... (H-2610), XVIII ს.

824. ყმამან჻ უთხრა჻ აღარ჻ წასლვა჻ არ჻ ეგების჻ ჩემგან჻ აროს჻ იადონი჻ მაშინ჻ მოკვდეს჻ ოდეს჻ ვარდმან჻ იდამჭკნაროს჻ ხამს჻ უძებნოს჻ ცვარი჻ წყლისა჻ მისთვის჻ თავი჻ ყოვლგან჻ აროს჻ ვერ჻ უპოვოს჻ რა჻ ქნას჻ ანუ჻ გული჻ რათა჻ დაიწყნაროს჻

825. უმისოდ჻ მყოფი჻ ვერ჻ გავსძლებ჻ ჯდომასა჻ ვერცა჻ წოლასა჻ მართ჻ ნადირთაებრ჻ გაჭრასა჻ ვირჩევ჻ მათთანა჻ რბოლასა჻ ასრე჻ გასრულსა჻ რად჻ მნუკევს჻ მისთა჻ მებრძოლთა჻ ბრძოლასა჻ სჯობს჻ უყოლობა჻ კაცისა჻ მომდურავისა჻ ყოლასა჻

826. მოვახსენებ჻ ერთხელ჻ კვლაცა჻ აწ჻ რაზომცა჻ მეფე჻ წყრების჻ ნუთუ჻ გაბრჭოს჻ გული჻ ჩემი჻ ვით჻ იწვის჻ და჻ ვით჻ ენთების჻ არ჻ გამიშვებს჻ გავიპარვი჻ რა჻ იმედი჻ გარდმიწყდების჻ მე჻ თუ჻ მოვჰკვდე჻ ჩემი჻ კერძი჻ სოფელიმცა჻ გარდიფხვრების჻

827. მოიუბნეს჻ ვაზირმან჻ ქნა჻ ჭამასმანი჻ მათნი჻ ფერნი჻ უმასპინძლა჻ ძღვენი჻ უძღვნა჻ შვენიერსა჻ შვენიერნი჻ მისნი჻ მყოლნი჻ ავეავსნა჻ მოყმენი჻ თუნდა჻ ბერნი჻ გაიყარნეს჻ ყმა჻ წავიდა჻ სახლად჻ ჩადგეს჻ მზისა჻ წვერნი჻

828. შეკრა჻ წითელი჻ ასი჻ ათასი჻ პირად჻ მზემან჻ და჻ ტანად჻ სარომან჻ სამასი჻ თავი჻ სტავრაატლასი჻ უხვმან჻ ნიადაგ჻ მიუმცდარომან჻ სამოცი჻ თვალი჻ ლალიაგუნდი჻ ფერად჻ არ჻ მათმან჻ საუარომან჻ კაცი჻ გაგზავნა჻ ვაზირისასა჻ ესე჻ ყველაი჻ მისთვის჻ არო჻ მან჻

829. შესთვალა჻ თუ჻ რაცა჻ გმართებს჻ ვით჻ მოგცე჻ და჻ ვით჻ გაქონო჻ ვალთა჻ შენთა჻ გარდასახდლად჻ რა჻ ნაცვალი჻ მოვიგონო჻ თუღა჻ დავრჩე჻ შენთვის჻ მოვკვდე჻ თავი჻ ჩემი჻ დაგამონო჻ სიყვარული჻ სიყვარულსა჻ შეგიცალო჻ შეგიწონო჻

830. მე჻ ვითა჻ ვთქვა჻ უებრობა჻ სიკეთე჻ და჻ ქება჻ მისი჻ კაცი჻ იყო჻ საქმისაცა჻ შესაფერი჻ შესატყვისი჻ ასრე჻ უნდა჻ მოხმარება჻ ჰგავიდოდეს჻ ვისცა჻ ვისი჻ ოდეს჻ კაცსა჻ დაეჭიროს჻ მაშინ჻ უნდა჻ ძმა჻ და჻ თვისი჻

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგანა ოდეს გაიპარა჻

831. შერმადინს჻ ეტყვის჻ უბრძანებს჻ პირმზე჻ ნათელთა჻ მფენელი჻ ესე჻ დღე჻ არის჻ იმედი჻ ჩემის჻ გულისა჻ მლხენელი჻ შენგან჻ თავისა჻ შენისა჻ საჩემოდ჻ გამომჩენელი჻ მქებრად჻ ამბისა჻ მათისა჻ ხამს჻ მკითხავი჻ და჻ მსმენელი჻

832. იტყვის჻ როსტან჻ არ჻ გამიშვა჻ არცა჻ სიტყვა჻ მომისმინა჻ მან჻ არ჻ იცის჻ რათა჻ ვინა჻ და჻ სულდგმული჻ ვისგან჻ ვინა჻ უმისომცა჻ ნუ჻ ცოცხალ჻ ვარ჻ ნუცა჻ გარე჻ ნუცა჻ შინა჻ რაც჻ ა჻ საქმე჻ უსამართლო჻ ღმერთმან჻ ვისმცა჻ შეარჩინა჻

