... (H-2610), XVIII ს.

706. მისსა჻ ვერ჻ იტყვის჻ ქებასა჻ ყოველი჻ ბრძენთა჻ ენები჻ მას჻ დაკარგულსა჻ ვიგონებ჻ მე჻ სიცოცხლისა჻ მთმენები჻ მას჻ აქათ჻ ვახლავ჻ ნადირთა჻ თავსა჻ მათებრვე჻ მხსენები჻ სხვად჻ არას჻ ვიაჯ჻ ღმრთისაგან჻ ვარ჻ სიკვდილისა჻ მქენები჻

707. აწ჻ ათია჻ წელიწადი჻ ჰინდოეთით჻ რა჻ წასრულა჻ მის჻ მთვარისა჻ ჩემგან჻ პოვნა჻ ანუ჻ ნახვა჻ გარდასრულა჻ აჰა჻ მიკვირს჻ ალმასისა჻ გული჻ გასძლებს჻ ამას჻ რულა჻ ყმამან჻ ხელი჻ პირსა჻ იკრა჻ რა჻ ამბავნი჻ დაასრულა჻

708. პირსა჻ იცა჻ გაიხეთქა჻ ღაწვი჻ ვარდი჻ აახეწა჻ ლალი჻ ქარვადგარდაიქცა჻ ბროლი჻ სრულად჻ დაილეწა჻ ავთანდილსცა჻ ცრემლი჻ წასდის჻ წამწამთაგან჻ ერთსახე჻ წა჻ მერე჻ ქალმან჻ დაადუმა჻ მუხლმოყრილი჻ შეეხვეწა჻

709. ტარიელ჻ უთხრა჻ ავთანდილს჻ ასმათის჻ დად჻ სამებულმან჻ შენ჻ ყველაკაი჻ გაამე჻ მე჻ ვერას჻ ვერ჻ ამებულმან჻ გიამბე჻ ჩემი჻ ამბავი჻ სიცოცხლეგაარმებულმან჻ აწ჻ წადი჻ ნახე჻ შენი჻ მზე჻ ნახვისა჻ მოჟამებულმან჻

710. ავთანდილ჻ უთხრა჻ მე჻ შენი჻ გაყრა჻ არ჻ მამეთმინების჻ თუ჻ გაგეყრები჻ თვალთაგან჻ ცრემლიცა჻ დამედინების჻ მართალსა჻ გითხრობ჻ ამისა჻ კადრება჻ ნუ჻ გეწყინების჻ შენ჻ ვისთვის჻ ჰკვდები჻ მაგითა჻ მას჻ არა჻ არ჻ ელხინების჻

711. რა჻ აქიმი჻ დასნეულდეს჻ რაზომ჻ გინდა჻ საქებარი჻ მან჻ სხვა჻ უხმოს჻ მკურნალი჻ და჻ მაჯასაცა჻ შემტყვებარი჻ მან჻ უამბოს჻ რაცა჻ სჭირდეს჻ სენი჻ ცეცხლთა჻ მომდებარი჻ სხვისა჻ სხვამან჻ უკეთ჻ იცის჻ სასარგებლო჻ საუბარი჻

712. რაცა჻ გითხრა჻ მომისმინე჻ ბრძენი჻ გეტყვი჻ არა჻ ხელი჻ ასი჻ გმართებს჻ გაგონება჻ არ჻ გეყოფის჻ არ჻ ერთხელი჻ კარგად჻ ვერას჻ ვერ჻ მოავლენს჻ კაცი჻ აგრე჻ გულფიცხელი჻ აწ჻ მე჻ მინდა჻ ნახვა჻ მისი჻ ვისგან჻ დამწვავს჻ ცეცხლი჻ ცხელი჻

713. იგი჻ ვნახო჻ სიყვარული჻ მისი჻ ჩემთვის჻ დავამტკიცო჻ მოვახსენო჻ რაცა჻ მეცნას჻ მეტი჻ საქმე჻ არა჻ მიცო჻ შენ჻ გენუკევ჻ შემაჯერო჻ ღმერთი჻ იღმრთო჻ ცაცა჻ იცო჻ ერთმანერთი჻ არ჻ გავწიროთ჻ მაფიცო჻ და჻ შემომფიცო჻

714. რომე჻ აქათ჻ არ჻ წახვიდე჻ შენ჻ თუ჻ ამას჻ შემეპირო჻ მეცა჻ ფიცით჻ შეგაჯერებ჻ არასათვის჻ არ჻ გაგწირო჻ კვლა჻ მოვიდე჻ შენად჻ ნახვად჻ შენთვის჻ მოვკვდე჻ შენთვის჻ ვირო჻ ღმერთსა჻ უნდეს჻ ვისთვის჻ ჰკვდები჻ მისთვის჻ აგრე჻ არ჻ გატირო჻

715. მან჻ მიუგო჻ უცხოს჻ უცხო჻ აგრე჻ ვითა჻ შეგიყვარდი჻ გასაყრელად჻ გეძნელები჻ იადონსა჻ ვითა჻ ვარდი჻ რაგვარამცა჻ დაგივიწყე჻ რაგვარამცა჻ უკუმქარდი჻ ღმერთმან჻ ქნას჻ და჻ კვლაცა჻ გნახო჻ ალვა჻ მორჩი჻ განაზარდი჻

