეწა჻ შემოკდომა჻ ხელთა჻ მოგცეს჻ თავი჻ ჩემი჻ შეგვფეროდეს჻ ერთგან჻ სხდომა჻