725. მოვიდეს჻ სადა჻ სამყოფლად჻ სახლი჻ დგა჻ მუნ჻ აგებული჻ მოვიდა჻ ნახვად჻ ყოველი჻ მის჻ ქალაქისა჻ კრებული჻ მაშინვე჻ დაჯდა჻ ნადიმად჻ მორჭმით჻ ლაღი჻ და჻ შვებული჻ ენა჻ მის჻ დღისა჻ შვებასა჻ ყოლა჻ ვერ჻ იტყვის჻ კლებული჻
726. შერმადინს჻ უთხრა჻ უამბო჻ ყოველი჻ მისგან჻ ნახული჻ ანუ჻ ვით჻ პოვა჻ იგი჻ ყმა჻ მისგანვე჻ მზედ჻ დასახული჻ ავთანდილს჻ ცრემლი჻ უყოფდა჻ უბნობდა჻ თვალდაფახული჻ უმისოდ჻ მყოფსა჻ სწორად჻ მიჩს჻ ჩემთვის჻ დარბაზი჻ და჻ ხული჻
727. მუნ჻ ამბავი჻ შინაური჻ ყველაკაი჻ მოახსენა჻ შენი჻ წასვლა჻ არვინ჻ იცის჻ რაცა჻ მითხარ჻ აგრე჻ ვქენა჻ მას჻ დღე჻ მუნით჻ არ჻ წავიდა჻ ინადიმა჻ გაისვენა჻ ცისკრად჻ შეჯდა჻ გაემართა჻ დღე჻ რა჻ მზემან჻ გაათენა჻
728. არცაღა჻ დაჯდა჻ ნადიმად჻ არცაღა჻ ქნად჻ ხალვათისა჻ შერმადინ჻ მახარობელი჻ წავა჻ მისლვისა჻ მათისა჻ ფიცხლად჻ წავიდა჻ სავალი჻ სამ჻ დღე჻ ვლო჻ დღისა჻ ათისა჻ მას჻ ლომსა჻ ნახვა჻ უხარის჻ მის჻ მზისა჻ მეკამათისა჻
729. შესთავლა჻ მეფე჻ უკადრი჻ ხარმცა჻ მორჭმით჻ და჻ დიდებით჻ ამა჻ საქმესა჻ ვიკადრებ჻ შიშით჻ კრძალვით჻ და჻ რიდობით჻ მის჻ ყმისა჻ ვერას჻ ვერ჻ მცნობი჻ ვუხმობდი჻ თავსა჻ ფლიდობით჻ აწ჻ ვცან჻ და჻ გაცნევ჻ ყოველსა჻ მოვალ჻ შვებით჻ და჻ მშვიდობით჻
730. როსტევან჻ მეფე჻ უკადრი჻ მორჭმული჻ შეუპოველი჻ შერმადინ჻ მოციქულობა჻ თვით჻ მოახსენა჻ ყოელი჻ ავთანდილ჻ მოვა჻ წინაშე჻ მის჻ ყმისა჻ ვისმე჻ მპოელი჻ ბრძანა჻ ვცან჻ ჩემი჻ ღმრთისაგან჻ სააჯო჻ და჻ სათხოელი჻
731. თინათინს჻ ჰკადრა჻ შერმადინ჻ ნათელსა჻ მას჻ უღამოსა჻ ავთანდილ჻ მოვა჻ წინაშე჻ გკადრებს჻ ამბავსა჻ ამოსა჻ იგი჻ მით჻ აკრთთობს჻ ელვასა჻ მზისაცა჻ უთამამოსა჻ მას჻ საბოძვარი჻ უბოძა჻ მისი჻ ყველაი჻ დამოსა჻
732. მეფე჻ შეჯდა჻ გაეგება჻ ყმასა჻ მუნით჻ მომავალსა჻ ამას჻ პირმზე჻ მეფისაგან჻ ივალებდა჻ ვითა჻ ვალსა჻ მიეგება჻ მოეგება჻ მხიარული჻ გულმხურვალსა჻ დიდებულთა჻ ჯარისაგან჻ ზოგნი჻ ჰგვანდეს჻ ვითა჻ მთრვალსა჻
733. რა჻ მიეახლა჻ გარდახდა჻ ყმა჻ თაყვანისცა჻ მეფესა჻ აკოცა჻ როსტან჻ მიმხვდარმან჻ ნიშატთა჻ სიიეფესა჻ გულმხიარულნი჻ შვებულნი჻ მივლენ჻ დარბაზსა჻ სეფესა჻ მის჻ ყმისა჻ მოსლვა჻ უხარის჻ ყოველსა჻ მუნ჻ მეკრეფესა჻
734. მას჻ ავთანდილ჻ თაყვანისცა჻ ლომთა჻ ლომმან჻ მზეთა჻ მზესა჻ მუნ჻ ბროლი჻ და჻ ვარდგიშერი჻ გაეტურფა჻ სინაზესა჻ პირი჻ მისი჻ უნათლეა჻ სინათლესა჻ ზესთა჻ ზესა჻ სახლსაყოფი჻ არა჻ ჰმართებს჻ ცამცა჻ გაიდარბაზესა჻