833. თუცა჻ მისი჻ არ჻ გაწირვა჻ ჩემგან჻ მტკიცობს჻ არ჻ სათუობს჻ ყოვლი჻ ცრუ჻ და჻ მოღალატე჻ ღმერთსა჻ ჰგმობს჻ და჻ აგრე჻ ცრუობს჻ გული჻ მისი჻ უნახავი჻ ტირს჻ და჻ სულთქვამს჻ ვაებს჻ უშობს჻ ლხინსა჻ არას჻ არ჻ იახლებს჻ ჰკრთების჻ კუშტობს჻ ვახშობს჻ უშობს჻

834. ოდეს჻ ბრძენმან჻ გაიგონოს჻ გონებითა჻ მთით჻ და჻ გორით჻ მიჯნური჻ და჻ სამიჯნურო჻ ერთმანერთსა჻ შევასწორით჻ ერთად჻ ვთქვენით჻ გაუყრელად჻ მათი჻ არა჻ გავაორით჻ მოყვარესა჻ მოყვრისაგან჻ მოგონება჻ უნდა჻ შორით჻

835. სამი჻ არის჻ მოყვრისაგან჻ მოყვრობისა჻ გამოჩენა჻ პირველ჻ ნდომა჻ სიახლისა჻ სიშორისა჻ ვერ჻ მოთმენა჻ მიცემა჻ და჻ არას჻ შური჻ ჩუქებისა჻ არ჻ მოწყენა჻ გავლენა჻ და჻ მოხმარება჻ მისად჻ რგებად჻ ველთა჻ რბენა჻

836. მან჻ გამისრულა჻ ყველაი჻ ესე჻ წესი჻ და჻ რიგები჻ აწ჻ ჩემგან჻ ჰმართებს჻ მუქაფა჻ გულომცა჻ ჭირსა჻ შეები჻ თუ჻ ვერა჻ ვარგო჻ მისთანა჻ მეცა჻ წასადმევეგები჻ ხარ჻ რაზომ჻ ფერი჻ სოფელო჻ არვისგან჻ არ჻ შეიგები჻

837. რადღა჻ ვაგრძელებ჻ სიტყვასა჻ ჟამია჻ შემოკლებისა჻ აწ჻ გაპარვაა჻ წამალი჻ ამა჻ გულისა჻ ლებისა჻ რასაცა჻ გვედრებ჻ ისმენდი჻ ვიდრე჻ დრო჻ გქონდეს჻ ხლებისა჻ შენ჻ გაამაგრე჻ დაჭირვა჻ ჩემისა჻ ნასწავლებისა჻

838. აწ჻ მეფეთა჻ სამსახურად჻ პირველ჻ თავი჻ დაამზადე჻ სიკეთე჻ და჻ უკლებლობა჻ შენი჻ ერთობ჻ გააცხადე჻ სახლი჻ ჩემი჻ შეინახე჻ სპათა჻ ჩემთა჻ ეთავადე჻ სამსახური჻ აქანამდის჻ კვლა჻ გავლენა჻ გააკვლადე჻

839. მტერთა჻ ჩემთა჻ ენაპირე჻ ძალი჻ ნურა჻ მოგაკლდების჻ ერთგულთათვის჻ კარგი჻ ნუ჻ გშურს჻ ორგულიმცა჻ შენი჻ კვდების჻ შემოვიქცე჻ შენი჻ ჩემგან჻ ვალი჻ კარგად჻ გარდიხდების჻ პატრონისა჻ სამსახური჻ არაოდეს჻ არ჻ წახდების჻

840. ესე჻ ესმა჻ ცრემლი჻ ცხელი჻ შერმადინსა჻ თვალთა჻ სდინდი჻ მოახსენა჻ მარტოობით჻ ჭირსა჻ რადმცა჻ შევუშინდი჻ მაგრა჻ რა჻ ვქმნა჻ უშენომან჻ დამეცემის჻ გულსა჻ ბინდი჻ წამიტანე჻ სამსახურად჻ მოგეხმარო჻ რაცა჻ გინდი჻

841. ვის჻ ასმია჻ მარტოსაგან჻ ღარიბობა჻ ეგზომ჻ დიდი჻ ვის჻ ასმია჻ პატრონისა჻ ჭირსა჻ შიგან჻ ყმისა჻ რიდი჻ დაკარგულსა჻ გიგონებდე჻ რა჻ ვიქმნები჻ აქა჻ ფლიდი჻ ყმამან჻ უთხრა჻ ვერ჻ წაგიტან჻ რაზომსაცა჻ ცრემლსა჻ ღვრიდი჻

842. შენგან჻ ჩემი჻ სიყვარული჻ ვითამც჻ არა჻ დამეჯერა჻ მაგრა჻ საქმე჻ არ჻ მოხვდების჻ ჟამი჻ ასრე჻ დამემტერა჻ ვის჻ მივანდო჻ სახლი჻ ჩემი჻ შენგან჻ კიდევ჻ ვინმც჻ მეფერა჻ გული჻ დადევ჻ დაიჯერე჻ ვერ჻ წაგიტან჻ ვერა჻ ვერა჻