ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

569. ცხენისაგან არ გარდავჴე წაველ ფიცხლად დავმორჩილდი჻ ქალი დამხვდა ნატირები ვკითხე ცრემლსა რასა ღვრიდი჻ მითხრა შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი჻ გაუწყვედლად ვით გამართლო რაგვარამცა გავაქილდი჻

570. შევედით ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ შერჭმით მჯდომარე჻ მზე ვეღარას იქს მის მეტსა მას განენათლა რომ არე჻ წავდეგ მიბრძანა რასა სდგა დღე მიგიჩს შენ საომარე჻ ანუ გამწირე მიტყუე და კვლავცა მაიმცთომარე჻

571. მე მეწყინა აღარა ვსთქვი ფიცხლად გარე შემოვბრუნდი჻ უკუვჰყივლე აწ გამოჩნდეს არ მინდოდეს ვისცა უნდი჻ ქალი ომად რაგვარ მაწვევს აგრე ვითა დავძაბუნდი჻ შინა მოველ მოკლვა მისი დავაპირე არ დავყმუნდი჻

572. ასსა უბრძანე მონასა საომრად დაემზადენით჻ შევსხედით გავლეთ ქალაქი არა ვის გავეცხადენით჻ კარავსა შეველიგი ყმა ვითა წვა ზარამც თქმად ენით჻ უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა თუცა ჴმდა სისხლისა დენით჻

573. კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ ჩავაქარაბაკე჻ ყმასა ფეჴთა მოვეკიდე თავი სვეტსა შეუტაკე჻ წინა მწოლთა დაიძახეს გლოვა მიხვდა საარაკე჻ ცხენსა შევჯე და წამოცაველ ჯაჭვი მეცვა საკურტაკე჻

574. ჴმა დამივარდა შეიქმნა ზახილი მოსაწევარი჻ წამოველ წევნა დამიწყეს დავხოცე ჩემი მდევარი჻ ქალაქი მქონდა მაგარი მტერთაგან მოურევარი჻ მუნ შიგან შეველ მშვიდობით ამოდ იგივე მე ვარი჻

575. კაცი გავგზავნენ ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა჻ აქა მომართეთ ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა჻ არ გასწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა჻ ჩემსა სცნიან სცვედიან თავებსა მათსა მრთელასა჻

576. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე რა გათენდა ღამე დილად჻ ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად჻ ებრძანა თუ ღ~თნ იცის გამეზარდე ვითა შვილად჻ ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად჻

577. ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე჻ თუ ჩემი ქალი გინდოდა რად არა შემატყობინე჻ მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე჻ დღედ სიკუდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე჻

578. მე შეუთვალე მეფეო ვარ უმაგრესი რვალისა჻ თვარა რად მიშლის სიკუდილსა ცეცხლი სიკუდილთა ალისა჻ მაგრა თვით იცით ჴელმწიფე ჴამს მქნელი სამართალისა჻ მე თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქუენისა ქალისა჻

579. იცით ინდოთა სამეფო რაზომი სრა საჯდომია჻ ერთიღა მე ვარ მემკვიდრე ყველაი თქვენ დაგრჩომია ჻ ამსოწყდა მათი ყუელაი მამული თქვენ დაგრჩომია჻ დღესამდის ტახტი უჩემო არავის არ მონდომია჻

580. ვერ გათნევ თქვენმან კეთილმან აწ ეგე არ მართალია჻ ღ~თნ არ მოგცა ყმა შვილი გიზის ერთაი ქალია჻ ხვარაზმშა დასვა ხელმწიფედ მოგხვდების რა ნაცვალია჻ სხვა მეფე დაჯდეს ხელმწიფედ მერტყას მე ჩემი ხმალია჻

581. შენი ქალი არად მინდა გაათხოვე გამარიდე჻ ინდოეთი ჩემი არის არვის მივსცე ჩემგან კიდე჻ ვინცა ჩემსა დამეცილოს მისით მასცა აღმოვჰფხვრიდე჻ სხვად მეშველსა გარეგანსა მამკალ ვისცა ვინატრიდე჻

ამბისა ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა჻

582. ესე კაცნი გამეგზავნეს გონებასა გავეშმაგე჻ რომე მისი ვერა მეცნა ამას უფრო დავედაგე჻ მას ზღუდესა გარდავადეგ მინდორთაკე რომე ვაგე჻ მესმა საქმე საშინელი რომე თავი ვერ წავაგე჻

583. გამოჩნდეს ორნი ქვევითნი მე მივეგებე წინარე჻ ქალი ყვა ერთსა მონასა ვსცანმცა თუ მოღმა ვინ არე჻ თავ გაგლეჯილი ასმათი პირს სისხლი ჩამომდინარე჻ აღარ მიყივლა ღიმილით არცაღა გამიცინა რე჻

584. იგი ვნახე დავებნივე გონებანი გამიშმაგნა჻ შორით უხმე რაშიგან ვართ ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა჻ მან საბრალოდ შემომტირნა ძლივ სიტყვანი გამოაგნა჻ მითხრა ღ~თნ სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა჻

585. ახლოს მიველ კვლავცა ვკითხე რაშიგან ვართ თქვი მართალი჻ კვლავ საბრალოდ ამიტირდა კვლავ მოედვა ამით ალი჻ დიდხან [სიტყვა] ვერა მითხრა მისთა ჭირთა ნაათალი჻ მკერდსა წითლად უღებევდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი჻

586. მერმე მითხრა მოგახსენებ ესე რადმცა დაგიმალე჻ მაგრა ვითა გაგახარნე შენცა აგრე შემიწყალე჻ ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ შემიწყალე შემიბრალე჻ დამხსენ ჩემსა საწუთროსა ღ~თსა შენსა მიავალე჻

587. მიანბო ოდეს სასიძო მოკალ და ჴმა დაგივარდა჻ მეფესა ესმა აიჭრა მართ მისგან გასატკივარდა჻ შენ დაგიძახნა მიხმეთო ხმა მაღლად გახმამყივარდა჻ მოგნახეს შინა ვერ გპოვეს მით მეფე გამომჩივარდა჻