735. მას჻ დღე჻ დასხდეს჻ ნადიმობად჻ გაამრავლეს჻ სმა჻ და჻ ჭამა჻ ყმასა჻ მეფე჻ ასრე჻ უჭვრეტს჻ ვითა჻ შვილსა჻ ტკბილი჻ მამა჻ მათ჻ ორთავე჻ აშვენებდა჻ ფიფქსა჻ თოვნა჻ ვარდსა჻ ნამა჻ უხვად჻ გასცეს჻ საბოძვარი჻ მარგალიტი჻ ვითა჻ დრამა჻
736. სმა჻ გარდახდა჻ თავისთავის჻ გაიყარნეს჻ მსმელნი჻ შინა჻ დიდებულნი჻ არ჻ გაუშვნეს჻ ყმა჻ დაისვეს჻ ახლოს჻ წინა჻ მეფე჻ ჰკითხავს჻ იგი჻ ჰკადრებს჻ რაცა჻ ჭირი჻ დაეთმინა჻ მერმე჻ მისი჻ უცნობოსა჻ რა჻ ენახა჻ რა჻ ესმინა჻
737. მას჻ ვახსენებდე჻ ნუ჻ გიკვირს჻ თქმა჻ მჭირდეს჻ მიწყივ჻ ახისა჻ ნუთუ჻ მზე჻ ვთქვა჻ მსგავსი჻ მისი჻ და჻ ან჻ მისისა჻ სახისა჻ ვინ჻ უნახავ჻ ქნას჻ გონება჻ ყოველთა჻ კაცთა჻ მნახისა჻ ვარდი჻ დამჭნარი჻ ეკალთა჻ შუა჻ შორსმყოფი჻ ახ჻ ის჻ ა჻
738. რა჻ ჭირი჻ კაცსა჻ სოფელმან჻ მოუთმოს჻ მოუთმინამან჻ ქაცვი჻ ლერწამმან჻ ზაფრანა჻ იმსგავსოს჻ ფერად჻ მინამან჻ ავანდილ჻ მისმან჻ მხსენებმან჻ ღაწვი჻ ცრემლითა჻ მინამან჻ წვრილად჻ უამბო჻ ამბავი჻ მან჻ მისმან჻ მონასმინამან჻
739. ქვაბნი჻ წაუხმან჻ დევთათვის჻ სახლად჻ აქვს჻ დევთა჻ სახლები჻ საყვარელისა჻ მისისა჻ ქალი჻ ჰყავს჻ თანა჻ ნახლები჻ ვეფხისა჻ ტყავი჻ აცვია჻ ცუდად჻ უჩს჻ სტავრანახლები჻ აღარა჻ ნახავს჻ სოფელსა჻ ცეცხლი჻ სწვავს჻ ახალახლები჻
740. რა჻ დაასრულა჻ ამბავი჻ საქმე჻ მისისა჻ ჭირისა჻ ნახვა჻ მის჻ მზისა჻ ნათლისა჻ მის჻ თვალად჻ არ჻ დუხჭირისა჻ ეამა჻ უქეს჻ ვარდისა჻ ხელი჻ მძლედ჻ დანამჭირისა჻ ეგე჻ კმა჻ სიმხნე჻ სიმხნისა჻ რადღა჻ ხარ჻ მომხვეჭი჻ რისა჻
741. გამხიარულდა჻ თინათინ჻ ამა჻ ამბისა჻ სმენითა჻ მას჻ დღე჻ იხარებს჻ სმითა჻ და჻ ჭამისა჻ არ჻ მოწყენითა჻ კვლა჻ საწოლს჻ დახვდა჻ მას჻ მზესა჻ მუნცა჻ სიტყვითა჻ ბრძენითა჻ მისვლა჻ ებრძანა჻ იამა჻ თქმა჻ არ჻ ეგების჻ ენითა჻
742. ყმა჻ წავიდა჻ მხიარული჻ ლმობიერი჻ არ჻ გამწყრალი჻ ლომი჻ მინდორს჻ ლომთა჻ თანა჻ მინდორს჻ რული჻ ფერნამკრთალი჻ ყმა჻ სოფლისა჻ ხასიათი჻ ჯავარი჻ და჻ სრული჻ ლალი჻ მაგრა჻ ჰქონდა჻ გულისათვის჻ გული჻ გულსა჻ განაცვალი჻
743. მზე჻ უკადრი჻ ტახტსა჻ ზედა჻ ზის჻ მორჭმული჻ არ჻ ნადევრი჻ წყლად჻ ეფრატსა჻ უხვად჻ ურწყო჻ ედემს჻ რგული჻ ალვა჻ მჭევრი჻ ბროლბალახშსა჻ აშვენებდა჻ თმა჻ გიშერი჻ წარბი჻ ტევრი჻ მე჻ ვინ჻ ვაქებ჻ ათენს჻ ბრძენთა჻ ხამს჻ აქებდეს჻ ენა჻ ბევრი჻
744. ყმა჻ მხიარული჻ წინაშე჻ დასვა჻ სკამითა჻ მისითა჻ სხენან჻ სავსენი჻ ლხინითა჻ ორთავე჻ შესატყვისითა჻ უბნობენ჻ ლაღნი჻ წყლიანნი჻ არა჻ სიტყვითა჻ მქისითა჻ უთხრა჻ ჰპოეა჻ პატიჟნი჻ ნახენ჻ ძებნითა჻ ვისითა჻