716. პირი჻ შენი჻ ნახვად჻ ჩემად჻ თუ჻ მობრუნდეს჻ ტანი჻ იხოს჻ გული჻ მინდორს჻ არ჻ გაიჭრეს჻ არ჻ ირმოს჻ არცა჻ ითხოს჻ თუ჻ გიტყუვო჻ მოგაღორო჻ ღმერთმან჻ რისხვით჻ გამიკითხოს჻ შენმანჭვრეტასიახლემან჻ მომაქარვოს჻ სევდა჻ მითხოს჻

717. ამას჻ ზედა჻ შეიფიცნეს჻ მოყვარენი჻ გულსადაგნი჻ იაგუნდნი჻ ქარვის჻ ფერნი჻ სიტყვაბრძენნი჻ ცნობაშმაგნი჻ შეუყვარდა჻ ერთმანერთი჻ სწვიდეს჻ მიწყივ჻ გულსა჻ დაგნი჻ მას჻ ღამესა჻ ერთგან჻ იყვნეს჻ შვენიერნი჻ ამხანაგნი჻

718. ავთანდილცა჻ მასვე჻ თანა჻ ტიროდა჻ და჻ ცრემლი჻ ღვარა჻ რა჻ გათენდა჻ წამოვიდა჻ აკოცა჻ და჻ გაეყარა჻ ტარიელს჻ თუ჻ ვით჻ ეწყინა჻ რა჻ ქმნას჻ ამას჻ ვერ჻ მიმხვდარა჻ ავთანდილცა჻ ჩატიროდა჻ შამბი჻ შიგან჻ ჩაიარა჻

719. ავთანდილს჻ ასმათ჻ ჩამოჰყვა჻ ზენარით჻ ეუბნებოდა჻ მუხლთა჻ უყრიდა჻ ტიროდა჻ თითითა჻ ეხვეწებოდა჻ ადრე჻ მოსლვასა჻ ჰვედრებდა჻ მართ჻ ვითა჻ ია჻ ჭნებოდა჻ მან჻ უთხრა჻ დაო჻ უთქვენოდ჻ სხვა჻ რამცა჻ მეგონებოდა჻

720. ადრე჻ მოვალ჻ არ჻ გაგწირავ჻ არას჻ დავზამ჻ შინა჻ ხანსა჻ ოდენ჻ სხვაგან჻ არ჻ წავიდეს჻ ნუ჻ სად჻ არებს჻ იმა჻ ტანსა჻ აქათ჻ ორ჻ თვე჻ არ჻ მოვიდე჻ ვიქმ჻ საქმესა჻ დაუგვანსა჻ შეიგენით჻ მივცემივრ჻ ჭირსა჻ რასმე჻ თანისთანსა჻

ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა ტარიელ იპოვა და წავიდა჻

721. იგი჻ მუნით჻ წარმოსრული჻ სევდამანცა჻ განა჻ მოკლა჻ პირსა჻ იხოკს჻ ვარდსა჻ აპობს჻ ხელი჻ მისი჻ გაამხოკლა჻ სისხლსა჻ მისგან჻ დადენილსა჻ მხეცი჻ ყოვლი჻ გაამლოკლა჻ მისმან჻ ფიცხლად჻ სიარულმან჻ შარა჻ გრძელი჻ შეამოკლა჻

722. მუნ჻ მოვიდა჻ სადა჻ იგი჻ მისნი჻ სპანი჻ დაეყარნეს჻ ნახე჻ იცნეს჻ რაგვარაცა჻ მართებს჻ აგრე჻ გაეხარნეს჻ შერმანდისცა჻ ახარებდეს჻ ფიცხლად჻ თავნი჻ არნეს჻ მოვიდაო჻ აქანამდის჻ ვითვის჻ ლხინი჻ გაგვემწარნეს჻

723. გაეგება჻ მოეხვია჻ ზედა჻ დახვდა჻ პირი჻ ხელსა჻ აკოცებდა჻ სიხარულით჻ ცრემლსა჻ ღვრიდა჻ ველთა჻ მსვრელსა჻ ესე჻ თქვა჻ თუ჻ ნეტარ჻ ღმერთო჻ ცხადსა჻ ვხედავ჻ ანუ჻ ბნელსა჻ მე჻ ვით჻ ღირს჻ ვარ჻ ამას჻ რომე჻ თვალნი჻ ჩემნი჻ ჭვრეტდენ჻ მრთელსა჻

724. ყმამან჻ მდაბლად჻ მოიკითხა჻ ზედა჻ დასდვა჻ პირი჻ პირსა჻ უბრძანა჻ თუ჻ ღმერთსა჻ ვმადლობ჻ შენ჻ თუ჻ ჭირი჻ არა჻ გჭირსა჻ დიდებულთა჻ თაყვანი჻ სცეს჻ აკოცებდეს჻ ვინცა჻ ღირს჻ ა჻ ზარსა჻ სცემდეს჻ უხაროდა჻ უფროსსა჻ თუნდა჻ მცირსა჻